პარაშუტი
იერსახე
პარაშუტი (ფრანგ. parachute, ბერძნულიდან para — წინააღმდეგ და ფრანგ. chute — ვარდნა) — მოწყობილობა, რომელიც ადამიანთა და რაიმე საგნების მიწაზე რბილი დაშვებისთვის გამოიყენება. პარაშუტები ძირითადად მზადდება ნაჭრისგან (უმეტესად ნეილონისგან). თანამედროვე პარაშუტების დიდი ნაწილი "მოქნილი ფრთების" სახით კლასიფიცირდება, ვინადან მათ კონტროლირებადი დაშვების უზრუნველყოფა ძალუძს.