მომხმარებლის განხილვა:GiorgiXIII
|
ცვლილებები
[წყაროს რედაქტირება]გიორგი, მომხმარებლის პირად გვერდებზე (განხილვა, პირადი გვერდი, არქივი) ცვლილებების შეტანა ზედმეტი ნაბიჯია. გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნები. იყალთოს აკადემია არ ვართ, რომ ყველგან სიზუსტე დავიცვათ :) მით უმეტეს, ეგ რედაქტირებები უადგილოა იმიტომ რომ ბმულს მაინც არ ქმნის. ანუ რომ ქმნიდეს ბმულს "ნიდერლანდი" და იყოს აუცილებელი ამ სიტყვაზე ბმულების ამოშლა ვიკიპედიიდან, სხვა ამბავი იქნებოდა უკვე. --Abandoner განხილვაწვლილი 12:00, 2 იანვარი 2018 (UTC)
- გამარჯობა გიორგი! მადლობა, მე სხვაგვარად მეგონა. სხვა დროს არ გავაკეთებ.GiorgiXIII განხილვაწვლილი 12:26, 2 იანვარი 2018 (UTC)
არა უშავს. მე პირადად პირად გვერდებზე ვარედაქტირებ ხოლმე, მხოლოდ ასეთ შემთხვევებში
- როდესაც საჭიროა კატეგორიის გასუფთავება. თუ ქმნის კატეგორიებს (მაგალითად, სავარჯიშო გვერდია და კატეგორია აქვს ჩასმული და ამრიგად, შეტანილია შესაბამის კატეგორიაში და ზედმეტია - თანაც საქმე ეხება დიდი ხნის წინ შექმნილ სავარჯიშოს)
- როდესაც მოთხოვნილია რაღაც გვერდები (ჯერ არარსებული) - თარგები, სტატიები და ა.შ. უცხო ენაზე (რუსული, ინგლისური და ა.შ.). ვცვლი შესაბამისად პირად გვერდზე, რათა მოთხოვნილებიდან ამოიშალოს
- ბუნებრივია, ისეთ შემთხვევაში, როგორიც იყო მომხმარებლის თარგების სხვა სივრცეში გადატანა (მცირე ხნის წინ) --Abandoner განხილვაწვლილი 12:31, 2 იანვარი 2018 (UTC)
- გიორგი ეგ კი გავიგე და მადლობასაც გიხდი, მაგრამ ამას რა ვუყო.GiorgiXIII განხილვაწვლილი 13:03, 2 იანვარი 2018 (UTC)
რეზიუმეში ვკითხულობთ - "დაცულია „დამოუკიდებლობის დღე“: უკუპროდუქტიული რედაქტირების ომები". როდესაც ვთხოვ ისეთი სტატიების დაცვას, რომლებსაც ხშირად ავანდალებენ (წარსულში ასეთი იყო თემურლენგი, ახლა - აშკარად წერეთლის სტატია), მეუბნებიან, რომ დიდი ხნით მაინც არ შეიძლება დაცვა და აგერ, დავიწყებიათ :) 2 წელია ასეა. --Abandoner განხილვაწვლილი 13:31, 2 იანვარი 2018 (UTC)
- ჰოდა საქმეც მაგაშია, რომ ორი წელი დაბლოკილია. ნიდერლანდი მაინც შეასწორონ. მაგრამ როდის ეს მოხდება მე ნამდვილად ვერ ვიტყვი. ალბათ ფორუმზე გავიტან.GiorgiXIII განხილვაწვლილი 13:58, 2 იანვარი 2018 (UTC)
ერ-რიადი
[წყაროს რედაქტირება]ერ-რიადი — ქალაქების დამპყრობელო. იქნებ ესეც დაიპყრო და შეავსო ორი სიტყვით. მადლობა.--ცანგალა 10:14, 30 იანვარი 2018 (UTC)
- გამარჯობა! მე არც დავით აღმაშენებელი ვარ და არც მეფე გიორგი, მაგრამ შენი თხოვნით და პატივისცემით შევავსებ. ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს, რაში დაგჭირდა საგანგებოდ ეს ქალაქი გამაგებინე რა?GiorgiXIII განხილვაწვლილი 13:31, 30 იანვარი 2018 (UTC)
- იხ. საუდი (საუდის არაბეთი) — აი რაში „დამჭირდა“. შენ მეფე ხარ GiorgiXIII. ვიკის მეფე --ცანგალა 16:42, 30 იანვარი 2018 (UTC)
- გასაგებია. ისიც გასაგებია, რომ მეფეები გიყვარს. ეს ისე სასხვათაშორისოდ — მონარქისტული პარტიის წევრი ხომ არა ხარ? თანაც მოვლენებს წინ ნუ უსწრებ, ჯერ მონარქიად გადააკეთე საქართველო და მეფედ მერე დამნიშნე!GiorgiXIII განხილვაწვლილი 16:55, 30 იანვარი 2018 (UTC)
- გაკეთდა. წაიკითხე ახალი ერ-რიადი.GiorgiXIII განხილვაწვლილი 17:33, 30 იანვარი 2018 (UTC)
- საქართველო აქ არაფერ შუაშია. მე ვთქვი ვიკის მეფე. --ცანგალა 17:49, 30 იანვარი 2018 (UTC)
- აი ცანგალ რატო არა ვარ მეფე გიორგი?! (დიდოსტატის მარჯვენა).GiorgiXIII განხილვაწვლილი 17:56, 30 იანვარი 2018 (UTC)
- გაკეთდა. წაიკითხე ახალი ერ-რიადი.GiorgiXIII განხილვაწვლილი 17:33, 30 იანვარი 2018 (UTC)
- გასაგებია. ისიც გასაგებია, რომ მეფეები გიყვარს. ეს ისე სასხვათაშორისოდ — მონარქისტული პარტიის წევრი ხომ არა ხარ? თანაც მოვლენებს წინ ნუ უსწრებ, ჯერ მონარქიად გადააკეთე საქართველო და მეფედ მერე დამნიშნე!GiorgiXIII განხილვაწვლილი 16:55, 30 იანვარი 2018 (UTC)
- იხ. საუდი (საუდის არაბეთი) — აი რაში „დამჭირდა“. შენ მეფე ხარ GiorgiXIII. ვიკის მეფე --ცანგალა 16:42, 30 იანვარი 2018 (UTC)
--ცანგალა 18:09, 30 იანვარი 2018 (UTC)
- მეც (მრავალმნიშვნელოვანი)GiorgiXIII განხილვაწვლილი 23:23, 30 იანვარი 2018 (UTC)
ანტარქტიდა
[წყაროს რედაქტირება]ანტარქტიდის პრობლემა გასწორებულია :)--დათო1010 15:57, 4 მარტი 2018 (UTC)
- დიდი მადლობა! არ მინახია, მაგრამ მჯერავს.GiorgiXIII განხილვაწვლილი 19:27, 4 მარტი 2018 (UTC)
ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#საუკუნეები თარიღებში
[წყაროს რედაქტირება]ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#საუკუნეები თარიღებში — როგორც მომხმარებელმა შენი აზრი დააფიქსირე.--ცანგალა 20:03, 19 მარტი 2018 (UTC)
თხოვნა
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა! შევამჩნიე, რომ სტატიებში იყენებთ ტერმინს მთის ჯიშები/მთის ჯიში, რაც უხეში შეცდომაა. უნდა იყოს უბრალოდ ქანი. აქა-იქ ჩასწორებული მაქვს, თუ შეგხვდათ ეგებ ჩაასწოროთ. - OTOGI Messages 14:28, 25 მარტი 2018 (UTC)
- გამარჯობათ! თქვენ მართალი ხართ, მეორედ ამ შეცდომას აღარ გავიმეორებ და უკვე დაშვებულ შეცდომებსაც შეძლებისდაგვარად გამოვასწორებ.GiorgiXIII განხილვაწვლილი 14:35, 25 მარტი 2018 (UTC)
Share your experience and feedback as a Wikimedian in this global survey
[წყაროს რედაქტირება]Hello! The Wikimedia Foundation is asking for your feedback in a survey. We want to know how well we are supporting your work on and off wiki, and how we can change or improve things in the future. The opinions you share will directly affect the current and future work of the Wikimedia Foundation. You have been randomly selected to take this survey as we would like to hear from your Wikimedia community. The survey is available in various languages and will take between 20 and 40 minutes.
You can find more information about this survey on the project page and see how your feedback helps the Wikimedia Foundation support editors like you. This survey is hosted by a third-party service and governed by this privacy statement (in English). Please visit our frequently asked questions page to find more information about this survey. If you need additional help, or if you wish to opt-out of future communications about this survey, send an email through the EmailUser feature to WMF Surveys to remove you from the list.
Thank you!
ღორიხვასებრნი
[წყაროს რედაქტირება]იქნებ ამიხსნათ რატომ არის წასაშლელი? გიო ოქრო 19:21, 2 აპრილი 2018 (UTC)
- გამარჯობათ! იქვე, დაბლა წერია, რომ გადამისამართებულია ღორიხვაზე. ასევე არსებობს გვერდი ღორიხვასნაირნი.GiorgiXIII განხილვაწვლილი 19:36, 2 აპრილი 2018 (UTC)
- ღორიხვა გვარია, ღორიხასებრნი ოჯახი, ხოლო ღორიხვასნაირნი რიგი. შესაბამისად არცერთი არ არის ერთაირნი. გადამისამართება გააჩინა იმან, რომ მივბაძე სხვა ვიკიებს და ერთაფ გავაკეთე ოჯახის და გვარის სტატია (ამის უფლებას ისიც მაძლევდა, რომ ოჯახში ერთადერთი გვარია). არ არის წასაშლელი. გიო ოქრო 19:42, 2 აპრილი 2018 (UTC)
- სრულიად მართალი ბრძანდებით, მაგრამ მაგალითად დღეს, რომელიმე მომხმარებელმა რომ შექმნას გვერდი ღორიხვასებრნი ის არ გადამისამართდება ღორიხვაზე? მე ამ მიზნით დავაყენე წაშლაზე. თუ ვცდები რა თქმა უნდა წაშლა უნდა გავაუქმოთ.GiorgiXIII განხილვაწვლილი 19:50, 2 აპრილი 2018 (UTC)
- ზუსტად იმიტომ გადავამისამართე, რომ ღორიხვასებრნზე სტატიას არავინ შექმნის. ამის მიზეზია ის, რომ გვარზე უკვე გვაქვს და ყველა ვიკისაც გვარზე აქვს. ოჯახში ერთქადერთი გვარია და ერთგვარი პრაქტიკაა ამ დროს ერთი სტატია შეიქმნას და მეორე გადამისამართდეს. გიო ოქრო 19:55, 2 აპრილი 2018 (UTC)
- კი ბატონო! ეხლავე გავაუქმებ წაშლას.GiorgiXIII განხილვაწვლილი 19:58, 2 აპრილი 2018 (UTC)
- ზუსტად იმიტომ გადავამისამართე, რომ ღორიხვასებრნზე სტატიას არავინ შექმნის. ამის მიზეზია ის, რომ გვარზე უკვე გვაქვს და ყველა ვიკისაც გვარზე აქვს. ოჯახში ერთქადერთი გვარია და ერთგვარი პრაქტიკაა ამ დროს ერთი სტატია შეიქმნას და მეორე გადამისამართდეს. გიო ოქრო 19:55, 2 აპრილი 2018 (UTC)
- სრულიად მართალი ბრძანდებით, მაგრამ მაგალითად დღეს, რომელიმე მომხმარებელმა რომ შექმნას გვერდი ღორიხვასებრნი ის არ გადამისამართდება ღორიხვაზე? მე ამ მიზნით დავაყენე წაშლაზე. თუ ვცდები რა თქმა უნდა წაშლა უნდა გავაუქმოთ.GiorgiXIII განხილვაწვლილი 19:50, 2 აპრილი 2018 (UTC)
- ღორიხვა გვარია, ღორიხასებრნი ოჯახი, ხოლო ღორიხვასნაირნი რიგი. შესაბამისად არცერთი არ არის ერთაირნი. გადამისამართება გააჩინა იმან, რომ მივბაძე სხვა ვიკიებს და ერთაფ გავაკეთე ოჯახის და გვარის სტატია (ამის უფლებას ისიც მაძლევდა, რომ ოჯახში ერთადერთი გვარია). არ არის წასაშლელი. გიო ოქრო 19:42, 2 აპრილი 2018 (UTC)
წასაშლელი
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა, გიორგი! შევნიშნე, რომ წაშლის თარგი განათავსეთ რამდენიმე გადამისამართების გვერდში, მაგ აქ Breathe (Reprise). სინამდვილეში ეს გვერდები წასაშლელი არ არის, უბრალოდ ვიკიმონაცემებში იყოს გასასწორებელი. - OTOGI Messages 09:47, 3 აპრილი 2018 (UTC)
- გამარჯობათ! სამსახურიდან ამ წუთას მოვედი და შეტყობინებასაც ეხლა ვკითხულობ. კი ბატონო, წინააღმდეგი არა ვარ. რაც წასაშლელია წაიშალოს, ხოლო რაც ვიკიმონაცემებში გასასწორებელია გასწორდეს.GiorgiXIII განხილვაწვლილი 16:15, 3 აპრილი 2018 (UTC)
- კი, რაღაც-რაღაცები გავასწორე. ახლა რიგზეა ყველაფერი. - OTOGI Messages 16:20, 3 აპრილი 2018 (UTC)
- კარგია, დიდი მადლობა. ერთი შეკითხვა მაქვს ყველასთან და არა მარტო თქვენთან. ამ გვერდებს ჩემი აზრით არავინ არ კითხულობს და შესაბამისად არც ასწორებს (შეიძლება ვცდები) და რატომ არ ვიცი?GiorgiXIII განხილვაწვლილი 16:28, 3 აპრილი 2018 (UTC)
- კი, რაღაც-რაღაცები გავასწორე. ახლა რიგზეა ყველაფერი. - OTOGI Messages 16:20, 3 აპრილი 2018 (UTC)
- როგორ არ კითხულობს :). ვადევნებ ხოლმე თვალს, მაგრამ პრობლემები გროვდება, ვინაიდან რედაქტორთა დეფიციტია. მე პირადად, შემოწმების მომლოდინე გვერდები მაწუხებს ყველაზე მეტად, მაგრამ შემმოწმებელთა დეფიციტია და გვერდები იმატებს მასში. აგერ, გიო ოქროს მივმართე წეღან წამოეყენებინა შემმოწმებლის კანდიდატურა, რადგან დასამოწმებელი გვერდები გროვდება. მოკლედ, პრობლემები არის, რა ვქნათ... - OTOGI Messages 16:35, 3 აპრილი 2018 (UTC)
- საკმაოდ ბევრი დაგროვდა და არა მარტო შემოწმების მომლოდინე გვერდების რაოდენობაში, ბევრი გასასწორებელიაა სხვადასხვა კატეგორიები, მაგალითად:
- Lint errors
- გამოუყენებელი თარგები
- გამოუყენებელი კატეგორიები
- გამოუყენებელი სურათები
- გაწყვეტილი გადამისამართება
- გვერდები ენის ბმულების გარეშე
- გვერდები კატეგორიის გარეშე
- გრძელი გვერდები
- დაცული გვერდები
- დაცული სათაურები
- ელემენტებთან დაუკავშირებელი გვერდები
- თარგები კატეგორიის გარეშე
- კატეგორიები კატეგორიის გარეშე
- მოთხოვნილი გვერდები
- მოთხოვნილი თარგები
- მოთხოვნილი კატეგორიები
- მოთხოვნილი ფაილები
- მოკლე გვერდები
- ობოლი გვერდები
- ორმაგი გადამისამართება
- სურათები კატეგორიის გარეშე
- ყველაზე ნაკლებად რედაქტირებული სტატიები
- ჩიხის გვერდები
- ხანდაზმული გვერდები
- კი, ვიცი, გიორგი, მაგრამ დრო სჭირდება ამის გასწორებას. - OTOGI Messages 16:51, 3 აპრილი 2018 (UTC)
- გასაგებია, მაგრამ სხვებიც რომ ჩაერთონ ამ ღონისძიებაში კარგი იქნებოდა. მარტო ორი ან სამი ადამიანი ამას ვერ გასწვდება.GiorgiXIII განხილვაწვლილი 17:08, 3 აპრილი 2018 (UTC)
Reminder: Share your feedback in this Wikimedia survey
[წყაროს რედაქტირება]Every response for this survey can help the Wikimedia Foundation improve your experience on the Wikimedia projects. So far, we have heard from just 29% of Wikimedia contributors. The survey is available in various languages and will take between 20 and 40 minutes to be completed. Take the survey now.
If you have already taken the survey, we are sorry you've received this reminder. We have design the survey to make it impossible to identify which users have taken the survey, so we have to send reminders to everyone. If you wish to opt-out of the next reminder or any other survey, send an email through EmailUser feature to WMF Surveys. You can also send any questions you have to this user email. Learn more about this survey on the project page. This survey is hosted by a third-party service and governed by this Wikimedia Foundation privacy statement. Thanks!
Your feedback matters: Final reminder to take the global Wikimedia survey
[წყაროს რედაქტირება]Hello! This is a final reminder that the Wikimedia Foundation survey will close on 23 April, 2018 (07:00 UTC). The survey is available in various languages and will take between 20 and 40 minutes. Take the survey now.
If you already took the survey - thank you! We will not bother you again. We have designed the survey to make it impossible to identify which users have taken the survey, so we have to send reminders to everyone. To opt-out of future surveys, send an email through EmailUser feature to WMF Surveys. You can also send any questions you have to this user email. Learn more about this survey on the project page. This survey is hosted by a third-party service and governed by this Wikimedia Foundation privacy statement.
კატეგორია:კათოლიკური ტაძარი
[წყაროს რედაქტირება]კატეგორია:კათოლიკური ტაძარი — Catholic church პირდაპირად არ უნდა ვთარგმნოთ. იგი რომის კათოლიკური ეკლესიაა ქართულად. გიო ოქრო 19:53, 26 აპრილი 2018 (UTC)
კატეგორია:1969 წელს დაშლილი ჯგუფები
[წყაროს რედაქტირება]კატეგორია:1969 წელს დაშლილი ჯგუფები — დაშლილი ჯგუფი გასაგებია, მაგრამ მერე გაუქმებული — ?--ცანგალა 11:15, 5 მაისი 2018 (UTC)
- ეგეთი ტერმინოლოგიაა სხვა წლებშიც, იგივეა ორგანიზაციებშიც. ისე დაშლილი და გაუქმებული პრაქტიკულად ერთი და იგივე არ არის?GiorgiXIII განხილვაწვლილი 11:20, 5 მაისი 2018 (UTC)
- მგონი სამინისტროები საქართველოში გაუქმდა, არ დაშლილა. მუსიკალური ჯგუფები (ორერა) დაიშალა და არ გაუქმდა. მე ჩემი აზრი გამოვთქვი. --ცანგალა 16:15, 5 მაისი 2018 (UTC)
ინფოდაფებთან დაკავშირებით
[წყაროს რედაქტირება]ღამემშვიდობის ბ-ნ გიორგი! შევნიშნე ასწორებთ ინფოდაფებში არსებულ გამოტოვებს და ამასთან დაკავშირებით რჩევა მინდა მოგცეთ. კერძოდ, ჯობია თვით ინფოდაფების დოკუმენტებში (ანუ შაბლონში) მოაშოროთ ეს გამოტოვები და შემდეგში ვინც მას გამოიყენებს, უკვე გამოტოვების გარეშე ჩასვამს სტატიაში. ამით ძირეულად მოვსპობთ პრობლემას. წარმატებები --Mehman 97 23:06, 1 ივნისი 2018 (UTC)
- ღამე მშვიდობის! სავსებით გეთანხმებით. შევეცდები გავასწორო.GiorgiXIII განხილვაწვლილი 23:09, 1 ივნისი 2018 (UTC)
- თუ დაგჭირდათ რამე, სიამოვნებით დაგეხმარებით. და კიდევ, კარგი იქნება თუ თქვენი განხილვის გვერდის წინა წლების ნაწერებს დაარქივებთ, ამით უსასრულო სქროლვისგან ჩვენც და თქვენც დაისვენებთ --Mehman 97 23:40, 1 ივნისი 2018 (UTC)
ვიკიშეხვედრა 2
[წყაროს რედაქტირება]მოგესალმებით! გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება, გელით შეხვედრაზე. --Mehman 97 14:37, 3 ივნისი 2018 (UTC)
კატეგორიების სპეციალისტო
[წყაროს რედაქტირება]კატეგორია:Pages using infoboxes with thumbnail images“ — რა არის ეს?--ცანგალა 17:01, 3 ივნისი 2018 (UTC)
- გამარჯობა! მე რატომ მეკითხები? (კატეგორია:გვერდები, რომლებიც იყენებენ ინფობოქსებს გამოსახულების მინიატურებით)GiorgiXIII განხილვაწვლილი 17:10, 3 ივნისი 2018 (UTC)
წითელი კატეგორიები
[წყაროს რედაქტირება]ფედერიკა მოგერინი — შეხვედრაზე ვგულისხმობდი ასეთ კატეგორიებს.--ცანგალა 16:25, 13 ივნისი 2018 (UTC)
- გამარჯობა! გავიგე. კარგად გიგულისხმია.GiorgiXIII განხილვაწვლილი 16:56, 13 ივნისი 2018 (UTC)
- სტივენ თომას ერლეუაინი — აი კიდევ.--ცანგალა 10:12, 17 ივნისი 2018 (UTC)
- პოლ მაკ-კარტნი--ცანგალა 11:29, 17 ივნისი 2018 (UTC)
- რადოვან კარაჯიჩი--ცანგალა 14:50, 17 ივნისი 2018 (UTC)
- გამარჯობა! მე ერთი კვირის წინ შეხვედრაზე აგიხსენი რა მეთოდითაც ვსპობ ამ წითელ კატეგორიებს, რომლებიც მილიონობითაა. ეხლა მაყურებინე ფეხბურთს, თორემ...!!!GiorgiXIII განხილვაწვლილი 14:59, 18 ივნისი 2018 (UTC)
- თან ფეხბურთი და თან საქმეც. --ცანგალა 15:07, 18 ივნისი 2018 (UTC)
- ორი საქმე ერთდროულად არ კეთდება, ჯერ მთავარი (ამ დღეებში ფეხბურთები და რაგბები) და მერე დანარჩენი!GiorgiXIII განხილვაწვლილი 20:40, 19 ივნისი 2018 (UTC)
- თან ფეხბურთი და თან საქმეც. --ცანგალა 15:07, 18 ივნისი 2018 (UTC)
გიორგი ჩხაიძე
[წყაროს რედაქტირება]გიორგი ჩხაიძე — დაბადების თვე და რიცხვი შეცვალე და რატომ? უნდა იყოს აგვისტო და არა ივნისი.--ცანგალა 19:53, 20 ივნისი 2018 (UTC)
- მგონი შენი შეცდომა არ არის.--ცანგალა 19:57, 20 ივნისი 2018 (UTC)
- გამარჯობა! მართალია, ჩემი არ არისGiorgiXIII განხილვაწვლილი 18:59, 21 ივნისი 2018 (UTC)
ევა გრინი
[წყაროს რედაქტირება]ევა გრინი — გადახედე კატეგორიას დაუსრულებელი ფილმოგრაფია.--ცანგალა 15:23, 2 ივლისი 2018 (UTC)
- უცხო ენებზე ეგ კატეგორია ვერ მოვძებნე (კალათბურთი იწყება, ხოლო შემდეგ ფეხბურთი).GiorgiXIII განხილვაწვლილი 16:08, 2 ივლისი 2018 (UTC)
კატეგორიები
[წყაროს რედაქტირება]ბატონო გიორგი. გამარჯობა. ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, როგორც ვხედავ აქტიურათ ხართ ჩართული კატეგორიების შექმნით. თუ ამგვარ კატეგორიებს წააწყდებით: კატეგორია:ორგანიზაციები დაარსებული 1990-იან წლებში, კატეგორია:კომპანიები დაარსებული 1990-იან წლებში, კატეგორია:კომპანიები დაარსებული XXI საუკუნეში, კატეგორია:პროდუქტები წარმოდგენილი XX საუკუნეში — წაშალეთ, ვინაიდან, „კომპანიების“ და „ორგანიზაციების“ წინ მძიმე იწერება, კატეგორიაში კიდევ არ არის ლამაზი მძიმეს ჩასმა. ამიტომაც სჯობს შეიქმნას ასე — კატეგორია:1990-იან წლებში 1990-იან წლებში ორგანიზაციები, კატეგორია:1990-იან წლებში დაარსებული კომპანიები, კატეგორია:XX საუკუნეში წარმოდგენილი პროდუქტები. იხილეთ ეს განხილვა „შეცვლა“. Gobrona განხილვაწვლილი 09:50, 25 ივლისი 2018 (UTC)
ვიკიორდენი
[წყაროს რედაქტირება]კატეგორიების ვიკიორდენი | ||
კატეგორიზაცია ქართული ვიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ — ქართული ვიკიპედიის ხარისხს ზრდით — და უღრმესი მადლობა თქვენ ამისთვის!--შოთა (განხილვა) 22:12, 7 აგვისტო 2018 (UTC) |
- ღამე მშვიდობისა. დიდი მადლობა თქვენ და ყველა ვიკიპედიელს!GiorgiXIII განხილვაწვლილი 22:18, 7 აგვისტო 2018 (UTC)
- არაფრის! აქვე შევამჩნიე, რომ HotCat-ს არ იყენებთ. შესაძლოა, არ იცოდეთ მისი არსებობის შესახებ. თუ ასეა, გირჩევთ, სცადოთ, ძალიან გაგიმარტივებთ საქმეს. HotCat-ის ჩასართავად გადადით „კონფიგურაციაში“, შემდეგ „დამატებით ხელსაწყოებში“ და „რედაქტირების“ სექციაში მონიშნეთ HotCat-ის ჩართვა. შემდეგ უკვე სტატიის (ან თვითონ კატეგორიის) ქვემოთ, სადაც კატეგორიებია მოცემული, პირდაპირ შეგეძლებათ მათი შეცვლა/ამოღება/ჩამატება ისე, რომ სტატიის სარედაქტირო ფანჯრის გახსნაც არ მოგიწევთ. იმედი მაქვს, გამოგადგებათ.--შოთა (განხილვა) 22:24, 7 აგვისტო 2018 (UTC)
- დიდი მადლობა!GiorgiXIII განხილვაწვლილი 22:30, 7 აგვისტო 2018 (UTC)
- არაფრის! აქვე შევამჩნიე, რომ HotCat-ს არ იყენებთ. შესაძლოა, არ იცოდეთ მისი არსებობის შესახებ. თუ ასეა, გირჩევთ, სცადოთ, ძალიან გაგიმარტივებთ საქმეს. HotCat-ის ჩასართავად გადადით „კონფიგურაციაში“, შემდეგ „დამატებით ხელსაწყოებში“ და „რედაქტირების“ სექციაში მონიშნეთ HotCat-ის ჩართვა. შემდეგ უკვე სტატიის (ან თვითონ კატეგორიის) ქვემოთ, სადაც კატეგორიებია მოცემული, პირდაპირ შეგეძლებათ მათი შეცვლა/ამოღება/ჩამატება ისე, რომ სტატიის სარედაქტირო ფანჯრის გახსნაც არ მოგიწევთ. იმედი მაქვს, გამოგადგებათ.--შოთა (განხილვა) 22:24, 7 აგვისტო 2018 (UTC)
- უი, მოგვიანებით გილოცავ. --ცანგალა 20:02, 22 აგვისტო 2018 (UTC)
კატეგორია:პირველი ქალბატონები
[წყაროს რედაქტირება]კატეგორია:პირველი ქალბატონები — ამ კატეგორიაში შემავლებს გადახედე. ზოგს ბევრი და ზოგს მცირე კატეგორია უწერიათ.--ცანგალა 20:04, 22 აგვისტო 2018 (UTC)
- ღამე მშვიდობისა! ჯერ მაგის დრო არ არის, მაგრამ მოვა. ეხლა მხოლოდ ინტერვიკები გავუკეთე. ისე ინგლისურშიც ზოგს ოთხი აქვს, ზოგს სამი. სხვა ენებშიც მასე იქნება, არ შეგეშინდეს. მადლობა მოლოცვისათვის (წინასწარ გილოცავ ქალბატონ მერკელის ჩამოსვლას. რას იზავ, ქალიც ადამიანის მეგობარია).GiorgiXIII განხილვაწვლილი 20:25, 22 აგვისტო 2018 (UTC)
კატეგორია:პოლიტიკოსი ქალები
[წყაროს რედაქტირება]კატეგორია:პოლიტიკოსი ქალები — ამ კატეგორიას აუქმებ? კატეგორია:პაკისტანელი პოლიტიკოსი ქალები — აქედან რომ ამოიღე. ცანგალა 19:09, 21 სექტემბერი 2018 (UTC)
- გამარჯობა! ჯერ ამოვიღე იმიტომ, რომ ასეა წყობა. ცოტა მოითმინე და ჩაჯდება.GiorgiXIII განხილვაწვლილი 20:10, 21 სექტემბერი 2018 (UTC)
- კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსი ქალები — რავი ქართული არ არის ჯერ მოწესრიგებული.--ცანგალა 06:49, 22 სექტემბერი 2018 (UTC)
- --ცანგალა 07:59, 22 სექტემბერი 2018 (UTC)
Far Cry 5
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობათ, ბატონო გიორგი. მადლობელი ვარ ჩემს სტატიაში „Far Cry 5“ თქვენ მიერ განხორციელებული ჩასწორებითვის, მაგრამ ვერ შენიშნეთ, რომ მასში განთავსებულია თარგი:მუშავდება? Gobrona განხილვაწვლილი 22:11, 28 სექტემბერი 2018 (UTC)
- ღამე მშვიდობისა! შევნიშნე რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც თქვენ შეამჩნევდით მე მხოლოდ ორი მექანიკური შეცდომა გავასწორე და მეტი არც მიცდია და არც გამიფიქრებია.GiorgiXIII განხილვაწვლილი 23:21, 28 სექტემბერი 2018 (UTC)
კატეგორია:საქართველოს მინისტრები
[წყაროს რედაქტირება]კატეგორია:საქართველოს მინისტრები — რამდენიმე სამინისტროს კატეგორია შევქმენი — გადახედე. ისე ეს გვარებიც ამოსაღებია. --ცანგალა 20:08, 4 ოქტომბერი 2018 (UTC)
- გამარჯობა! კარგია რას ერჩი? მაგრამ გვარები რატომაა ამოსაღები?GiorgiXIII განხილვაწვლილი 20:20, 4 ოქტომბერი 2018 (UTC)
- მაგ. ჯემალ გახოკიძე — სტატიაში უწერია საქართველოს მინისტრები. სხვებს მაგ. გიორგი კვირიკაშვილი — უწერიათ, თუ რისი მინისტრები იყვნენ. თითოეულ გვარებს რომ შეუცვლი კატეგორიებს, გვარები აღარ იქნება კატეგორიაში. იმედი მაქვს, რომ გამიგე.--ცანგალა 20:49, 4 ოქტომბერი 2018 (UTC)
- ისე შენ მართალი ხარ. ჯობია ყველა მინისტრს გვერდში მივუწეროთ ის კატეგორია, რისი მინისტრებიც ისინი იყვნენ და გვარებიც ავტომატურად წაიშლება.GiorgiXIII განხილვაწვლილი 20:54, 4 ოქტომბერი 2018 (UTC)
- მაგ. ჯემალ გახოკიძე — სტატიაში უწერია საქართველოს მინისტრები. სხვებს მაგ. გიორგი კვირიკაშვილი — უწერიათ, თუ რისი მინისტრები იყვნენ. თითოეულ გვარებს რომ შეუცვლი კატეგორიებს, გვარები აღარ იქნება კატეგორიაში. იმედი მაქვს, რომ გამიგე.--ცანგალა 20:49, 4 ოქტომბერი 2018 (UTC)
- ხო. დღეს რამდენიმეს გავუკეთე. გთხოვ გადაამოწმო. ნახე ჩემი წვლილი კატეგორიებში. მადლობა.--ცანგალა 20:58, 4 ოქტომბერი 2018 (UTC)
- მაგ. დღეს გავაკეთე ლევან ყიფიანი--ცანგალა 21:06, 4 ოქტომბერი 2018 (UTC)
რუსი სამხედრო მოღვაწეები
[წყაროს რედაქტირება]კატეგორია:რუსი სამხედრო მოღვაწეები — ქვეკატეგორიები. სტატიებში გადასახედია. მგონი არეულია.--ცანგალა 09:09, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)
- გამარჯობა! ცოტა მაცალე, ეხლა მოვედი, საჭმელს მივირთმევ და თუ გასასწორებელია გავასწორებ.GiorgiXIII განხილვაწვლილი 14:18, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)
- გისურვებ კარგ მადას. თვითონ სტატიებსაც თუ გადახედავ კარგი ბიჭი იქნები.--ცანგალა 14:57, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)
- დიდი მადლობა! მადა მშვენიერი მაქვს. დასამატებელი იყო და დავამატე, მაგრამ რომელ სტატიებს უნდა გადავხედო?GiorgiXIII განხილვაწვლილი 15:01, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)
- გისურვებ კარგ მადას. თვითონ სტატიებსაც თუ გადახედავ კარგი ბიჭი იქნები.--ცანგალა 14:57, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)
ცარიელი კატეგორიები
[წყაროს რედაქტირება]რატომ შექმენი ცარიელი კატეგორიები?--ცანგალა 22:28, 10 ოქტომბერი 2018 (UTC)
- ღამე მშვიდობისა! ეს სულ სხვა საქმეა. ისინი უკვე შექმნილები იყვნენ, მაგრამ თავად არ ჰქონდათ კატეგორია, ხოლო ზოგს ინტერვიკები. ესენი სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე მომხმარებლების კატეგორიებია. თუ ქართულ ვიკიპედიაში შემოგვემატა ვინმე ჩვენ ქვეყანაში ამ ნაკლებად გავრცელებული ენების მცოდნე, მათ გამზადებული დახვდებათ მომხმარებელთა ის კატეგორიები, რომელ ენასაც ფლობენ (ასეა სხვა ენებშიც).GiorgiXIII განხილვაწვლილი 22:36, 10 ოქტომბერი 2018 (UTC)
- კარგად წაიკითხე შიგ წერია, რომ კატეგორია ცარიელია. არ ვქმნით ცარიელ კატეგორიებს.--ცანგალა 22:38, 10 ოქტომბერი 2018 (UTC)
- იხ. კატეგორია:მომხმარებელი ka-N. წინასწარ არ კეთდება კატეგორია.--ცანგალა 22:40, 10 ოქტომბერი 2018 (UTC)
- იხ. კატეგორია:მომხმარებლის ენები --ცანგალა 22:46, 10 ოქტომბერი 2018 (UTC)
- მაშინ ყველა ენას უნდა გაუმზადო თარგები. ზოგი კარგად საუბრობს, ზოგი საშუალოდ და ზოგი საშუალოზე ცუდად.--ცანგალა 22:50, 10 ოქტომბერი 2018 (UTC)
- მაგ. კატეგორია:მომხმარებელი it — ცოდნის რამდენიმე საფეხური აქვს.--ცანგალა 22:51, 10 ოქტომბერი 2018 (UTC)
- მართალია წერია, თუმცა ყველა არაა ცარიელი. მაგალითად ჩინური ენის ზოგ დიალექტს (შეიძლება ეს ენაც იყოს, ეგ ენათმეცნიერებსაც ვერ გაურკვევიათ) და ასევე სხვა ენასაც ჰყავს მცოდნე და შესაბამისად მომხმარებელიც. კიდევ ერთხელ ვამბობ ეს განსაკუთრებული კატეგორიებია და რაც მთავარია ისინი მე არ შემიქმნია, მე მხოლოდ კატეგორია ჩავუმატე, ხოლო რომელსაც ინტერვიკები არ ჰქონდა დავუმატე. მათი შექმნის ისტორია წაიკითხე და ყველაფერი გაირკვევა.GiorgiXIII განხილვაწვლილი 22:52, 10 ოქტომბერი 2018 (UTC)
- ვიცი. მე ყოველთვის ვიხედები შექმნის ისტორიაში. მასე არ იქმნება როგორც იყო შექმნილი. ის იყო ვანდალი.--ცანგალა 07:56, 11 ოქტომბერი 2018 (UTC)
- მართალია წერია, თუმცა ყველა არაა ცარიელი. მაგალითად ჩინური ენის ზოგ დიალექტს (შეიძლება ეს ენაც იყოს, ეგ ენათმეცნიერებსაც ვერ გაურკვევიათ) და ასევე სხვა ენასაც ჰყავს მცოდნე და შესაბამისად მომხმარებელიც. კიდევ ერთხელ ვამბობ ეს განსაკუთრებული კატეგორიებია და რაც მთავარია ისინი მე არ შემიქმნია, მე მხოლოდ კატეგორია ჩავუმატე, ხოლო რომელსაც ინტერვიკები არ ჰქონდა დავუმატე. მათი შექმნის ისტორია წაიკითხე და ყველაფერი გაირკვევა.GiorgiXIII განხილვაწვლილი 22:52, 10 ოქტომბერი 2018 (UTC)
- გამარჯობა! კარგია, რომ წაშლაზე დააყენე და შესაბამისად წაიშალა კიდეც, თუმცა სიაში [1] წაშლილები მაინც რჩებიან.GiorgiXIII განხილვაწვლილი 16:43, 11 ოქტომბერი 2018 (UTC)
- წესით არ უნდა ჩანდეს. ალბათ დრო სჭირდება. ვკითხავ ადმინებს. მომავალშიც შენ ჩასვის თარგი წაშლაზე. --ცანგალა 17:11, 11 ოქტომბერი 2018 (UTC)
მალიჰა ლოდჰი
[წყაროს რედაქტირება]მალიჰა ლოდჰი — ეს წითელი კატეგორიები ან ამოიღე ან გაალურჯე, გთხოვ.--ცანგალა 20:55, 11 ოქტომბერი 2018 (UTC)
- კი მაგრამ რაღა ამ პაკისტანელი ქალბატონის ჯინი გჭირს? ასეთი და ამაზე უარესი გვერდები უამრავია ქართულ ვიკიპედიაში. ყველას გალურჯებას (მარტო ამ გვერდზე არ მაქვს საუბარი) წლები სწირდება. წითლებს ნელ-ნელა გავალურჯებთ ჩვენ ყველა, მათ შორის იმედი მაქვს შენც. მაგრამ რადგან გინდა (რაღა ქალებს გადავეყარე) ზოგიერთი კატეგორია ვეცდები გავალურჯო, ოღონდ ხვალ, რადგან დღეს უკვე დაღამდა.GiorgiXIII განხილვაწვლილი 21:15, 11 ოქტომბერი 2018 (UTC)
კატეგორია:მოკლული პოლიტიკოსები
[წყაროს რედაქტირება]კატეგორია:მოკლული პოლიტიკოსები — კარგი იქნება დარჩენილ ოთხ პოლიტიკოსსაც თუ ჩასვავ სხვაგან, როგორც დანარჩენს.--ცანგალა 19:39, 21 ოქტომბერი 2018 (UTC)
- ღამე მშვიდობისა! ყველას ჩავსვავ, ოღონდ ხვალ. ეხლა ალბათ დავიძინებ.GiorgiXIII განხილვაწვლილი 19:51, 21 ოქტომბერი 2018 (UTC)
ბუკურა დუმბრავა
[წყაროს რედაქტირება]ბუკურა დუმბრავა — ნახე რა ხდება.--ცანგალა 11:37, 24 ოქტომბერი 2018 (UTC)
- გამარჯობა! ვნახე. ხომ გითხარი მალიჰა ლოდჰის პასუხში — ასეთი და ამაზე უარესი ბევრია ქართულ ვიკიპედიაში თქო. კიდევ ერთხელ გეუბნები: ″ყველას გალურჯებას (მარტო ამ გვერდზე არ მაქვს საუბარი) წლები სწირდება. წითლებს ნელ-ნელა გავალურჯებთ ჩვენ ყველა, მათ შორის იმედი მაქვს შენც″.GiorgiXIII განხილვაწვლილი 14:38, 24 ოქტომბერი 2018 (UTC)
- კატეგორიების სპეციალისტი შენ ხარ.--ცანგალა 14:42, 24 ოქტომბერი 2018 (UTC)
- მარტო მე არ ვარ! ისე შენი დაწერილი გვერდები და კატეგორიები სხვა ენებსაც რომ მიაბა კარგი იქნება — ეს ერთი კვირაა დავიტანჯე!GiorgiXIII განხილვაწვლილი 14:50, 24 ოქტომბერი 2018 (UTC)
- კატეგორიების სპეციალისტი შენ ხარ.--ცანგალა 14:42, 24 ოქტომბერი 2018 (UTC)
კატეგორია:ამერიკული კომედიური სატელევიზიო პროგრამები
[წყაროს რედაქტირება]კატეგორია:ამერიკული კომედიური სატელევიზიო პროგრამები — წასაშლელი რატომ არის. ცარიელი არ არის, ერთი სტატიაა მითიტებული.--ცანგალა 14:21, 30 ოქტომბერი 2018 (UTC)
- გამარჯობა! აღარ არის!GiorgiXIII განხილვაწვლილი 14:26, 30 ოქტომბერი 2018 (UTC)
- ახლა აღარ არის. --ცანგალა 14:30, 30 ოქტომბერი 2018 (UTC)
- რა გაცინებს? ეს არის კატეგორია:ამერიკული კომედიური ტელესერიალების დუბლიკატი. ჯერ ერთი, რომ ორივეს ერთი და იგივე ქვეკატეგორიები აქვს, მეორე ის, რომ ასეთი კატეგორია არც ერთ ენაზე არ არსებობს და შესაბამისად ვერც ერთ ენას ვერ მიაბავ. ეხლა გაიგე?GiorgiXIII განხილვაწვლილი 14:37, 30 ოქტომბერი 2018 (UTC)
- სიცილიც დამიშალე . --ცანგალა 14:45, 30 ოქტომბერი 2018 (UTC)
- იცინე, იცინე და ბოლოს ვინ გაიცინებს იმასაც ვნახავ!GiorgiXIII განხილვაწვლილი 14:48, 30 ოქტომბერი 2018 (UTC)
- სიცილიც დამიშალე . --ცანგალა 14:45, 30 ოქტომბერი 2018 (UTC)
- რა გაცინებს? ეს არის კატეგორია:ამერიკული კომედიური ტელესერიალების დუბლიკატი. ჯერ ერთი, რომ ორივეს ერთი და იგივე ქვეკატეგორიები აქვს, მეორე ის, რომ ასეთი კატეგორია არც ერთ ენაზე არ არსებობს და შესაბამისად ვერც ერთ ენას ვერ მიაბავ. ეხლა გაიგე?GiorgiXIII განხილვაწვლილი 14:37, 30 ოქტომბერი 2018 (UTC)
- ახლა აღარ არის. --ცანგალა 14:30, 30 ოქტომბერი 2018 (UTC)
კატეგორიის განხილვა:დაბადებული 530
[წყაროს რედაქტირება]იხ. კატეგორიის განხილვა:დაბადებული 530--ცანგალა 10:39, 3 ნოემბერი 2018 (UTC)
???
[წყაროს რედაქტირება]ამ რედაქტირების (კატეგორიებს არ ვგულუსხმობ) აზრს ვერ ვიგებ. რა აზრი აქვს [[ჰილდერიხი|ჰილდრიხის]] ეწერება თუ [[ჰილდერიხი]]ს. გიო ოქრო 20:02, 1 დეკემბერი 2018 (UTC)
- ღამე მშვიდობისა! აზრი უბრალოა — რადგან კატეგორიები მივაწერე ზედმეტი ასოებიც წავშალე, მეტი არაფერი.GiorgiXIII განხილვაწვლილი 20:26, 1 დეკემბერი 2018 (UTC)
- აქ? გიო ოქრო 20:46, 1 დეკემბერი 2018 (UTC)
- აქაც თითქმის იგივეა. თქვენს მიერ სტატიაში დაწერილი [[თურქენული ენა|თურქმენულ ენაზე]]-ს შესწორებისას (რაც ბუნებრივია წითლად იკითხებოდა) ასევე წავშალე ზედმეტი ასოები (ეს შეგიძლიათ ნახოთ აღნიშნული გვერდის ისტორიაში).GiorgiXIII განხილვაწვლილი 20:58, 1 დეკემბერი 2018 (UTC)
- აქ? გიო ოქრო 20:46, 1 დეკემბერი 2018 (UTC)
კატეგორია:ათასწლეულის დასაწყისი
[წყაროს რედაქტირება]კატეგორია:ათასწლეულის დასაწყისი — დაწყებულები ხომ არ უნდა იყოს (Beginnings) გიო ოქრო 09:36, 18 დეკემბერი 2018 (UTC)
- გამარჯობათ! თქვენ ალბათ გულისხმობთ, რომ უნდა იყოს ათასწლეულში დაწყებულები. თუ ასე ფიქრობთ ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ არსებობს ბევრი მსგავსი, ერთმანეთზე მიბმული, კატეგორიები (მაგ. საუკუნის დასაწყისი, ათწლეულის დასაწყისი, წლის დასაწყისი და სხვა). მაგათ რაღა ვუყოთ?GiorgiXIII განხილვაწვლილი 15:02, 18 დეკემბერი 2018 (UTC)
- როგორც სწორია ისე მოვიქცეთ. ყველა კატეგორიაში ჩასასწორებელია. გიო ოქრო 15:05, 18 დეკემბერი 2018 (UTC)
- საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი საქმეა.GiorgiXIII განხილვაწვლილი 15:37, 18 დეკემბერი 2018 (UTC)
- როგორც სწორია ისე მოვიქცეთ. ყველა კატეგორიაში ჩასასწორებელია. გიო ოქრო 15:05, 18 დეკემბერი 2018 (UTC)
მუნიციპალიტეტი
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა. რადგანაც მიწერილი სანადირო მეურნეობები საბჭოთა დროის მერე აღარ არსებულა, შესაბამისად სწორია იმ სახელწოდების გამოყენება, რაც დღ. მუნიციპალიტეტებს ერქვა, ანუ რაიონები. გიო ოქრო 16:58, 9 იანვარი 2019 (UTC)
- გამარჯობათ! კი ბატონო იყოს, მაგრამ მაგ რაიონებს რომ მიუწკაპუნებთ მაინც მუნიციპალიტეტები გაგეხსნებათ. რედაქტირებაში იმიტომ მეწერა ორივე — ჯერ მუნიციპალიტეტი და მერე რაიონი (ტექსტში მაინც რაიონი ჩანდა).GiorgiXIII განხილვაწვლილი 17:07, 9 იანვარი 2019 (UTC)
- საქმე იმაშია, რომ ადრე მომხმარებელი:Jaba1977-მა სადღაც დაწერა (ფორუმზე), რომ რაიონებზე ცალკე სტატიები შეგვექმნა, რასაც მხარი დაუჭირეს. როცა იქნება ხომ შექმნიან და სწორ მისამართზე გადავა ბმული. გიო ოქრო 17:08, 9 იანვარი 2019 (UTC)
- რა თქმა უნდა გადავა, მაგრამ ეს ცვლილებები უკვე დაწერილ სტატიებს ეხება. მაგალითად რომელიმე სტატიაში თუ წერია სოფლის დასახელება და მას ფრჩხილებში უწერია თანამედროვე თეთრიწყაროს რაიონი, არ ჯობია ეწეროს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. მესმის, რომ ამას დიდი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მე მგონი არც არაფერი შავდება.GiorgiXIII განხილვაწვლილი 17:19, 9 იანვარი 2019 (UTC)
- კი ჯობია, მაგრამ მიწერილ სანადირო მეურნეობებთან რაიონები ეწეროს. გიო ოქრო 18:29, 9 იანვარი 2019 (UTC)
- ეწეროს! (უკვე ხომ წერია)GiorgiXIII განხილვაწვლილი 18:35, 9 იანვარი 2019 (UTC)
- კი ჯობია, მაგრამ მიწერილ სანადირო მეურნეობებთან რაიონები ეწეროს. გიო ოქრო 18:29, 9 იანვარი 2019 (UTC)
- რა თქმა უნდა გადავა, მაგრამ ეს ცვლილებები უკვე დაწერილ სტატიებს ეხება. მაგალითად რომელიმე სტატიაში თუ წერია სოფლის დასახელება და მას ფრჩხილებში უწერია თანამედროვე თეთრიწყაროს რაიონი, არ ჯობია ეწეროს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. მესმის, რომ ამას დიდი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მე მგონი არც არაფერი შავდება.GiorgiXIII განხილვაწვლილი 17:19, 9 იანვარი 2019 (UTC)
- საქმე იმაშია, რომ ადრე მომხმარებელი:Jaba1977-მა სადღაც დაწერა (ფორუმზე), რომ რაიონებზე ცალკე სტატიები შეგვექმნა, რასაც მხარი დაუჭირეს. როცა იქნება ხომ შექმნიან და სწორ მისამართზე გადავა ბმული. გიო ოქრო 17:08, 9 იანვარი 2019 (UTC)
nowiki
[წყაროს რედაქტირება]მოგესალმებით! <nowiki></nowiki>-ის ველს ნუ შლით იმ ინფოდაფებიდან, სადაც ის მითითებულია (ძირითად დასახლების ინფოდაფებში). ეს იმიტომ არის გაკეთებული, რომ ერთი და იგივე ნაწერი ორჯერ არ გამოჩნდეს (მაგ.: სოფლის ქართული სახელწოდება). სადაც ეს ველი ამოშალეთ, გთხოვთ სასწრაფოდ უკან დააბრუნოთ! მადლობა --Mehman 97 20:22, 10 იანვარი 2019 (UTC)
კატეგორიების შესახებ
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა ბატონო გიორგი, როგორ გიკითხოთ? როგორ მომაკლდა თქვენს მიერ შექმნილი კატეგორიები რუსეთის შესახებ (და არა მარტო) დაწერილ სტატიებში. თქვენი მუშაობის შემდეგ ვერც კი ვბედავ მე შევქმნა კატეგორიები. თუ ისევ გვერდით ამომიდგებით ამ კუთხით ძალიან გამახარებთ. --ჯაბა 1977 13:59, 20 იანვარი 2019 (UTC)
- გამარჯობათ ბატონო ჯაბა, მე კარგად ვარ და იმედია თქვენც. მაგას გავაგრძელებ რამდენიმე დღეში, მაგრამ რატომ ვერ ბედავთ ნამდვილად მიკვირს. თუ შეცდომის გეშინიათ არ იდარდოთ, ვინც მუშაობს შეცდომაც ყველას მოსდის (მთავარია განზრახ არ იყოს) და ყველა შეცდომა გამოსწორებადია. მთავარია ერთმანეთს არ ვეჩხუბოთ, რაც სამწუხაროდ უახლოეს პერიოდში გამოიკვეთა ქართულ ვიკიპედიაში.GiorgiXIII განხილვაწვლილი 14:08, 20 იანვარი 2019 (UTC)
არა, შეცდომების არ მეშინია, თუ შეცდომას დავუშვებ სხვა გაასწორებს ეგ არაა პრობლემა. სამწუხაროდ ზოგიერთ ვიკიპედიელს ავიწყდება ვიკიპედიის პრინციპები და ერთი შეცდომის საფუძველზე სერიოზულ კამათს იწვევენ. უბრალოდ, კატეგორიების კეთება თქვენ მართლა კარგად გამოგდით. მიხარია, რომ კვლავ გააგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას. --ჯაბა 1977 14:46, 20 იანვარი 2019 (UTC)
- ნამდვილად გავაგრძელებ. საქმე იმაშია, რომ ეხლა ერთ საინტერესო საქმითა ვარ დაკავებული (ჩვენი ჩეჩენი მეზობლის თხოვნაცაა) და იმას რომ მოვრჩები (თუმცა მოცულობა დიდია, რადგან საქართველოს დასახლებულ პუნქტებს ეხება) აუცილებლად გავაგრძელებ.GiorgiXIII განხილვაწვლილი 14:58, 20 იანვარი 2019 (UTC)
ლაფანყური
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა, სტატიაში ლაფანყური მიუთითეთ მოსახლეობის ეთნიკური შემადგნელობა და ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ, წყარო მომაწოდეთ.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 05:34, 20 ივნისი 2019 (UTC)
Reminder: Community Insights Survey
[წყაროს რედაქტირება]Share your experience in this survey
Hi GiorgiXIII,
A couple of weeks ago, we invited you to take the Community Insights Survey. It is the Wikimedia Foundation’s annual survey of our global communities. We want to learn how well we support your work on wiki. We are 10% towards our goal for participation. If you have not already taken the survey, you can help us reach our goal! Your voice matters to us.
Please take 15 to 25 minutes to give your feedback through this survey. It is available in various languages.
This survey is hosted by a third-party and governed by this privacy statement (in English).
Find more information about this project. Email us if you have any questions, or if you don't want to receive future messages about taking this survey.
Sincerely,
RMaung (WMF) 18:58, 20 სექტემბერი 2019 (UTC)
Reminder: Community Insights Survey
[წყაროს რედაქტირება]Share your experience in this survey
Hi GiorgiXIII,
There are only a few weeks left to take the Community Insights Survey! We are 30% towards our goal for participation. If you have not already taken the survey, you can help us reach our goal! With this poll, the Wikimedia Foundation gathers feedback on how well we support your work on wiki. It only takes 15-25 minutes to complete, and it has a direct impact on the support we provide.
Please take 15 to 25 minutes to give your feedback through this survey. It is available in various languages.
This survey is hosted by a third-party and governed by this privacy statement (in English).
Find more information about this project. Email us if you have any questions, or if you don't want to receive future messages about taking this survey.
Sincerely,
RMaung (WMF) 15:28, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)
მიმინოსხევი
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა ბატონო გიორგი, გამოცდილი ხართ და ამ სტატიას იქნებ რაიმე გაუგოთ:მიმინოსხევი--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 18:25, 20 ოქტომბერი 2019 (UTC)
- ღამე მშვიდობისა! იქვე მითითებული wikimapia გავხსენი და შედეგად კოორდინატი იყო შეცდომით დაწერილი. wikimapia-ს თანახმად ეს ნასოფლარი მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სოფელ ნულთან საკმაოდ ახლოს, თუმცა კოორდინატზე დაწკაპუნებისას იგი არ ჩანს (ნასოფლარია და ალბათ იმიტომ).GiorgiXIII განხილვაწვლილი 19:07, 20 ოქტომბერი 2019 (UTC)
მიუკერძოებლობა სტატიაში „საქართველო“
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა გიორგი. თქვენ ჩანიშნეთ სტატიაში საქართველო – თარგი:მიკერძოებული. მას მერე ბევრი დრო გავიდა. თუ არ შეწუხდბით, შეგიძლიათ მიგვითითოთ რა ნაწილშია პრობლემა? --Rastrelli F 21:09, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)
პოლიტიკა
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა, ბატონო გიორგი. გთხოვთ, მომავალში სიტყვა Politics თარგმნეთ როგორც პოლიტიკა და არა — პოლიტიკოსები. პატივისცემით,--იაკობ მახარაძე განხილვაწვლილი 18:30, 26 მარტი 2020 (UTC)
ჯოლევი
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა. როგორ გიკითხოთ? რატომ გადაიტანეთ ჯოლევი ჯოლევი (მრავალმნიშვნელოვანი)-ზე? --Wiki - ჯაბა 14:20, 28 აგვისტო 2020 (UTC)
- გაგიმარჯოთ! გმადლობთ. იმიტომ, რომ მას ორი მნიშვნელობა აქვს. ერთი სენაკის მუნიციპალიტეტში და მეორე მარტვილის მუნიციპალიტეტში.GiorgiXIII განხილვაწვლილი 14:24, 28 აგვისტო 2020 (UTC)
- ვიკიპედიის დამკვიდრებული წესების თანახმად თუკი რომელიმე უპირატესი არ არის ვქმნით მრავალმნიშვნელობის გევრდს ფრჩხილების გარეშე. ახლა რა გამოდის? სიტყვა ჯოლევი თავისუფალია და გვაქვს ფრჩხილებიანი გვერდი. უკანვეა გადასატანი და საჭიროა მანამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. --Wiki - ჯაბა 16:14, 28 აგვისტო 2020 (UTC)
- მაგალითისთვის ახალსოფელი. --Wiki - ჯაბა 16:18, 28 აგვისტო 2020 (UTC)
- ვიკიპედიის დამკვიდრებული წესების თანახმად თუკი რომელიმე უპირატესი არ არის ვქმნით მრავალმნიშვნელობის გევრდს ფრჩხილების გარეშე. ახლა რა გამოდის? სიტყვა ჯოლევი თავისუფალია და გვაქვს ფრჩხილებიანი გვერდი. უკანვეა გადასატანი და საჭიროა მანამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. --Wiki - ჯაბა 16:14, 28 აგვისტო 2020 (UTC)
აქ დაბლა წერია ახალსოფლის თემი, რომელსაც უწერია მრავალმნიშვნელოვანი. ამის გარდა მე უკვე ორი წელია საქართველოს სოფლებზე ვმუშაობ და ასეთი შემთხვევა ძალიან ხშირად არა, მაგრამ რამდენიმე მინახია. რაც მთავარია ჩემთვის მთავარი იყო, რომ არც ერთ სოფელს არ ეწერა თავზე, რომ არსებობს იმავე დასახელების სოფელი, ოღონდ სხვა მუნიციპალიტეტში და მე ორივეს მივუწერე ეს. შესაბამისად მე არანაირი პრეტენზია არ მექნება თუ თქვენ წაშლით სიტყვა მრავალმნიშვნელოვანს (მე არ წავშლი არავითარ შემთხვევაში) და აღადგენთ გვერდ ჯოლევს.GiorgiXIII განხილვაწვლილი 16:44, 28 აგვისტო 2020 (UTC) სწორია, ახალსოფლის თემიც გასასწორებელია და თქვენ წარმოიდგინეთ ორივე (ახალსოფელიც და ახალსოფლის თემიც) ერთიდაიგივე მომხმარებლის გაკეთებულია. ორივეს გავასწორებ წესების თანახმად. დიდი მადლობა. --Wiki - ჯაბა 17:03, 28 აგვისტო 2020 (UTC)
- მე პრეტენზია არა მაქვს. თქვენ გაასწორეთ,, მე არ ვიზავ მაგ საქმეს. ოღონდ სოფლებს ჯოლევს და ჯოლევს არ შეეხოთ რადგან ორივეს გახსნის შემთხვევაში მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს მეორე იმავე დასახელების სოფელი, ოღონდ მეორე მუნიციპალიტეტში.GiorgiXIII განხილვაწვლილი 17:12, 28 აგვისტო 2020 (UTC)
მაგას ნამდვილად არ ვეხებით. ეგ ყველა შემთხვევაში უნდა იყოს ისე როგორც თქვენ გააკეთეთ. --Wiki - ჯაბა 18:09, 28 აგვისტო 2020 (UTC)
- ძალიან კარგი.GiorgiXIII განხილვაწვლილი 18:11, 28 აგვისტო 2020 (UTC)
მხარე
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა. სოფლების შესახებ სტატიებში არაა აუცილებელი მხარის ჩამატება ამ სახით მდებარეობს X მხარის X მუნიციპალიტეტში, სრულიად საკმარისია მდებარეობს X მუნიციპალიტეტში. ასეთი ფორმულირება ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას რომ ესა თუ ის მუნიციპალიტეტი ამა თუ იმ მხარისაა, რაც ასე არ არის, ჩვენთქნ მხარეები არსებობს დე-ფაქტო, მაგრამ არა დე-იურე. ამასთან მხარის შესახებ ინფორმაცია ისედაც ასახულია შესაბამის ინფოდაფაში. --M. განხილვაწვლილი 12:53, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- მართლაც უკეთესი იქნება. მხოლოდ იქიდან გამომდინარეც კი, რომ მაგ., „შიდა ქართლის მხარე“ — ოფიციალურად არც შიდა ქართლი ჰქვია და არც მხარე. გიო ოქრო 15:21, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
- უი, რატომღაც ფორუმად ჩავთვალე და პირდაპირ შემოვიჭერი :)) გიო ოქრო 15:25, 5 ოქტომბერი 2020 (UTC)
მუშა კაცის ვიკიორდენი
[წყაროს რედაქტირება]--ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 17:22, 23 ოქტომბერი 2020 (UTC)
- გამარჯობათ ყველას! დიდი მადლობა ორდენისათვის. ჩემი ასაკიდან გამომდინარე სანამ მუშაობა შემიძლია ვიმუშავებ, რაც ჩემთვის საკმაოდ საინტერესოა. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.GiorgiXIII განხილვაწვლილი 17:33, 23 ოქტომბერი 2020 (UTC)
- გაიხარეთ!--ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 20:28, 23 ოქტომბერი 2020 (UTC)
გამარჯობა. სტატიებში ასწორებთ „22°С“-ს „22 °С“-ით. მაინტერესებს, რის მიხედვით? ცელსიუსი — აქ მითითებულ წყაროში ერთადაა. იგივე ეხება პროცენტს. ქართულში, როგორც წესი, არ გამოვყოფთ. გიო ოქრო 17:23, 7 ნოემბერი 2020 (UTC)
- გამარჯობათ. მე ასე ვიცი, რომ რიცხვის შემდეგ უნდა იყოს დეფიზი. მაგალითად: 22 კგ, 22 ტ, 22 კმ/სთ და შესაბამისად 22 °С. გამახსენდა, სკოლაში როცა ვსწავლობდი ფიზიკას (იმ ბნელ დროში (1978-1981 წწ.)) საშინაო დავალებაშიც ასე ვწერდით მოსწავლეები 22 °С.GiorgiXIII განხილვაწვლილი 17:31, 7 ნოემბერი 2020 (UTC)
- ანუ, როგორც ვატყობ, თუკი რიცხვს მოსდევს ქართულენოვანი ერთეული (კგ, მმ, სმ და მისთ.) ადგილს გამოვყოფთ (უპირობოდ), მაგრამროდესაც საერთაშორისო აღნიშვნები მოსდევს, იქ აქამდე არ შემხვედრია ადგილის გამოყოფა (მაგალითად გეოგრაფიული კოორინატები, სადაც გრადუსი, სეკუნდი და მინუტი არ არის გამოყოფილი, იგივე პროცენტზეც, რომელიც საზომი ერთეული არც არის). ლიტერატურა კარგი იქნებოდა, თუმცა სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ვერ მივაგენი. გიო ოქრო 18:00, 7 ნოემბერი 2020 (UTC)
- საერთაშორისო გასაგებია. მაგალითად ინგლისურენოვანი ქვეყნები (და არა მარტო ისინი) ციფრებსაც თავისი წესის შესაბამისად წერენ, მაგალითად ჩვენებურ 2385-ს ისინი წერენ 2,385; ჩვენებურ 45 350-ს წერენ როგორც 45,350. რა ვქნათ? ჩვენც ისევე ვწეროთ. თუმჩა მე ხშირად შემხვედრია ქართველების შექმნილი გვერდები სადაც ფართობი წერია, როგორც მაგალითად 2,345 კმ², როცა ის არის 2345 კმ². კიდევ უფრო უარესი, როდესაც რაოდენობაზეა ლაპარაკი წერენ მაგალითად 7,000 ცალი, როდესაც ის 7000 ცალია. ამით მე იმას ვნატრობ, რომ ევროპაც კარგია და ამერიკაც, მაგრამ როდის მოვა ის დრო, როდესაც თუნდაც ოდნავ მაინც ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენც გვაქვს რაღაც, თუნდაც პატარა რამ კარგი. ყველა ქვეყანას თავისი მართლწერის სისტემა გააჩნია და ჩვენც გვაქვს ჩვენი, უფრო სწორედ გვქონდა მაგრამ ეხლა უკვე გაქრა, აღარ არსებობს. არსებობენ ჩემი აზრით მეტად საეჭვო ორგანიზაციები, რომლებიც ზოგჯერ მეტად გაუგებარ ინსტრუქციებს იძლევიან და გვეუბნებიან ესაა ქართულიო. მაგრამ საზოგადოება ჯერ კიდევ ქართულად საუბრობს. მაგალითად მე შარშან პირველად გავიგე, რომ ქართულად სამოას ნაკრები კი არ ყოფილა სწორი, არამედ სამოის ნაკრები. ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვიცი თქვენ რაგბი გიყვართ თუ არა, საზოგადოებაში როცა მოხვდებით იქ შემთხვევით ჩამოაგდეთ საუბარი სამოას (შემეშალა სამოის) ნაკრებზე და დაუკვირდით ისინი რა სიტყვებს იხმარებენ, ანუ სამოას ნაკრები თუ სამოის ნაკრები. ბოდიშით, რომ გრძელი პასუხი გამომივიდა, მაგრამ რაც მინდოდა მოკლედ ის ვთქვი.GiorgiXIII განხილვაწვლილი 18:36, 7 ნოემბერი 2020 (UTC)
- ანუ, როგორც ვატყობ, თუკი რიცხვს მოსდევს ქართულენოვანი ერთეული (კგ, მმ, სმ და მისთ.) ადგილს გამოვყოფთ (უპირობოდ), მაგრამროდესაც საერთაშორისო აღნიშვნები მოსდევს, იქ აქამდე არ შემხვედრია ადგილის გამოყოფა (მაგალითად გეოგრაფიული კოორინატები, სადაც გრადუსი, სეკუნდი და მინუტი არ არის გამოყოფილი, იგივე პროცენტზეც, რომელიც საზომი ერთეული არც არის). ლიტერატურა კარგი იქნებოდა, თუმცა სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ვერ მივაგენი. გიო ოქრო 18:00, 7 ნოემბერი 2020 (UTC)
ახალგორის სოფლები
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა იმ სამუშაოსთვის, რასაც ეწევით. ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფლებს მცხეთა-მთიანეთის მხარე ინფორდაფაში არ მიუთითოთ, ეს მუნიციპალიტეტი რ შედის ამ მხარეში, ხოლო სადაც ჯერ კიდევ დარჩენილია ეს ინფორმაცია, გთხოვთ, ამოიღეთ სტატიიდანაც და ინფოდაფიდანაც. --M. განხილვაწვლილი 05:23, 28 დეკემბერი 2020 (UTC)
- გამარჯობათ! რომელი წლიდან არ შედის?GiorgiXIII განხილვაწვლილი 11:00, 28 დეკემბერი 2020 (UTC)
- 2008 წლიდან, მას შემდეგ, რაც ახალგორი საოკუპაციო ძალებმა დაიკავეს --M. განხილვაწვლილი 11:01, 28 დეკემბერი 2020 (UTC)
- კი დაიკავეს, მაგრამ არსებობს ოფიციალური სახელმწიფო დადგენილება მისი მცხეთა მთიანეთიდან ამოღების თაობაზე? მაშინ გამოდის, რომ მაგალითად ქარელის მუნიციპალიტეტის ის სოფლები, რომლებიც 1990 წლამდე ე.წ. ზნაურის რაიონში შედიოდნენ დღეისათვის აღარ შედიან ქარელის მუნიციპალიტეტში. გამარკვიეთ თუ შეიძლება. ეს საკითხი მეც მაინტერესებს.GiorgiXIII განხილვაწვლილი 11:10, 28 დეკემბერი 2020 (UTC)
- თუ შეიძლება დავწერ, ახალგორის მუნიციპალიტეტი მცხეთა-მთიანეთი აღარ არის სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შემდეგ. ქარელის რაიონის სოფლები კი (რომლებიც ადრე ზნაურის რაიონს მიეკუთვნებოდა) 2006 წლიდან არის თიღვის მუნიციპალიტეტი. გიო ოქრო 11:18, 28 დეკემბერი 2020 (UTC)
- დიდი მადლობა. ყველაფერი გასაგებია.GiorgiXIII განხილვაწვლილი 11:30, 28 დეკემბერი 2020 (UTC)
- თუ შეიძლება დავწერ, ახალგორის მუნიციპალიტეტი მცხეთა-მთიანეთი აღარ არის სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შემდეგ. ქარელის რაიონის სოფლები კი (რომლებიც ადრე ზნაურის რაიონს მიეკუთვნებოდა) 2006 წლიდან არის თიღვის მუნიციპალიტეტი. გიო ოქრო 11:18, 28 დეკემბერი 2020 (UTC)
- კი დაიკავეს, მაგრამ არსებობს ოფიციალური სახელმწიფო დადგენილება მისი მცხეთა მთიანეთიდან ამოღების თაობაზე? მაშინ გამოდის, რომ მაგალითად ქარელის მუნიციპალიტეტის ის სოფლები, რომლებიც 1990 წლამდე ე.წ. ზნაურის რაიონში შედიოდნენ დღეისათვის აღარ შედიან ქარელის მუნიციპალიტეტში. გამარკვიეთ თუ შეიძლება. ეს საკითხი მეც მაინტერესებს.GiorgiXIII განხილვაწვლილი 11:10, 28 დეკემბერი 2020 (UTC)
- 2008 წლიდან, მას შემდეგ, რაც ახალგორი საოკუპაციო ძალებმა დაიკავეს --M. განხილვაწვლილი 11:01, 28 დეკემბერი 2020 (UTC)
ოკუპაციის კანონი
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა. სტატიაში ორჭოსანი (ახალგორის მუნიციპალიტეტი) ცვლილება შევიტანე. მკვდარი ბმული ამოვიღე და იქნებ ეს ლინკი გამოიყენით ხოლმე (კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ). მადლობა. --Wiki - ჯაბა 19:36, 28 დეკემბერი 2020 (UTC)
- გამარჯობათ! მადლობა, სოფლების უდიდეს ნაწილზე გაკეთებულია.GiorgiXIII განხილვაწვლილი 22:03, 28 დეკემბერი 2020 (UTC)
კი, თუმცა ბევრგან მკვდარი ბმულია მითითებული და ამით ჩაანაცვლეთ. --Wiki - ჯაბა 04:58, 29 დეკემბერი 2020 (UTC)
- მე დავამთავრე ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფლები, სხვა მუნიციპალიტეტების სოფლებზე როცა გადავალ ამ ბმულს გავითვალისწინებ.GiorgiXIII განხილვაწვლილი 09:14, 29 დეკემბერი 2020 (UTC)
ვიკიორდენი
[წყაროს რედაქტირება]მშრომელი კაცის ვიკიორდენი | ||
ვიკიპედიაში გაწეული შრომისთვის გაჯილდოებ ამ ვიკიორდენით. --M. განხილვაწვლილი 12:38, 9 იანვარი 2021 (UTC) |
- გამარჯობათ ყველას! გილოცავთ შობა-ახალ წელს. ჯანმრთელობას და ბარაქას გისურვებთ ყველას, ქვეყნის გამთლიანებას და სიკეთეს. დიდი მადლობა ორდენისათვის. ჩემი ასაკიდან გამომდინარე სანამ მუშაობა შემიძლია ვიმუშავებ.GiorgiXIII განხილვაწვლილი 12:46, 9 იანვარი 2021 (UTC)
გამარჯობა, გთხოვთ იხილოთ განხილვა:ირმაშლი სადაც მომხმარებელმა ცანგალამ კონკრეტული საკიტხის გამო ეჭვქვეშ დააყენა თქვენს მიერ დაწერილი სტატია მთისძირი (გარდაბნის მუნიციპალიტეტი). --Wiki - ჯაბა 12:00, 27 თებერვალი 2021 (UTC)
- ეგ არაფერი. მე საქართველოს სოფლების რედაქტირება ქვემო მხარის რეგიონიდან დავიწყე და სულ მალე დავუბრუნდები აქმავე რეგიონს. ისე კუმისზე ცანგალა მართალია ინფოდაფაში სხვა მონაცემი წერია და ტექსტში სხვა, მაგრამ მალე დავუბრუნდები ქვემო ქართლს და შევასწორებ. მთავარი ისაა, რომ ჩხუბი არ გვინდა. ჯობია ვიმუშაოდ მშვიდად და ვითანამშრომლოდ ცივილიზირებულად, როგორც ეს 2,3 და უფრო ადრე წლებში ხდებოდა. ჩემი აზრით (ნეტავი ვცდებოდე) ნამეტანი ავირიეთ.GiorgiXIII განხილვაწვლილი 12:43, 27 თებერვალი 2021 (UTC)
ძალიან კარგი რომ დაუბრუნდებით, თორემ მსგავსი სტატიები უკვე არგუმენტებად მოჰყავთ და თითიდან გამოწოვილ მიზეზებსაც იყენებენ ჩემი ვოიკი-მოსწავლეების წინააღმდეგ საბრძოლველად. ასე თუ ვიარეთ შორს ვერ წავალთ ნამდვილად. მადლობა პასუხისთვის. --Wiki - ჯაბა 12:47, 27 თებერვალი 2021 (UTC)
- ნამდვილად დავუბრუნდები, თუმცა ეხლაც იგივეს ვაკეთებ, ოღონდ [ვიკიმონაცემები ელემენტებზე] ვარ გადართული მცხეთა მთიანეთის მხარის სოფლებზე, რომელიც საკმაოდ ღარიბია. კახეთის მხარის სოფლები უკვე გავაკეთე. რაც შეეხება ვოიკი-მოსწავლეებს, მე პირადად არც თქვენი და არც არავის მოსწავლეების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. პირიქით, რაც უფრო მეტნი იქნებიან ისინი, მით უფრო კარგი იქნება ქართული ვიკიპედიისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდობა. ყველა მხარეს მოგიწოდებთ: ჯობია ყურადღება ნამდვილ საქმეზე გადავიტანოთ და იქ ვიმუშაოთ, ვიდრე ბავშვურ ჩხუბზე. ბოდიშს ვუხდი ყველას ვისაც ჩემი ამ სიტყვებისგან უნებური და არა განზრახი შეურაწყოფა მივაყენე.GiorgiXIII განხილვაწვლილი 13:04, 27 თებერვალი 2021 (UTC)
სწორედ ეგ არ ესმის მაგ კონკრეტულ მომხმარებელს. მეტი სისხლი, მეტი სიახლე სჭირდება ქართულ ვიკიპედიას, მეტი ახალგაზრდა, მეტი ახალი ლიტერატურაც. თქვენს მოწოდებას ჩემს თავზე ვერ მივიღებ, რადგან მიმდინარე მოვლენებს ქრონოლოგიურად თუ დააკვირდებით კარგად დავინახავთ ყველა ვის ეკუთვნის ეგ სიტყვები. ბუნებრივია არც მწყენია არაფერი. წარმატებებს გისურვებთ. --Wiki - ჯაბა 13:24, 27 თებერვალი 2021 (UTC)
- ეს ყველაფერი მე არ მითქვავს მხოლოდ თქვენთვის. ეს მოწოდება კი არა თხოვნა და ეს ბოდიში მიმართულია ყველა იმ წევრისთვის, ვინც გარკვეულ წილად ინაწილებს მას. მე არ ვარ მოსამართლე და არც მინდა რომ ვიყვე. ეს არის ჩემი თხოვნა ყველა წევრისადმი. შეიძლება უხეშად ან არაკორექტულად გამომივიდა, რაზედაც კიდევ ერთხელ ვუხდი ყველას ბოდიშს, მაგრამ ამ ჩხუბში და დავიდარაბაში, რომ ჩვენი საქმე წინ ვერ წავა ეს მგონი ყველასათვის ნათელია. კიდევ კარგი, რომ ქართული ენა მარტო ჩვენ გვესმის, თორემ წარმოიდგინეთ რა დღეში ვიქნებოდით მსოფლიოს თვალწინ. სწორედ ამიტომ გთხოვთ ყველას სიმშვიდეს და კორექტულობას.GiorgiXIII განხილვაწვლილი 13:39, 27 თებერვალი 2021 (UTC)
იმედია ვისაც ეკუთვნის ეს სიტყვები ის გაიგებს. ამ გახსენებაზე რა მაინტერესებს იცით? შევამჩნიე ამ ბოლო დროს კოორდინატებს ცვლით სეკუნდებში. მაგ. ეს ნახეთ. სოფელი არაა ისეთი მცირე ობიექტი, რომ ასე სეკუნდებში შეცვლა დაგვჭირდეს. ან იქნებ მე ვერ ვხვდები? იქნებ გამარკვიოთ ამ საკითხში. --Wiki - ჯაბა 13:46, 27 თებერვალი 2021 (UTC)
- გეთანხმებით, იმედია ყველა გაიგებს. რაც შეეხება სოფლის კოორდინატების სეკუნდებში შეცვლას. როდესაც ვმუშაობ [ვიკიმონაცემები ელემენტებზე], იქ არის პატარა კვადრატი, სადაც მოცემულია აღნიშნული სოფელი. როდესაც რეალურ მონაცემებს შორის სხვაობა აღწევს ათეულობით სეკუნდს ამ პატარა კვადრატში ეს (ჩემი აზრით) ვიზუალურად აღიქმება, როგორც დიდი აცდენა. ამიტომ ვცდილობ დავაზუსტო სოფლის ცენტრის ზუსტი კოორდინატები.GiorgiXIII განხილვაწვლილი 14:01, 27 თებერვალი 2021 (UTC)
სეკუნდებით აცდენა კონკრეტულ ობიექტზე (მაგ. ტაძარი, ციხესიმაგრე) გეთანხმებით აცდენა არის, მაგრამ სოფელი ხომ ერთი წერტილი არაა, ეს ტერიტორიაა, მე არ მიმაჩნია გამართლებულად ამ სეკუნდების შეცვლა. მით უფრო დარწმუნებული ვარ არსებული კოორდინატებიც და თქვენ მიერ შეცვლილი კოორდინატებიც რეალურად სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს. --Wiki - ჯაბა 14:05, 27 თებერვალი 2021 (UTC)
- გეთანხმებით. სოფელი ტერიტორიაა და საქართველოს სოფლების უმრავლესობა დღეისათვის თავის კოორდინატებშია. მაგრამ უფრო მეტად დაზუსტება ჩემი აზრით საქმეს საერთოდ არ აფუჭებს, მე მგონი უკეთესიცაა. თანაც ვიკიმონაცემები ელემენტებზე მუშაობისას, სადაც არეალი პატარაა და მასშტაბი კი გაცილებით დიდი ჯობია უფრო დაზუსტებული კოორდინატები, ვიდრე შედარებით არაზუსტიGiorgiXIII განხილვაწვლილი 14:15, 27 თებერვალი 2021 (UTC)
არა, საქმეს ნამდვილად არ აფუჭებთ (არც მითქვამს), უბრალოდ ვფიქრობ ზემოთ რითაც დავიწყე, მსგავს პრობლემებს უნდა მივხედოთ. როგორც ხედავთ ზემოთაღნიშნული სტატიებით ძალიან ცუდად აპელირებენ. თუმცა არის კიდევ ერთი პრობლემა, რაც სოფლის გეოგრაფიულმა მდებარეობამ შეიძლება გამოიწვიოს. ეს არის ზღის დონიდან მდებარეობა. აი აქ გაცილებით რთულად იქნება საქმე მასე თუ დავიწყეთ სოფლის ცენტრების ძიება. --Wiki - ჯაბა 14:20, 27 თებერვალი 2021 (UTC)
- ბოდიშით დაგვიანებისათვის. რაგბში 6 ერის მესამე ტურის ორ თამაშს ვუყურე და პასუხი დამაგვიანდა. მერე რა, ყველას თავისი აზრი გააჩნია და მათ აქვთ ამის უფლება. უბრალოდ ამან ჩვენი გაბრაზება და გაღიზიანება არ უნდა გამოიწვიოს. ჩემი აზრით პრობლემა რა თქმა უნდა არის, მაგრამ არც თუ ისეთი საგანგაშო, რადგან დასახლებით პატარა სოფლებს ტერიტორიაც პატარა აქვთ და შესაბამისად სიმაღლის სხვაობა სოფლის ცენტრსა და მის სხვა წერტილებს შორის მაქსიმუმ 50 მეტრი იქნება. რაც შეეხება დასახლებით დიდ სოფლებს, მათი უდიდესი ნაწილი ბარში ან ზეგნებზეა განლაგებული და მათ შორისაც სხვაობა უმრავლეს შემთხვევაში 50 მეტრი იქნება. მე უბრალოდ პრობლემას სხვაგან ვხედავ. კერძოდ ინფოდაფებში რელიგიის აღმნიშვნელი მაჩვენებლის ამოღება, რომელიც მოხდა ფორუმზე წილისყრით 2020 წლის ნოემბერში თუ დეკემბერში. მე დავაგვიანე წილისყრაში მონაწილეობის მიღება, ეს ინფორმაცია წავიკითხე წილისყრის ჩატარების შემდეგ, თუმცა რომც მიმეღო მონაწილეობა მაინც უმცირესობაში ავღმოჩნდებოდით და გაიმარჯვებდა ამოღების იდეა. მაგრამ რადგან უმრავლესობამ ასე გადაწყვიტა მე ეს მივიღე როგორც წესი, არ გამიპროტესტებია და არც ვაპირებ მის გაპროტესტებას. ჩემთვის უმრავლესობის აზრი სავალდებულო და კანონია.GiorgiXIII განხილვაწვლილი 19:53, 27 თებერვალი 2021 (UTC)
არამგონია ვიკიპედიისათვის არამომგებიანი ნაბიჯები და აპელირება კარგი იყოს და ამის უფლება ვინმეს ქონდეს (ბევრ სხვა ვიკიპედიაში ეს დასჯადია). აი როდესაც ამ პრობლემის წინაშე დავდგებით, მერე ნახეთ როგორ განგაშს ატეხენ და საბუთად დაგვიდებენ აი სეკუნდებს რომ ცვლიდა, ახლა მე მინდა და ზღვის დონიდან მდებარეობა უნდა შევცვალოო. :) მოკლედ დღეს თქვენთან გასაუბრება დავასრულე (მგონი დიდი დრო წაგართვით), წარმატებები პირად და ვიკი-საქმიანობაში. --Wiki - ჯაბა 20:31, 27 თებერვალი 2021 (UTC)
- ჩემთვისაც სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. მეც ყოველივე კარგს გისურვებთ და რაც მთავარია ჯანმრთელობას!GiorgiXIII განხილვაწვლილი 21:35, 27 თებერვალი 2021 (UTC)
ეკლესია
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა, გთხოვთ იხილოთ სტატია ეკლესია (ნაგებობა) და შემდეგ მისი განხილვა. მსგავსი ცვლილების დროს რომ გაითვალისწინოთ. ალბათ უკეთესი იქნება თუ ჩაწერთ [[ეკლესია (ნაგებობა)|ეკლესია]] — ამ ფორმით. --Wiki - ჯაბა 15:15, 3 აპრილი 2021 (UTC)
ზემო რენე
[წყაროს რედაქტირება]ზემო რენე — გამარჯობა, კოორდინატები სწორი იყო. თქვენს მიერ მითითებული ტრაქტორების ავტოპარკზე გადადიოდა :) ზემო და ქვემო რენეს კოორდინატები ადრე დავაზუსტე. გიო ოქრო 12:40, 8 აპრილი 2021 (UTC)
- გამარჯობათ! მე არ ვიცი თქვენ როგორ დააზუსტეთ, მაგრამ GeoHack-ზე შესვლის შემდეგ ყველა სერვისი სოფელ ზემო რენეს კოორდინატებს სხვადასხვანაირად უჩვენებს (ზოგი ქვემო რენეს მარცხნივ, ზოგი მარჯვნივ, ზოგი ქვემოთ და ზოგიც ზემოთ. ზოგიც სოფელ გამდლისწყაროს ქვემოთ). citypopulation აჩვენებს ისე როგორც GeoHack-ზე Apple Maps (iOS)-ის და Bing Maps-ის სერვისი. ამიტომ ჩემი აზრით მისი ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია და დარჩეს ისე, როგორც დღეისათვის არის.GiorgiXIII განხილვაწვლილი 13:00, 8 აპრილი 2021 (UTC)
- ახლანდელები ზუსტია, ეს სოფლები ერთმანეთზეა გადაბმული და გზა ჰყოფს პირობითად. გიო ოქრო 13:16, 8 აპრილი 2021 (UTC)
- კი ბატონო, თქვენი აზრით ზუსტია. იმედი მაქვს GeoHack-ის ყველა სერვისზე ოდესღაც დაზუსტდება და ერთიანი კოორდინატები გვექნება, მაგრამ მე თუ მოვესწრები ამას? რაღაც არა მგონია.GiorgiXIII განხილვაწვლილი 13:25, 8 აპრილი 2021 (UTC)
- ახლანდელები ზუსტია, ეს სოფლები ერთმანეთზეა გადაბმული და გზა ჰყოფს პირობითად. გიო ოქრო 13:16, 8 აპრილი 2021 (UTC)
სასოფლო საკრებულოები
[წყაროს რედაქტირება]მოგესალმებით, ბატონო გიორგი. ახლა ვნახე რომ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან ამოგიღიათ ადმინისტრაციული ერთეულები. დატოვებულია სასოფლო საკრებულოები. როგორც მე ვიცი ამჟამინდელი მდგომარეობით სასოფლო საკრებულოები აღარ არსებობს, დღეს მათი სახელწოდებაა ადმინისტრაციული ერთეულები.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 11:55, 18 აპრილი 2021 (UTC)
- გამარჯობათ! ამოღების მიზეზი მხოლოდ ერთია. ისინი ერთმანეთის დუბლიკატები იყვნენ. მაგალითად ქალაქის საკრებულოს მაგივრად რომ ჩავწერო ქალაქის ადმინისტრაციული ერთეული მისაღები იქნება?GiorgiXIII განხილვაწვლილი 12:06, 18 აპრილი 2021 (UTC)
- კი, მისაღებიც იქნება და თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით სწორიც ასეა. ადმინისტრაციული ერთეულით უნდა ჩანაცვლდეს. საკრებულოს დღეს მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანოს დანიშნულება აქვს, ანუ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო. ,,სასოფლო საკრებულოები” აღარ არსებობს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:03, 18 აპრილი 2021 (UTC)
- ქალაქის და დაბის საკრებულოც აღარაა. არის მხოლოდ 1 ქალაქი, 1 დაბა და ადმინისტრაციული ერთეულები, მათში შემავალი სოფლებითურთ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:08, 18 აპრილი 2021 (UTC)
- კი, მისაღებიც იქნება და თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით სწორიც ასეა. ადმინისტრაციული ერთეულით უნდა ჩანაცვლდეს. საკრებულოს დღეს მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანოს დანიშნულება აქვს, ანუ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო. ,,სასოფლო საკრებულოები” აღარ არსებობს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:03, 18 აპრილი 2021 (UTC)
- ასე წავა? (იხ. ხაშურის მუნიციპალიტეტი)
- ახლა კარგია. მეც ჩავასწორე ცოტა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:13, 18 აპრილი 2021 (UTC)
განხილვაში შეტანილი ცვლილება
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა. ვნახე თქვენი ცვლილება ამ განხილვაში და ორი თხოვნა მექნება რომ გაითვალისწინოთ:
- 1829 წელს ვერანაირად დაუბრუნდებოდა სამცხე-ჯავახეთის მხარე, ანუ გამოდის რომ ცვლილება არასწორად შეიტანეთ.
- განხილვაში სხვის მიერ დაწერილ ტექსტში ცვლილებები არ შეგვაქვს. --Wiki - ჯაბა 16:30, 30 აპრილი 2021 (UTC)
ჟოზე დე ანშიეტა
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა, შეგიძლიათ მიიღოთ ჩემი რედაქტირება? მადლობა: ჟოზე დე ანშიეტა.--87.223.205.225 13:13, 5 აპრილი 2022 (UTC)
- გამარჯობათ! ჩემთვის გაუგებარია თქვენი რედაქტირება. ეს მისიონერი წარმოშობით ესპანელია, მაგრამ თავის მისიონერობას ახორციელებდა ბრაზილიაში, სადაც სახელმწიფო ენა პორტუგალურია. სათაურშიც ასე წერია პორტ. José de Anchieta, ესპ. José de Anchieta Llarena, ანუ მისი სახელი ორიგინალში მოხსენებულია, როგორც პორტუგალიურ, ასევე ესპანურ ენებზე და ქართულადაც ნათარგმნია, როგორც წარმოითქმის შესაბამისი ენებიდან.GiorgiXIII განხილვაწვლილი 21:20, 5 აპრილი 2022 (UTC)
მარცვლეული
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა. არ არის სწორი „მარცვლეულის“ ჩანაცვლება ყველგან „მარცვლეული კულტურებით“. მაგ., სტატიაში ნიკოლოზ ჩირვინსკი. მარცვლეული აქ გულისხმობს ამ კულტურების ნაყოფს და სხვა დატვირთვა აქვს თავად ტექსტში. სტატია ერთი გვაქვს და გადამისამართებით გადადის, მაგრამ ყველა შემთხვევაში მისი შეცვლა არ იქნება სწორი. იგივეა ბოსტნეულ კულტურებზე და მისთანებზე. გიო ოქრო 18:15, 19 აგვისტო 2022 (UTC)
უმართებულო რედაქტირებები
[წყაროს რედაქტირება]სამწუხაროდ, თქვენ ახორციელებთ ფუჭ რედაქტირებებს. კერძოდ, თუკი გვაქვს სტატია „მიწისქვეშა წყალი“ და მასზე არსებობს გადამისამართება მრავლობითში, მაშინ ასეთი კვადრატული ფრჩხილების გასწორების არანაირი აუცილებლობა არარსებობს. მაგ., კვადრატულ ფრჩხილში გვაქვს „აშშ“ — არანაირი აუცილებლობა არარსებობს ბმულში დამატებით „ამერიკის შეერთებული შტატების“ თანდართვა. მიზეზი: პირველ ყოვლისა, მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ აშშ და ამერიკის შეერთებული შტატები ერთი და იგივეა, ისევე როგორც მიწისქვეშა წყალი და მიწისქვეშა წყლები და ასე შემდეგ. ამიტომ მოიგონეს ვიკიპედიაში რედირექტი. ასე რომ, შეწყვიტეთ მსგავსი ტიპის რედაქტირებები. გარდა ამისა, ვიკიპედიის პრაქტიკიდან და აგრეთვე, კითხვადობის აღქმიდან გამომდინარე, ვიკიპედიაში გადაბმით ვიკი-ბმულების შესრულება არ ხდება. მაგალითად, „მთიანი“ „პლატო“ „საქართველოში“. სამივე სიტყვის ბმულზე გადაწყვანა გადაბმით უმართებულოა. გამომდინარე აქედან, თქვენი რედაქტირებები გაუქმდება. - OTOGI Messages 07:59, 22 სექტემბერი 2022 (UTC)
- გამარჯობათ. ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მდინარე ჭვანისწყალს რაღას ერჩოდით?GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 11:36, 22 სექტემბერი 2022 (UTC)
- იმას ვერჩოდი, რომ მდინარის აღწერისას მდინარის აუზის ჩაწერა ასეთ დროს არ არის მიზანშეწონილი; უნდა ყოფილიყო ასე: [[მდინარის აუზი|აუზის]] ფართობი და არა ასე: [[მდინარის აუზი]]ს ფართობი... თუ აუზის დახასიათებაზე მიდის საუბარი ეს სხვა საკითხია. - OTOGI Messages 12:06, 22 სექტემბერი 2022 (UTC)
- ეხლა წერია ასე: [[მდინარის აუზი|აუზის]] ფართობი. ყველაფერი სწორეა?GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 12:22, 22 სექტემბერი 2022 (UTC)
- კი, ბატონო. - OTOGI Messages 12:22, 22 სექტემბერი 2022 (UTC)
- ეხლა წერია ასე: [[მდინარის აუზი|აუზის]] ფართობი. ყველაფერი სწორეა?GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 12:22, 22 სექტემბერი 2022 (UTC)
- იმას ვერჩოდი, რომ მდინარის აღწერისას მდინარის აუზის ჩაწერა ასეთ დროს არ არის მიზანშეწონილი; უნდა ყოფილიყო ასე: [[მდინარის აუზი|აუზის]] ფართობი და არა ასე: [[მდინარის აუზი]]ს ფართობი... თუ აუზის დახასიათებაზე მიდის საუბარი ეს სხვა საკითხია. - OTOGI Messages 12:06, 22 სექტემბერი 2022 (UTC)
- ძალიან სასიამოვნოა. მე პატივს ვცემ თქვენს აზრს, მაგრამ მე უფლება მაქვს გამაჩნდეს ჩემი საკუთარი აზრი და შესაბამისად ვერ დაგეთანხმებით ვერც მიწისქვეშა წყლებში და ვერც მდინარის აუზში. მაგრამ იმიტომ, რომ თქვენ ჩემზე უფრო გამოცდილი ადამიანი ხართ ამ საქმეში მე არავითარი პრეტენზია არ გამაჩნია. მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს — შეგესწორებინათ მარტო მიწისქვეშა წყლები და მდინარის აუზი, რა საჭირო იყო ყველა შესწორების გაუქმება?GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 12:45, 22 სექტემბერი 2022 (UTC)
წყალდიდობა
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა. ბმულების მითითებისას გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გვაქვს ორი სტატია — წყალდიდობა (წყლის რეჟიმი) (როდესაც მდინარეში წყლის დონე არის მომატებული) და წყალდიდობა (სტიქიური უბედურება, რომელსაც მოაქვს ნგრევა). ჩაბარუხისწყალი — აქ მაგალითად შევცვალე ბმულის სამიზნე. გიო ოქრო ⬤✔ 20:13, 14 იანვარი 2023 (UTC)
- ღამე მშვიდობისა! მე ჩემი მოკლე ჭკუით (ლამის 60 წლისა ვარ) ბავშვობიდან ასე მახსოვს, რომ წყალდიდობას (სტიქიური უბედურება, რომელსაც მოაქვს ნგრევა) ვეძახდით წყალდიდობას, ხოლო როდესაც მდინარეში წყლის დონეა მომატებული, მას ვეძახდით წყლის მატებას, ან წყლის დონის მატებას და მას წყალდიდობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. იქნებ მეცნიერებს ან ამ საქმის სპეციალისტებს (განსაკუთრებით ჰიდროლოგებს) შევკითხოდით და მერე შემოგვეღო წყალდიდობა და წყალდიდობა. თუ უკვე შევეკითხეთ და მათი თქმით ორივეს წყალდიდობა ქვია, მაშინ მე უფლებას ვიტოვებ არ დავეთანხმო ასეთ აბრაკადაბრას და აწი არც ერთ წყალდიდობას არ დავაკორექტირებ და არც მეორეს (რა თქმა უნდა ბოდიშის მოხდით).GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 20:40, 14 იანვარი 2023 (UTC)
- საქმე ისაა, რომ მდინარეთა სტატიებში, სადაც ლაპარაკია, რომ მაგალითად, გაზახფულზე იცის წყალდიდობაო, იგულისხმება, რომ წყლის დონე ამ დროს არის მომატებული (მაღალი). აქ ნგრევის მოტანა და სტიქიური უბედურება არ იგულისხმება. ზოგჯერ ვხმარობთ სტიქიური უბედურების მიმართებითაც. ანუ, ახლანდელი წყაროებით, ორი მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას... გიო ოქრო ⬤✔ 21:25, 14 იანვარი 2023 (UTC)
- თქვენი აზრი ჩემთვის საკმაოდ ადვილი გასაგებია. მე მხოლოდ ის მაინტერესებს, რომ ეს ტერმინები (წყალდიდობა) ჩვენი მოფიქრებულია თუ სპეციალისტების მიერაა ნაკარნახევი. ან სადმე მეცნიერულ ლექსიკონშია დაფიქსირებული. ჩემთვის საკმაოდ უხერხულია და უფრო მეტიც — ძალიან საკვირველი. ჩემი აზრით ორივე ერთი და იგივე წყალდიდობაა, უბრალოდ მასშტაბებს გააჩნია, ის რაც ნგრევას იწვევს წყლის დონის მაღალი მატებითაა გამოწვეული, ხოლო მეორე კი წყლის რაოდენობის მცირე მატება არაფერ ნგრევას არ იწვევს, შეიძლება წყალი მცირე რაოდენობით გადმოვიდეს ნაპირიდან და გადმოიტანოს წვრილი ან საშუალო შემავსებელი და მეტი არაფერი, ანაც უბრალოდ წყლის დონემ უმნიშვნელოდ მოიმატოს და ნაპირებიდან არც გადმოვიდეს. საქართველოში მდინარეებში წყლის დონის მატება ძირითადად ხდება გაზაფხულზე და იშვიათად შემოდგომაზე გააჩნია მასშტაბებს. ჩემი აზრით ეს არის და ეს. მე ახალი არაფერი აღმომიჩენია, რაც ყველამ უკვე დიდი ხანია ვიცით იმას გეუბნებით, მეტი არაფერი. ორივე ჩვეულებრივი წყალდიდობაა მასშტაბზე დამოკიდებული და მეტი არაფერი. ნუ ვეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში, მითუმეტეს როდესაც იგი იქ არ იმყოფება (ჩემი ნათქვამი რომ არ არის ეს ყველამ კარგად იცით).GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 21:56, 14 იანვარი 2023 (UTC)
- ენათშორის ბმულებს დააკვირდით. ორი სხვადასხვა რამაა. გიო ოქრო ⬤✔ 09:34, 15 იანვარი 2023 (UTC)
- გამარჯობათ! დავაკვირდი, დიახაც რომ დავაკვირდი. სხვა ენებსაც დავაკვირდი. ქართულის ვერაფერი დიდი სხვაობა მე ვერ აღმოვაჩინე ხოლო უცხო ენებზე თუ წყალდიდობა 138 ენაზეა დაწერილი, წყლის რეჟიმი კი მხოლოდ 38 ენაზე, მაგრამ ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავარი ისაა, რომ იქ ერთიდაიგივე სიტყვებით კი არ აღინიშნება ეს ორი თქვენი (და არა ჩემი) გაგებით სხვადასხვა ტერმინი, არამედ სხვადასხვათი. მაგ:
- ენათშორის ბმულებს დააკვირდით. ორი სხვადასხვა რამაა. გიო ოქრო ⬤✔ 09:34, 15 იანვარი 2023 (UTC)
- თქვენი აზრი ჩემთვის საკმაოდ ადვილი გასაგებია. მე მხოლოდ ის მაინტერესებს, რომ ეს ტერმინები (წყალდიდობა) ჩვენი მოფიქრებულია თუ სპეციალისტების მიერაა ნაკარნახევი. ან სადმე მეცნიერულ ლექსიკონშია დაფიქსირებული. ჩემთვის საკმაოდ უხერხულია და უფრო მეტიც — ძალიან საკვირველი. ჩემი აზრით ორივე ერთი და იგივე წყალდიდობაა, უბრალოდ მასშტაბებს გააჩნია, ის რაც ნგრევას იწვევს წყლის დონის მაღალი მატებითაა გამოწვეული, ხოლო მეორე კი წყლის რაოდენობის მცირე მატება არაფერ ნგრევას არ იწვევს, შეიძლება წყალი მცირე რაოდენობით გადმოვიდეს ნაპირიდან და გადმოიტანოს წვრილი ან საშუალო შემავსებელი და მეტი არაფერი, ანაც უბრალოდ წყლის დონემ უმნიშვნელოდ მოიმატოს და ნაპირებიდან არც გადმოვიდეს. საქართველოში მდინარეებში წყლის დონის მატება ძირითადად ხდება გაზაფხულზე და იშვიათად შემოდგომაზე გააჩნია მასშტაბებს. ჩემი აზრით ეს არის და ეს. მე ახალი არაფერი აღმომიჩენია, რაც ყველამ უკვე დიდი ხანია ვიცით იმას გეუბნებით, მეტი არაფერი. ორივე ჩვეულებრივი წყალდიდობაა მასშტაბზე დამოკიდებული და მეტი არაფერი. ნუ ვეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში, მითუმეტეს როდესაც იგი იქ არ იმყოფება (ჩემი ნათქვამი რომ არ არის ეს ყველამ კარგად იცით).GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 21:56, 14 იანვარი 2023 (UTC)
- საქმე ისაა, რომ მდინარეთა სტატიებში, სადაც ლაპარაკია, რომ მაგალითად, გაზახფულზე იცის წყალდიდობაო, იგულისხმება, რომ წყლის დონე ამ დროს არის მომატებული (მაღალი). აქ ნგრევის მოტანა და სტიქიური უბედურება არ იგულისხმება. ზოგჯერ ვხმარობთ სტიქიური უბედურების მიმართებითაც. ანუ, ახლანდელი წყაროებით, ორი მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას... გიო ოქრო ⬤✔ 21:25, 14 იანვარი 2023 (UTC)
- ქართ: წყალდიდობა (წყლის რეჟიმი) ---------- წყალდიდობა
- ინგ: Flood -------- Flood
- ესპ: Avenida --------- Inundacion
- ფრან: Crue --------- Inondation
- იტალ: Esondazione --------- Inondazione
- უკრ: Повiнь --------- Повiдь
- რუს: Половодие ---------- Наводнение
თუ შეამჩნიეთ ყველა ამ მსოფლიოში ნაცნობ და გავრცელებულ ენებზე ამ ორი ტერმინის მნიშვნელობა სხვადასხვა სიტყვითაა დაწერილი, გარდა ინგლისურისა. ინგლისელებს არ გააჩნიათ მეორე ტერმინი ისინი როგორც მე წყალდიდობას მიიჩნევენ წყალდიდობად და მეტი არაფერი, ანუ ახალს არაფერს არ იგონებენ. ჩვენ თუ გვინდა რამე ახლის გამოგონება არ ჯობია გავაკეთოთ ეს კარგად და არა ისე როგორც ამ სათამაშო და სასაცილო ფორმით გვაქვს გაკეთებული???GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 11:41, 15 იანვარი 2023 (UTC)
- ბატონო გიორგი, ახალს არაფერს არ ვიგონებთ. ახალ ტერმინს მე ვერ შევქმნი. ასე ჰქვია წყაროებში. ეს ორი ერთი და იგივე არ არის. Наводнение არის ერთჯერადი და ხანმოკლე მოვლენა. Половодие არის ხანგრძლივი, ერთსა და იმავე დროს განმეორებადი და სტაბილური. სხვაობა ძალიან დიდი და ადვილად დასანახია. ერთ სტატიად გაერთიანებაც შეიძლება, მაგრამ იქვე უნდა განისაზღვროს მათი ორი სხვადასხვა მნიშვნელობა, რაც, ჩემი აზრით, ცოტა ძნელი იქნება ერთი სტატიის შემთხვევაში. გიო ოქრო ⬤✔ 12:33, 15 იანვარი 2023 (UTC)
- მე განსაკუთრებით ტერმინებს ვეხები, თორემ ორი სტატია თუ საჭიროა იყოს ორი, ეგ არაფერი უბედურება არ არის, თუნდაც სამი იყოს, მაგრამ სხვადასხვა ტერმინით, მაგალითად წყლის რეჟიმი ოყოს დატბორვა, ან რაღაც მაგის მსგავსი.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 12:49, 15 იანვარი 2023 (UTC)
რატომ ამოიღეთ სტატიიდან კატეგორია კახეთის მხარის მდინარეები. ?. - OTOGI Messages 09:15, 16 იანვარი 2023 (UTC)
- გამარჯობათ! უბრალო მიზეზების გამო, იქ წერია კატეგორიები აზერბაიჯანის მდინარეები და საქართველოს მდინარეები. თუ არასწორად ამოვიღე მითხარით და ჩავსვავ, მითუმეტეს მისი ჩასმა არანაირ პრობლემას არ ქმნის.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 10:10, 16 იანვარი 2023 (UTC)
- იცით, სწორედ ამიტომ შეგეკითხეთ, რომ გაურკვევლად არ მაქვს სურვილი რედაქტირებების გაუქმებისა. და კიდევ, ძალიან გთხოვთ, რომ მიყოლებით ვიკიფიცირებას ნუ ასრულებთ, არაკითხვადია და არაპრაქტიკული. მაგ., ზედიზედ რამდენიმე სიტყვის „გალურჯება“ არ არის პრაქტიკაში, მათ შორის აუცილებლად უნდა იყოს დაშორება. - OTOGI Messages 10:30, 16 იანვარი 2023 (UTC)
გამარჯობა. რის საფუძველზე შეცვალეთ ფრონის ბმული აღმოსავლეთის ფრონეზე (სექციაში „იხ. აგრეთვე“)? ასევე, თუკი რაიმე ბმული გადამისამართებაა, არაა საჭირო ყველა სტატიაში მისი ჩანაცვლება გადამისამართების სამიზნე ბმულით. გადამისამართება მაგიტომაცაა, რომ იმ სხვადასხვა სახელიდან გადავიდეს ძირითად გვერდზე, რომლებიც სხვადასხვა წყაროშია დამოწმებული. გიო ოქრო ⬤✔ 14:40, 11 მაისი 2023 (UTC)
- მაგალითად ეს რედაქტირება — არანაირი აუცილებლობა არ არსებობს იმისა, რომ სადაც ქცია გვიწერია ყველა ხრამით შევცვალოთ. ამ მდინარეს ორი სახელი აქვს და ამ სახელებით მოხსენიება არც შეცდომაა და არც პრობლემატური. გიო ოქრო ⬤✔ 14:48, 11 მაისი 2023 (UTC)
- გამარჯობათ. უბრალო მიზეზების გამო. იქ წერია, რომ ფრონისპირეთი არის შიდა ქართლის ვაკის დასავლეთი ქვერაიონი და ფრონეში ჩამოთვლილ აღმოსავლეთ, დასავლეთ, შუა, ზედა და ქვედა ფრონეებიდან შეესაბამება მხოლოდ აღმოსავლეთი ფრონე და მეტი არცერთი. თუ თქვენ გადაასწორეთ ჩემი შესწორება მე არანაირი პრეტენზია არ მექნება. იკითხოს იმან ვინც ფრონეს დაუწკაპუნებს და საძებარი ექნება რომელ ფრონეს მიაქციოს წასაკითხად ყურადღება. რაც შეეხება მდინარე ხრამს ჩემი და თქვენი შეხედულებები განსხვავებულია. მდინარეს ორი სახელი აქვს, მაგრამ მას ორივე სახელი არ ქვია ნებისმიერ ადგილას. წალკის წყალსაცავამდე მას უწოდებენ ქციას, ხოლო შემდეგ ხრამს. მე ეს ახალგაზრდობიდან ვიცოდი (ეხლა უკვე 60 წლისა ვარ) და მხოლოდ წყარო მჭირდებოდა ამის დასადასტურებლად, რაც ჩავწერე კიდეც. ამას თუ თქვენ ამოშლით გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრამ დიდ შეცდომას დაუშვებთ, ფრონეზე გაცილებით დიდს (მხედველობაში მაქვს მდინარე ხრამი-ის რედაქტირება). მე ჩემი აზრი მოგახსენეთ და ეხლა რაც თქვენ გინდათ ის ქენით, ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოდ.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 15:14, 11 მაისი 2023 (UTC)
- ფრონისპირეთში მოცემული ბმული „ფრონე“ იმისთვისაა, რომ მკითხველმა გაიგოს, რატომ ჰქვია ფრონისპირეთი, ანუ რის მიხედვით. წყაროში არ კონკრეტდება რომელიმე ფრონე, ამიტომ მოცემულია საერთო სახელით. სტატიაში „ნაძვი“ — აღმოსავლური ნაძვი გადაგისწორებიათ აღმოსავლეთის ნაძვად, არადა ამ მცენარეს წყაროების უმრავლესობაში აღმოსავლური ნაძვი ჰქვია (მოყვანილია განხილვაში) და ახლა უკან უნდა გადავასწორო. ამით იმის თქმა მინდა, რომ გადამისამართებათა უპირობოდ შეცვლა სწორი არ იქნება. დანარჩენი თქვენ იცით. გიო ოქრო ⬤✔ 15:32, 11 მაისი 2023 (UTC)
- ვერ დაგეთანხმებით. რაც შეეხება ნაძვს, იქ ჩემი აზრით ყველაფერი სწორეა.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 16:03, 11 მაისი 2023 (UTC)

ტერმინთა ამოშლა
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა. ამის შესახებ ბევრჯერ მოგწერეს სხვადასხვა რედაქტორმა, მაგრამ იგივეს აგრძელებთ. ლიქენა და მღიერა არის სინონიმები (ერთი უცხოურია, მეორე ქართული), ეს აღნიშნულია სტატიაშიც. ვიკიპედიის სტატიებში გვხვდება ორივე. თქვენი რედაქტირებებით ვიკიპედიის ფურცლებიდან საერთოდ აქრობთ მიღებულ ტერმინს, რაც სწორი არ არის. გთოვთ, გაითვალისწინოთ. გიო ოქრო 11:32, 3 იანვარი 2024 (UTC)
- ბატონო გიორგი, მღიერებს რატომ იღებთ სტატიებიდან? )) გიო ოქრო 20:42, 22 თებერვალი 2024 (UTC)
- ღამე მშვიდობისათ! მღიერებს კი არ ვიღებ არამედ მის მაგივრად ვსვავ გადამისამართების შედეგად დღეისათვის არსებულ სახელ ლიქენებს. შესაძლებელია თქვენ მღიერები უფრო მოგწონთ, ეს ჩემთვის სულაც არ არის გასაკვირი (ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ), მაგრამ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს სტატია მე არ გადამიმისამართებია და თუ მღიერები უფრო ჯობდა მაშინ რატომ გადამისამართდა? ან დაუყოვნებლივ (თუნდაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ) არ დაუბრუნდა ძველი სახელი? ეს არის და ეს, მეტი არაფერი, თორემ გარწმუნებთ არც მე მაქვს მღიერების მიმართ რამე საწინააღმდეგო.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 20:56, 22 თებერვალი 2024 (UTC)
- კი, გადამისამართდა, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ყველა სტატიიდან ამოიშალოს? მღიერა მიღებული ტერმინია, ლიქენაც. სინონიმებია და ორივეს ხმარება დასაშვებია სრულად. ამიტომაა გადამისამართების ფუნქცია რომ გვაქვს. გიო ოქრო 21:05, 22 თებერვალი 2024 (UTC)
- მე მესმის თქვენი. ძალიან კარგადაც მესმის, მაგრამ გთხოვთ ჩემი აზრიც მოისმინოთ, თუნდაც არასწორი. ჩემი გაგებით როდესაც რაიმე დასახელება გადამისამართდება ეს ნიშნავს, რომ ახალი ცოტათი მაინც უკეთესია ძველზე. იმიტომ, რომ თუ მაინც ის ძველი ჯობია, ან არ ჯობია, მაგრამ იგივეა, მაშინ რაღაზე ვამისამართებდით. ზოგიერთ გადამისამართებას არც მე ვეთანხმები, მაგრამ რადგან საზოგადოებამ მიიღო მეც ჩუმად ვარ (მაგალითად სირიის დედაქალაქს დამასკი რომ ვუწოდეთ რა მეთქვა არ ვიცოდი და დღესაც არ ვიცი იგივე სახელი ქვია თუ დაუბრუნდა ძველი სახელი). ეხლა რაც შეეხება მღიერებს (იგივე ლიქენებს) - ჩემი აზრით გადამისამართების ავტორებმა ჩათვალეს, რომ ლიქენები უფრო სწორი იყო ვიდრე მღიერები (არ ვიცი რამდენად მართლები არიან ისინი), თუნდაც ცოტათი უფრო სწორი, რასაც დაეთანხმა საზოგადოება (როგორც დამასკის). მე ბიოლოგიაში ძალიან სუსტი ვარ, მაგრამ მეც მათ მხარეზე ვარ და იმიტომ ვუცვლი სახელებს მეტი არაფერი (კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეიძლება ვცდები). თუ თქვენ სხვანაირად ფიქრობთ, მაშინ ადექით და თქვენ უკან დაუბრუნეთ სახელი. მე არაფერი მეწყინება. ღმერთმა სულ გამარჯვებებისკენ გატაროთGiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 21:26, 22 თებერვალი 2024 (UTC)
- სტატიის სახელწოდება არავის შეუცვლია, დაწერის დღიდან „ლიქენები“ ჰქვია, უბრალოდ სინონიმური „მღიერიდან“ არის გადამისამართება, რომ როდესაც საძიებოში ჩაწერს ადამიანი ან ბმულს გაუკეთებს, გადავიდეს ძირითად სტატიაზე. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ტერმინი კარგია და რომელიმე ცუდი. ორივეს გამოყენება შეგვიძლია თავისუფლად, რადგან პარალელური ფორმებია. აი მაგალითად სტამბული და სტამბოლი სხვა შემთხვევაა, აქ სტამბული პარალელური ფორმა კი არა, არასწორი ფორმაა, ამიტომ მისი გამოყენება სტატიებში არ შეიძლება. სინონიმებს ეს არ ეხება. ბევრ სტატიაში გვაქვს, მაგალითად, ენათმეცნიერება, ბევრშიც — ლინგვისტიკა, რადგან პარალელური ფორმებია. ჩემი აზრით, ასე მკაცრად არ უნდა მივუდგეთ სინონიმიის შემთხვევებს. გიო ოქრო 21:31, 22 თებერვალი 2024 (UTC)
- გამარჯობათ! და თუ ორივეს გამოყენება შეგვიძლია მაშინ იყოს ლიქენები. იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ უკმაყოფილო ხართ ლიქენებით და უფრო მღიერებს ემხრობით (რაც ჩემი აზრით სულაც არ არის ცუდი) მე პირობას ვდებ, რომ დღეიდან აღარ შევეხები სტატიებში მათი დასახელებების შეცვლას (ანუ სადაც წერია მღიერი ეწერება მღიერი და არა ლიქენი). მე თქვენ დიდ პატივს გცემთ და სულაც არ მინდა თქვენი გაბრაზება. დიდი ბოდიში რაც აქამდე გამიკეთებია.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 09:59, 23 თებერვალი 2024 (UTC)