ლუჩია ბოსე
ლუჩია ბოსე | |
---|---|
ლუჩია ბოსე | |
დაბადების თარიღი |
28 იანვარი 1931 მილანი, იტალია |
გარდაცვალების თარიღი |
23 მარტი, 2020 (89 წ.) სეგოვია, ესპანეთი |
გარდაცვალების მიზეზი | COVID-19 |
პროფესია | მსახიობი |
მეუღლე(ები) | ლუის მიგელ დომინგინი |
შვილ(ებ)ი | 3 |
ჯილდოები |
მის იტალია 1947 პრემია «კაპრის ლეგენდა» (2004). სამოქალაქო დამსახურების ორდენი (ესპანეთი). |
ლუჩია ბოსე (იტალ. Lucia Bosè; დ. 28 იანვარი, 1931, მილანი — გ. 23 მარტი, 2020, სეგოვია, ესპანეთი) — ნეორეალიზმის პერიოდის იტალიელი მსახიობი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუჩია ბოსე დაიბადა მილანში 1931 წელს.[1] ახალგაზრდობაში მუშაობდა მილანის ერთ-ერთ საცხობში, 1947 წელს გახდა მის იტალიის სილამაზის კონკურსის გამარჯვებული (ამავე კონკურსში მონაწილეობდა ჯინა ლოლობრიჯიდა, რომელმაც მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა).[2] მოგვიანებით, მან ითამაშა დინო რიზის ფილმში „მილანის ხუთი დღე“.
ლუჩია ბოსეს კინოდებიუტი შედგა 1950 წელს ჯუზეპე დე სანტისის ფილმში „არ არის მშვიდობა ზეთისხილის ქვეშ“. იმავე წელს მან ითამაშა პაოლა მოლონი მიქელანჯელო ანტონიონის ფილმში „ერთი სიყვარულის ქრონიკა“. 1953 წელს ანტონიონიმ კვლავ მიიწვია ლუჩია კლარა მენის როლის შესასრულებლად ფილმში „ლედი კამელიების გარეშე“.
მისი კარიერა აქტიურად ვითარდებოდა 1956 წლამდე,[3] როდესაც ლუჩიამ იქორწინა ესპანელ მატადორ ლუის მიგელ დომინგინზე და ოთხი წლის შემდეგ მიატოვა კარიერა. წყვილმა ორჯერ იქორწინა. პირველად 1955 წლის 1 მარტს ლას-ვეგასში, შემდეგ კი იმავე წლის 19 ოქტომბერს, კათოლიკური ტრადიციებით, ფინკას საოჯახო მამულში. ლუის მიგელმა კარიერა გააგრძელა საზღვარგარეთ. მათი პირველი შვილი, მიგელ ბოსი, 1956 წლის 3 აპრილს პანამაში დაიბადა. მათი მეორე შვილი, ლუჩია, 1957 წელს დაიბადა, ხოლო მესამე, პაოლა, 1960 წელს. ამ დროის ბოლო ფილმი მისი მონაწილეობით იყო ჟან. კოქტოს "ორფეოსის ანდერძი" (1960).
შემდეგი წლები მან მიუძღვნა მეუღლესა და შვილების - მიგელი, პაოლა და ლუჩიას აღრზდას. ლუჩია და მისი მეუღლე დაქორწინებულები იყვნენ 1968 წლამდე, მაგრამ დროთა განმავლობაში, მათი ურთიერთობა გამწვავდა, მდგომარეობას ართულებდა ის ფაქტიც, რომ ლუჩიას არ ჰქონდა ინტერესი კორიდის მიმართ და ვერასოდეს დაუახლოვდა „ დომინგინის კლანს“. ასევე მეუღლის ღალატმაც უარყოფითი გავლენა იქონია ქოწინებაზე.
მსახიობი კინოში დაბრუნდა 1960-იანი წლების ბოლოს, როდესაც გამოჩნდა ფედერიკო ფელინის ფილმ „სატირიკონში“, შემდეგ კი - ძმები ტავიანების ფილმში „მორიელის ნიშნით“ (1969). მას შემდეგ ის პერიოდულად თამაშობდა მცირე როლებს მარგარიტ დურასის, ჟანა მოროს, ლილიანა კავანის, დანიელ შმიდის, პედრო ალმოდოვარის, ფრანჩესკო როზის, აგუსტინ ვილაონგას, ფერზან ოზპეტეკის და სხვათა ფილმებში.
2000 წელს ლუჩია ბოსემ აიხდინა ახალგაზრდობის ოცნება - მან გახსნა მსოფლიოში პირველი ანგელოზების მუზეუმი. მუზეუმში, რომელიც მდებარეობს ქალაქ ტურეგანოში, სეგოვიაში, წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე მხატვრების ოთხმოცზე მეტი ნამუშევარი ანგელოზების გამოსახულებებით, აგრეთვე ანგელოზთა სხვადასხვა ქანდაკებები.
ლუჩია ბოსე გარდაიცვალა 89 წლის ასაკში 2020 წლის 23 მარტს სეგოვიაში, ესპანეთში. COVID-19 პანდემიის დროს კორონავირუსისაგან გამოწვეული ფილტვების ანთების გართულებით.[4]<[5]
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეუღლე (1955-1967) მატადორი ლუის მიგელ დომინგინი (9 დეკემბერი, 1926 - 8 მაისი, 1996)
- შვილები:
- მიგელ ბოსე (დ. 3 აპრილი, 1956), ესპანელი მომღერალი, მსახიობი და რეჟისორი.
- პაოლა დომინგინი (დ. 5 ნოემბერი, 1960), ესპანელი მსახიობი.
- ლუჩია ბოსე უმცროსი (დაიბადა 1957 წელს), მსახიობი.
- შვილიშვილი - ბიმბა ბოსე (დ. 1975 წლის 1 ოქტომბერი - 2017 წლის 23 იანვარი), მოდელი, დიზაინერი, მომღერალი (ჯგუფ The Cabriolets– სოლისტი), მსახიობი, გარდაიცვალა მკერდის კიბოთი.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პრემია «კაპრის ლეგენდა» (2004)
- სამოქალაქო დამსახურების ორდენი (ესპანეთი).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lucia Bosè at IMDb
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Lucia Bosè Birth Certificate". Roberto Liberatori. 11 October 2020.
- ↑ "Lucia Borloni". Archivio Flavio Beninati (in Italian). Archived from the original on 2 February 2017. Retrieved 13 September 2019.
- ↑ "La Revista: Nosotros los Bosé". El Mundo (in Spanish) (124). Retrieved 13 September 2019.
- ↑ È morta Lucia Bosé. Aveva contratto il coronavirus;[მკვდარი ბმული] accessed 14 July 2020.(in Italian)
- ↑ Daniel E. Slotnik. "Lucia Bosé, Whose Acting Was Interrupted by Marriage, Dies at 89". Nytimes.com. Retrieved 14 July 2020.