მიჰტეკები (ესპ.Mixtecos) — ძველი მესოამერიკული ერი, მექსიკის შტატ ოახაკასა და მის ჩრდილოეთით მდებარე შტატებში დასახლებული. დასახელება „მიჰტეკები“ ნაუატლიდან თარგმანში ნიშნავს „ერი ღრუბლების ქვეყნიდან“. საერთო რაოდენობა — დაახლოებით 270 ათასი ადამიანი. საუბრობენ მიჰტეკურ ენაზე, ასევე გავრცელებულია ესპანური ენა.
მიჰტეკები იყვნენ მაღალგანვითარებული კოლუმბამდელი კულტურის მატარებლები სამხრეთ მექსიკაში. VII საუკუნეში მიჰტეკებმა თავიანთი კულტურის აყვავებას მიაღწიეს. ისინი ცნობილნი იყვნენ ხშირი ომებით საპოტეკების წინააღმდეგ. 1455 წელს მიჰტეკები აცტეკებმა დაიპყრეს.
მიჰტეკები მარჯვე ხელოსნები იყვნენ, მათი ნაკეთობები ძვირად ფასობდნენ მეზობელ ქვეყნებში. ისინი აწარმოებდნენ ნათელი საღებავებით შეღებილ კერამიკის ნაკეთობებს, ქმნიდნენ ძვირფას ფირუზისმოზაიკებს და იყვნენ მეტალის დამუშავების ოსტატები. მრავალრიცხოვანი არტეფაქტების ნამარხები, რომლებიც მოწმობდნენ მეტალების დამუშავების მაღალ ოსტატობაზე, აღმოაჩინეს მონტე-ალბანში. მიჰტეკების კულტურული გავლენა გავრცელდა ჩოლულაშიც. მიჰტეკებს ჰქონდათ საკუთარი იდეოგრაფიული დამწერლობა.