[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ნუ მოკლავ ჯაფარას (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ნუ მოკლავ ჯაფარას“

ფილმის პოსტერი
რეჟისორი რობერტ მალიგანი
როლებში გრეგორი პეკი
მერი ბადჰემი
რობერტ დიუვალი
სტუდია Universal Pictures
გამოსვლის თარიღი 1962
ხანგრძლივობა 129 წთ
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ

  ნუ მოკლავ ჯაფარას (ინგლ. To Kill a Mockingbird) — 1962 წლის ამერიკული დრამატული ფილმი, გადაღებული რეჟისორ რობერტ მალიგანის მიერ. ჰორტონ ფუტის სცენარი ეფუძნება ჰარპერ ლის 1960 წლის ამავე სახელწოდების რომანს. ფილმში მონაწილეობენ გრეგორი პეკი ატიკუს ფინჩის როლში და მერი ბადჰემი სკაუტის როლში. ეს იყო რობერტ დიუვალის, უილიამ ვინდომისა და ალის გოსტლის კინოდებიუტი.

ფილმმა მოიპოვა უაღრესად დადებითი გამოხმაურება როგორც კრიტიკოსების, ისე საზოგადოების მხრიდან. მან ბიუჯეტზე ექვსჯერ მეტი გამოიმუშავა. ფილმმა მოიპოვა ოსკარის სამი ჯილდო, მათ შორის საუკეთესო მსახიობი კაცისთვის (გრეგორი პეკი) და ნომინირებული იყო რვაზე, მათ შორის საუკეთესო ფილმის ჩათვლით.

1995 წელს ფილმი კონგრესის ბიბლიოთეკამ აირჩია ეროვნულ კინორეესტრში შესატანად, როგორც „კულტურულად, ისტორიულად ან ესთეტიურად მნიშვნელოვანი“. 2003 წელს ამერიკის კინოს ინსტიტუტმა ატიკუს ფინჩი მე-20 საუკუნის უდიდეს კინოგმირად დაასახელა. 2007 წელს ფილმმა ოცდამეხუთე ადგილი დაიკავა AFI-ის 10 წლის საიუბილეო სიაში ყველა დროის საუკეთესო ამერიკული ფილმების სიაში. 2020 წელს, ბრიტანეთის კინოინსტიტუტმა შეიტანა ის 50 ფილმის სიაში, რომლებიც უნდა ნახოთ 15 წლის ასაკში.[1] ფილმი აღადგინეს და გამოვიდა Blu-ray- ზე და DVD- ზე 2012 წელს, Universal Pictures- ის 100 წლის იუბილეს ეგიდით.[2]

ფილმში მოთხრობილია ახლგაზრდა, დაქვრივებული ადვოკატის, ატიკუს ფინჩის შესახებ, რომელიც მარტო უმკლავდება ორი შვილის აღზრდას. ატიკუსი დაინიშნა შავკანიანი მამაკაცის, ტომ რობინსონის დამცველად, რომელსაც ბრალი ედება თეთრკანიანი გოგონას, მაიელა ეველის გაუპატიურებაში.

ატიკუსს მტკიცედ სჯერა, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს სამართლიან მოპყრობას და იმის დაცვას, რისიც სჯერათ…

  • გრეგორი პეკი — ატიკუს ფინჩი
  • მერი ბადჰამი — სკაუტი
  • ფილიპ ალფორდი — ჯემი
  • ჯონ მეგნა — ჩარლზ ბეიკერი „დილ" ჰარისი
  • ფრენკ ოვერტონი — შერიფი ჰეკ ტეიტი
  • როზმარი მერფი — მის მოდი ატკინსონი
  • ბროკ პიტერსი — ტომ რობინსონი
  • ესტელ ევანზი — კალპურნია
  • პოლ ფიქსი — მოსამართლე ჯონ ტეილორი
  • კოლინ უილკოქსი — მაიელა ვიოლეტ ეველი
  • ჯეიმზ ანდერსონი — რობერტ ე ლი "ბობ" ეველი
  • ელის გოსტლი — მის სტეფანი კროუფორდი
  • რობერტ დიუვალი — ართურ „ბუ" რედლი
  • უილიამ ვინდომი — ჰორას გილმერი, საოლქო პროკურორი
  • კრაჰან დენტონი — უოლტერ კანინგემი
  • რიჩარდ ჰეილი — ნათან რედლი
მონროს ოლქის სასამართლოს ძველი შენობა იყო მოდელი, რომელიც გამოიყენებოდა ფილმში
სცენა, რომელიც გადაღებულია მონროვილის სასამართლოს შენობაში

პროდიუსერებს სურდათ გადასაღებ მოედანზე გამოეყენებინათ ჰარპერ ლის მშობლიური ქალაქი მონროვილი, ალაბამა. ჰარპერ ლიმ გამოიყენა თავისი გამოცდილება ბავშვობაში მონროვილში, როგორც გამოგონილი ქალაქ მეიკომბის საფუძველი, ასე რომ, როგორც ჩანს, ეს საუკეთესო ადგილი იქნებოდა. თუმცა, ქალაქი მნიშვნელოვნად შეიცვალა 1920-იან და 1960-იანი წლების დასაწყისს შორის, ამიტომ მათ ჰოლივუდში გადაინაცვლეს.

ძველი მონროს საოლქო სასამართლოს შენობა მონროვილში გამოიყენებოდა, როგორც მოდელი ფილმის გადასაღებ მოედანზე, რადგან სასამართლოს შენობაში აუდიოს ცუდი ხარისხის გამო ისინი ვერ სარგებლობდნენ. ჰოლივუდში ხელახლა შექმნილი სასამართლო შენობის სიზუსტე ბევრ ალაბამიელს უბიძგებდა დაეჯერებინა, რომ ფილმი მონროვილში იყო გადაღებული.

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ოსკარის 35-ე დაჯილდოება — საუკეთესო მსახიობის (გრეგორი პეკი), საუკეთესო სცენარისთვის (ჰორტონ ფუტი) და საუკეთესო დადგმისთვის
  • ოქროს გლობუსი — საუკეთესო მსახიობისა (გრეგორი პეკი) და საუკეთესო მუსიკისთვის (ელმერ ბერნშტაინი)[3]
  • ონლაინ ფილმებისა და ტელევიზიის ასოციაციის ჯილდო — კინოფილმების დიდების დარბაზი ალან პაკულას[4]
  • ოქროს დაფნის ჯილდო — კინოფილმების დიდების დარბაზი ალან პაკულას[5]
  • ამერიკელი სცენარისტების გილდიის პრემია — საუკეთესო სცენარისთვის ჰორტონ ფუტს;[6]
  • ამერიკული კინემატოგრაფიის ინსტიტუტმა ატიკუს ფინჩი დაასახელა XX საუკუნის ყველაზე დიდ ფილმის გმირად.

ელმერ ბერნშტაინის პარტიტურა To Kill a Mockingbird მიჩნეულია ერთ-ერთ უდიდეს მუსიკად ფილმისთვის და ჩაწერილია სამჯერ. ის პირველად გამოვიდა 1963 წლის აპრილში; შემდეგ ბერნშტაინმა ხელახლა ჩაწერა იგი 1970-იან წლებში მისი ფილმების მუსიკის კრებულის სერიისთვის; და ბოლოს, მან ჩაწერა სრული პარტიტურა 1996 წელს შოტლანდიის სამეფო ნაციონალურ ორკესტრთან ერთად Varese Sarabande Film Classics სერიისთვის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. BFI Education. (7 May 2020) 50 films to see by age 15. ციტირების თარიღი: 25 April 2022
  2. Appelo. (2012-01-10) Universal Celebrates 100th Birthday With New Logo and 13 Film Restorations. ციტირების თარიღი: 2012-12-10
  3. https://www.goldenglobes.com/film/kill-mockingbird
  4. http://www.oftaawards.com/film-hall-of-fame/film-hall-of-fame-productions/
  5. https://variety.com/1999/film/news/pvt-1st-class-1117491899/
  6. https://archive.today/20121205095022/http://www.wga.org/awards/awardssub.aspx?id=1551