[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ლამინარიასნაირნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლამინარიასნაირნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  წაბლა წყალმცენარეები
რიგი:  ლამინარიასნაირნი
ლათინური სახელი
Laminariales

ლამინარიასნაირნი (ლათ. Laminariales) — წაბლა წყალმცენარეების რიგი. ზოგჯერ გიგანტური, ჩვეულებრივ 10-15 სიგრძის ზღვის წყალმცენარეებია. თალუსი შედგება ერთი ან რამდენიმე მსხვილი ფოთლისებრი ფირფიტისა და მარტივი ან დატოტვილი საყრდენისაგან, რომელიც რიზოიდებით ან ბალიშისებრი წარმონაქმნით ემაგრება წყალქვეშა ქვებს. განვითარების ციკლში კარგად არის გამოხატული თაობათა მორიგეობა.

ლამინარიასნაირნი ცხოვრობენ ზომიერ და ცივ წყლებში. ცნობილია 100-მდე სახეობა. ყველაზე დამახასიათებელი და მნიშვნელოვანია ლამინარის (ლათ. Laminaria) გვარი (ზღვის კომბოსტო). ლამინარია შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, იოდსა და მიკროელემენტებს. გამოიყენება მრეწველობასა და მედიცინაში. ხმარობენ საკვებად, სასუქად, მისგან იღებენ ალგინის მჟავასა და მანიტის სპირტს.