ნორმან კუკი
ნორმან კუკი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | კვენტინ ლეო კუკი |
აგრეთვე ცნობილი როგორც | Fatboy Slim და სხვები. იხ. ფსევდონიმების სექცია |
დაბ. თარიღი | 16 ივლისი, 1963 |
დაბ. ადგილი | ბრომლი |
წარმოშობა | ბრომლი, კენტი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | ბიგ-ბიტი, ელექტრონიკა, ეისიდ-ჰაუსი, ტრიპ-ჰოპი, ნიუ-ფანკი, რეივი, ალტერნატიული როკი |
საქმიანობა | მუსიკოსი, მუსიკალური პროდიუსერი, დიჯეი, რეპერი |
აქტიური | 1979–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Skint, Astralwerks, Southern Fried |
საიტი | fatboyslim.net |
ნორმან კუკი ვიკისაწყობში |
ნორმან კუკი[1] (სრული სახელი კვენტინ ლეო კუკი, დ. 16 ივლისი, 1963)[2][3], აგრეთვე ცნობილი სასცენო სახელით Fatboy Slim — ინგლისელი დიჯეი, მუსიკოსი, რეპერი და მუსიკალური პროდიუსერი.[4] როგორც სოლო შემსრულებელი, არის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების 10 ჯილდოს და Brit-ის ორი ჯილდოს მფლობელი. Fatboy Slim-ის სახელით გამოცემულმა ჩანაწერებმა პოპულარობა მოუტანეს ბიგ-ბიტის ჟანრს, რომელიც 1990-იან წლებში წარმატებული იყო,
კუკის კარიერა დაიწყო 1980-იანი წლების ბოლოს, ინდი-როკ ჯგუფ The Housemartins-ის ბას-გიტარისტის სახით. ჯგუფის მთავარი, ბრიტანული #1 ჰიტი იყო Isley-Jasper-Isley-ის სიმღერის "Caravan of Love" ა კაპელა ვერსია. დაშლის შემდეგ კუკმა ჩამოაყალიბა Beats International, რომლის სადებიუტო ალბომის მნიშვნელოვანი ჰიტი იყო "Dub Be Good to Me" - ბრიტანეთის ჩარტში #1 ადგილით და 1990 წლის შედეგებით რიგით მეშვიდე ყველაზე გაყიდვადი სინგლის სახით. კუკის სხვა პროექტები იყო Freak Power, Pizzaman და The Mighty Dub Katz.
Fatboy Slim-ის ფსევდონიმი კუკმა 1996 წელს აიღო და გამოსცა ალბომი Better Living Through Chemistry. მას კრიტიკოსთა აღიარება მოჰყვა. შემდეგი ალბომები You've Come a Long Way, Baby და Halfway Between the Gutter and the Stars, დაკავშირებული სინგლებით "The Rockafeller Skank", "Praise You", "Right Here Right Now" და "Weapon of Choice" ასეცე დადებითი შეფასებებით და კომერციული წარმატებით აღინიშნა.
2008 წელს კუკმა ჩამოაყალიბა პროექტი The Brighton Port Authority.[5] იგი აგრეთვე არის მრავალი რემიქსის ავტორი შემსრულებლებისთვის, რომელთა შორის არიან Cornershop, ბისტი ბოიზი, A Tribe Called Quest და Wildchild.
ჯგუფები და ფსევდონიმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნორმან კუკი (name by deed poll)[1]
- Beats International (1989–1992)
- The Brighton Port Authority (2008–present)
- Cheeky Boy
- Chemistry
- Disque Attack
- DJ Delite
- DJ Quentox (The Ox that Rocks)
- Drunk Soul Brother (გლასტონბერი 2004)
- Fatboy Slim (1996–დღემდე)
- The Feelgood Factor
- Freak Power (1993–1996)
- Fried Funk Food
- The Housemartins (ბასისტი 1985 - 1988 წლებში)
- Mighty Dub Katz (სიმღერა "Magic Carpet Ride", 1996)
- Pizzaman (1993–1997)
- Rockaway 3
- Sensataria
- Son of a Cheeky Boy
- Son of Wilmot
- Stomping Pondfrogs
- Sunny Side Up
- Yum Yum Head Food
- Quinton Fortune (1996–2006)
- ართურ ჩაბი
- მარგრეტ სკრეჩერი
- Grime Minister
- ეშერ დ. სლიმი (2002)
- Hot Since 63
- ლეო სერიერი
- Mighty Gus Poyetz
- Biggie Slims
- Cook Da Bass
- Pierre Burner Down
- Slimboy Fat
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Better Living Through Chemistry (1996)
- You've Come a Long Way, Baby (1998)
- Halfway Between the Gutter and the Stars (2000)
- Palookaville (2004)
- Here Lies Love (დევიდ ბირნთან ერთად) (2010)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ნორმან კუკი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- Fatboy Slim AllMusic-ზე
- Fatboy Slim საიტზე Discogs
- Fatboy Slim კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 „Changes of Name“. The London Gazette. Issue 56625. London: UK Government. 8 July 2002. p. 8166.
- ↑ „Happy Birthday to Fatboy Slim!“. Hot Press. 31 July 2017. ციტირების თარიღი: 4 March 2019.
- ↑ „Fatboy Slim“. Hello. ციტირების თარიღი: 1 November 2014.
- ↑ Fatboy Slim | Music Videos, Songs, News, Photos, and Lyrics. MTV (31 July 1963). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივლისი 2009. ციტირების თარიღი: 12 September 2011.
- ↑ Fatboy Slim Pulls into Brighton Port Authority. Billboard. ციტირების თარიღი: 14 July 2012.