მიკის საშობაო სიმღერა
„მიკის საშობაო სიმღერა“ | |
---|---|
რეჟისორი | ბერნი მეტინსონი |
პროდიუსერი | ბერნი მეტინსონი |
ნაწარმოები | ჩარლზ დიკენსი |
როლებში |
უეინ ელვინი კლერენს ნეში ჰელ სმითი ალან იანგი უილ რაიანი ედი კეროლი |
კომპოზიტორი | ირვინ კოსტელი |
მონტაჟი |
არმეტა ჯექსონ-ჰამლეტი ჯეიმზ მელტონი |
სტუდია | Walt Disney Pictures |
დისტრიბუტორი | Buena Vista Distribution |
პრემიერა |
|
ხანგრძლივობა | 26 წთ |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
წინა | უბრალო რამები (1953) |
შემდეგი | უფლისწული და მათხოვარი (1990) |
მიკის საშობაო სიმღერა (ინგლ. Mickey's Christmas Carol) — სტუდიის Walt Disney Productions მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელიც გამოვიდა 1983 წლის 20 ოქტომბერს, კომპანიის Buena Vista Distribution დისტრიბუციით. ეს იყო ამ ლეიბლის უკანასკნელი ფილმი, რომელიც გამოვიდა კინოთეატრებში. შემდგომში უოლტ დისნეის კომპანიის ყველა ფილმი კინოთეატრებში ვრცელდებოდა თავად კომპანიის მიერ. საგულისხმოა, რომ მიკის საშობაო სიმღერა და მაშველები კინოთეატრებში ერთად გავიდა.
ფილმი ეფუძნება ჩარლზ დიკენსის კლასიკურ ნაწარმოებს საშობაო სიმღერა. მისი მთავარი გმირი არის სკრუჯ მაკდაკი, რომელიც განასახიერებს პერსონაჟ ებენეზერ სკრუჯს, ხოლო მიკი მაუსი წარმოდგენილია ბობ კრეტჩიტის როლში. ფილმი აგრეთვე ეფუძნება 1972 წლის აუდიოდადგმას, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ დისნეის პერსონაჟები. ანიმაციური ვერსიის შექმნამდე, აუდიოვერსიაში სხვადასხვა დროის სულების როლში წარმოდგენილები იყვნენ - მერლინი (ხმალი ქვაში), ცისფერი ფერია (პინოქიო და დედოფალი (ფიფქია და შვიდი ჯუჯა).
მიკის საშობაო სიმღერა იყო 30 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ფილმი მიკი მაუსის მონაწილეობით. სხვადასხვა დროს იგი ნაჩვენები იქნა ტელეეთერით. 2008 წლის 10 დეკემბერში ტელეარხმა ABC Family წარმოადგინა იგი საშობაო პროგრამების ფარგლებში, მაგრამ შემოკლებული სახით. ტელეარხმა Toon Disney იგი აჩვენა შემოკლებების გარეშე.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ებენეზერ სკრუჯი (სკრუჯ მაკდაკი) — ძალიან მდიდარი, მაგრამ მეტად ძუნჭი. იგი უხეშად ექცევა ყველა გარშემომყოფს. შობის წინ იგი გამოისტუმრებს ბობ კრეტჩიტს (მიკი მაუსი), რომელიც მასთან მსახურობს, ისე რომ არც კი იფიქრებს მის გაჭირვებულ ოჯახზე. მიკი დაღონებული ბრუნდება ოჯახში.
სკრუჯი ბრუნდება შინ, მაგრამ ღამით მას გამოეცხადება სამი სხვადასხვა სული. პირველია წარსულის სული, რომელიც უჩვენებს მას წარსულს და მის შეცდომებს. მეორეა აწმყოს სული, რომელიც უჩვენებს თუ როგორ ცხოვრობს ბობი. მესამეა მომავლის სული, რომელიც შეაშინებს სკრუჯს იმით რომ საკუთარ საფლავს უჩვენებს. ებენეზერი მიხვდება, რომ მისი სიძუნწე ცუდ შედეგებს მოუტანს. დილით გაღვიძებული, იგი გარბის ქუჩაში, გახარებული ესალმება ყველას, ხოლო კრეტჩიტის ბავშვებს ასაჩუქრებს სხვადასხვა სათამაშოებით, ბობს კი აწინაურებს თანამდებობით.
პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სკრუჯ მაკდაკი - ებენეზერ სკრუჯი
- მიკი მაუსი - ბობ კრეტჩიტი
- დონალ დაკი - ფრედ ჰანიუელი (ებენეზერის ძმისშვილი)
- ვირთხა და თხუნელა - გაჭირვებულთათვის დახმარების შემგროვებლები
- გუფი - ჯეიკობ მარლი
- კალია ჯიმინი - წარსული შობის სული
- დეიზი დაკი - იზაბელა
- გიგანტი უილი - აწმყო შობის სული
- მინი მაუსი - მისის კრეტჩიტი
- მორტი ფილდმაუსი - პატარა ტიმი
- ფერდი ფილდმაუსი - პიტერ კრეტჩიტი
- მელოდი მაუსი - მართა კრეტჩიტი
- შავი პიტი - მომავალი შობის სული
- მისტერ ბაყაყი - მისტერ ფეზივიგი
- სხვა გმირები
- ჰიუი, დიუი და ლუი
- ცხენი ჰორასი
- ძროხა კლარაბელა
- ბებია დაკი
- ჩიპი და დეილი
- ბატი გასი
- სინდიოფალები
- კრიახა კლარა
- დიდი ცუდი მგელი
- სამი პატარა გოჭი
- სკიპი, სისი, დედა კურდღელი, კუ ტობი (ფილმიდან რობინ ჰუდი)
- ლედი კრიახა
- ენგუს მაკ-მაჩვი
- ჩიტი ნაბუმბუ (ფილმიდან საწოლის სახელურები და ცოცხების ტარები)
- ძია ვალდო (ფილმიდან არისტოკატები)
ამ ფილმში ჩნდება ბევრი პერსონაჟი დისნეის ძველი ფილმებიდან, რომელიც არც კი ჩანს ეკრანზე. მაგალითად, სამი პატარა გოჭი მღერის სიმღერას ფილმის დასაწყისში.