ფილიპ კინდრედ დიკი
ფილიპ კინდრედ დიკი (ინგლ. Philip Kindred Dick; დ. 16 მარტი, 1928 — გ. 2 მარტი, 1982) — ამერიკელი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალი. მისი შემოქმედება 44 რომანსა და 121 მოთხრობას მოიცავს, რომელმა უმრავლესობა მწერლის სიცოცხლის მანძილზე სამეცნიერო ფანტასტიკური ლიტერატურის ჟურნალებში გამოქვეყნდა. თავის წიგნებში დიკი იკვლევდა ისეთ ფილოსოფიურ, სოციალურ და პოლიტიკურ თემებს, როგორიცაა რეალობის ბუნება და იდენტობა, მის ნაშრომებში ხშირად ვხვდებით პერსონაჟებს, რომლებსაც დაპირისპირება უწევთ ისეთ ჟანრულ ელემენტებთან, როგორებიცაა მონოპოლისტი კორპორაციები, ალტერნატიული სამყაროები, ავტორიტარული მთავრობები, ნარკომოხმარება და ცნობიერების სახეცვლილი მდგომარეობა.[18] ავტორი ასევე დაინტერესებული იყო მეტაფიზიკური და თეოლოგიური თემებით. რეალობის, იდენტობის, ნარკოტიკული დამოკიდებულების, შიზოფრენიის და ტრანსცენდენტალური გამოცდილების შესახებ წერისას ფილიპ დიკი ხშირად იყენებდა საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს.
ფილიპ დიკი დაიბადა ჩიკაგოში. მოგვიანებით გადავიდა კალიფორნიაში, სადაც შეუდგა სამეცნიერო ფანტასტიკური ნაშრომების გამოცემას 1950-იანებში. 1962 წელს გამოსცა ალტერნატიული ისტორიის ჟანრის რომანი „კაცი მაღალ კოშკში“, რომელშიც მეორე მსოფლიო ომი მოკავშირეებმა წააგეს და მსოფლიოს ნაცისტური გერმანია და იმპერიალისტური იაპონია მართავენ. ეს ფილიპ დიკის ერთადერთი რომანია, რისთვისაც გადაეცა ჰიუგოს პრემია. 2015 წელს რომანის მიხედვით „ამაზონ პრაიმმა“ სატელევიზიო შოუ შექმნა.[19]
1965 წელს გამოსცა რომანი „პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა“, რომელსაც გამოკვეთილი რელიგიური თემატიკა ახასიათებს. რომანის მოქმედება XXI საუკუნეში ვითარდება, სადაც გაეროს წინამძღოლობით კაცობრიობამ მზის სისტემის კოლონიზირება მოახდინა. კოლონიებში ცხოვრება რთულია, კოლონისტთა უმეტესობა დედამიწას საკუთარი ნებით არ ტოვებს. მათთვის ცხოვრების შესამსუბუქებლად იქმნება სპეციალური ნარკოტიკი, რომელიც მიმღებს დედამიწაზე, იდეალური ცხოვრების ჰალუცინაციას რამდენიმე წუთით უქმნის. 1965 წელს რომანი ნებულას ჯილდოზე იყო წარდგენილი.[20]
1968 წელს გამოქვეყნდა რომანი „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“, რომელიც მოგვითხრობს ანდროიდებზე მონადირის ისტორიას. მოვლენები მომაკვდავ დედამიწაზე ვითარდება, სადაც თითქმის ყველა ცხოველი ამოწყდა, რამდენიმე დარჩენილი კი მდიდრებისთვის სტატუსის მაჩვენებლად იქცა. დედამიწაზე დარჩენილი მოსახლეობის უმეტესობას სხვა პლანეტებზე გადასახლების საშუალებაც არ აქვთ. ფილიპ დიკის ამ რომანის მიხედვით რიდლკი სკოტმა საკულტო სამეცნიერო ფატნასტიკური ფილმი „სამართებელზე მორბენალი“ (1982) გადაიღო.
დიკს საერთო ჯამში გამოცემული აქვს 44 რომანი და 121 მოთხრობა, რომელთა უმეტესობა გამოჩნდა სამეცნიერო ფანტასტიკურ ჟურნალებში.[21] მისი რომანების მიხედვით გადაღებულია რამდენიმე ფილმი, მათ შორის: „სამართებელზე მორბენალი“ (1982), „განსხვავებული აზრი“ (2002), „ბუნდოვნად, სკანერში“ (2006), „რეალობის შემცვლელნი“ (2011) და სხვა.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კაცი მაღალ კოშკში (1962) — ჰიუგოს პრემია
- ახლა კი გასულ წელს დაველოდოთ (1963)
- პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა (1965)
- ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე? (1968)
- უბიკი (1969)
- იდინე, ცრემლო, — თქვა პოლიციელმა (1974)
- ბუნდოვნად, სკანერში (1977)
- ვალისი (1981)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Precious Artifacts : A Philip K. Dick Bibliography, United States of America and United Kingdom Editions, 1955 – 2012. Compiled by Henri Wintz and David Hyde. (Wide Books 2012). www.wide-books.com
- Precious Artifacts 2: A Philip K. Dick Bibliography, The Short Stories, United States, United Kingdom and Oceania, 1952 – 2014. Compiled by Henri Wintz and David Hyde (Wide Books 2014). www.wide-books.com
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფილიპ კინდრედ დიკი“ ვიკისაწყობში.
- ფილიპ კინდრედ დიკი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ფილიპ კინდრედ დიკი საიტზე Internet Speculative Fiction Database
- ფილიპ კინდრედ დიკი წიგნების ინტერნეტ სიაში
- ფილიპ კინდრედ დიკი — Find a Grave-ზე
- ფილიპ კინდრედ დიკი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- ფილიპ კინდრედ დიკი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- ფილიპ კინდრედ დიკი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 5.0 5.1 NooSFere — 1999.
- ↑ 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ 8.0 8.1 Babelio — 2007.
- ↑ 9.0 9.1 9.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 10.0 10.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118678175 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ https://bsfa.co.uk/bsfa-awards/
- ↑ https://www.noosfere.org/livres/prix.asp?numprix=23
- ↑ http://strangehorizons.com/non-fiction/columns/phil-and-jack/
- ↑ http://www.dickien.fr/dossiers/annemini/interview_anne_mini_dick.html
- ↑ (not translated to en-us) The Search for Philip K. Dick — 1995.
- ↑ https://tachyonpublications.com/goodbye-to-the-influential-anne-r-dick/
- ↑ O'Reilly, Seamus. Just because you're paranoid ... Philip K Dick's troubled life. ციტირების თარიღი: January 24, 2020
- ↑ https://www.theguardian.com/tv-and-radio/2015/nov/20/the-man-in-the-high-castle
- ↑ 1965 Award Winners & Nominees. Worlds Without End. ციტირების თარიღი: 2009-09-27.
- ↑ Kimbell, Keith. Ranked: Movies Based on Philip K. Dick Stories. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-08. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი, 2013
- დაბადებული 16 დეკემბერი
- დაბადებული 1928
- გარდაცვლილი 2 მარტი
- გარდაცვლილი 1982
- ამერიკელი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერლები
- ამერიკელი რომანისტები
- ფილიპ კინდრედ დიკი
- XX საუკუნის ამერიკელი ესეისტები
- XX საუკუნის ამერიკელი არამხატვრული მწერლები
- XX საუკუნის ამერიკელი რომანისტები
- XX საუკუნის ამერიკელი ფილოსოფოსები
- XX საუკუნის ესეისტები
- XX საუკუნის ფილოსოფოსები
- ამერიკელი ალტერნატიული ისტორიის ჟანრის მწერლები
- ამერიკელი ესეისტები
- ამერიკელი მამაკაცი რომანისტები
- ამერიკელი არამხატვრული მწერლები
- ამერიკელი ფილოსოფოსები
- ამერიკელი ფსიქოლოგიური ჟანრის მწერლები
- კულტურის კრიტიკოსები
- კიბერპანკის ჟანრის მწერლები
- ეპისტემოლოგები
- მეტაფიზიკოსები
- ნეოპლატონისტები
- კალიფორნიელი რომანისტები
- ილინოისელი რომანისტები
- ონტოლოგები
- კალიფორნიელი ფილოსოფოსები
- ილინოისელი ფილოსოფოსები
- ხელოვნების ფილოსოფოსები
- კულტურის ფილოსოფოსები
- განათლების ფილოსოფოსები
- ისტორიის ფილოსოფოსები
- ლიტერატურის ფილოსოფოსები
- სიყვარულის ფილოსოფოსები
- რელიგიის ფილოსოფოსები
- მეცნიერების ფილოსოფოსები
- სოციალური მეცნიერების ფილოსოფოსები
- ტექნოლოგიის ფილოსოფოსები
- პოლიტიკური ფილოსოფოსები
- პოსტმოდერნისტი მწერლები
- სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერლები
- სოციალური კრიტიკოსები
- სოციალური ფილოსოფოსები
- ჩიკაგოელი მწერლები
- გონების ფილოსოფოსები