[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ლიფუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიფუ
მშობ. სახელი: ფრანგ. Lifou Island
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 20°54′S 167°12′E / 20.9° ს. გ. 167.2° ა. გ. / -20.9; 167.2
ფართობი 1207,1 კმ²
სიგრძე 81 კმ
სიგანე 16-24 კმ
უმაღლესი წერტილი 104 მ
ახალი კალედონიის დროშა ახალი კალედონია
პროვინცია ლუაიოტე
კომუნა ლიფუ
დემოგრაფია
მოსახლეობა 8627 (2009)
სიმჭიდროვე 7,147 ად. /კმ²

ლიფუ (ფრანგ. Lifou Island) — ყველაზე დიდი კუნძული ლუაიოტეს კუნძულების ჯგუფში წყნარ ოკეანეში[1]. ეკუთვნის ახალ კალედონიას. ადმინისტრაციულად შედის ლუაიოტეს პროვინციის ლიფუს კომუნის შემადგენლობაში.

ლიფუს კუნძულის რუკა

ძველად ლიფუ იყო მარჯნული ატოლი, რომელიც წყალში ჩაძირული ვულკანის ნაწილია. დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ კუნძულის ზედაპირი აიწია დღეისათვის არსებულ დონეზე.

კუნძულს აქვს არასწორი ფორმა. ლიფუს სიგრძე შეადგენს დაახლოებით 81 კმ-ია, სიგანე მერყეობს 16-დან 24 კმ-მდე. კუნძულის ზედაპირი სწორია, ლიფუზე არ არსებობს მთები და მდინარეები.

ლიფუს ცენტრალური ნაწილი წარმოადგენს პლატოს, რომელიც დაფარულია ხშირი მცენარეულობით[2]. კუნძულის სამხრეთ ნაწილში გამოქვაბულების დიდი რაოდენობა მდებარეობს. ლიფუს დასავლეთ ნაწილში მდებარეობს სანტალის უბე, რომელსაც სახელი დაერქვა კუნძულზე სანტალით (ლათ. Santalum) მოვაჭრეების პატივსაცემად.

ლიფუს კუნძული 1827 წელს აღმოაჩინა ფრანგმა მოგზაურმა ჟიულ-სეზარ სებასტიენ დიუმონ-დიურვილმა[3]. შემდგომში კუნძულზე გამოჩნდნენ კათოლიკე და პროტესტანტი მისიონერები. XIX წელს ლიფუზე ყვაოდა სანტალით ვაჭრობა და მონათა ვაჭრობა. 1864 წელს კუნძული ანექსირებული იქნა საფრანგეთის მიერ[3].

კუნძულის ძირითადი დასახლებული პუნქტია სოფელი ვე (We), ლიფუს კომუნის ადმინისტრაციული და კომერციული ცენტრი. 2009 წელს კუნძულის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 8627 ადამიანი, რომლებიც ცხოვრობენ სამ ტომობრივ რაიონში: ვეტრი (Wetr), ლოსი (Lösi) და გაიტჩა (Gaïça)[2].

ადგილობრივი მოსახლეობის მკვიდრი ენაა — დეჰუ.

ტურიზმი — ლიჰუს კუნძულის ინდუსტრიის მთავარი დარგია. ძირითადი საექსპორტო საქონელია: კოპრა, ვანილი, შაქრის ლერწამი, კაუჩუკი.

  1. Oceandots.com. Lifou. (ინგლისური)
  2. 2.0 2.1 [Jane’s New Caledonia Home Page. ლუაიოტეს კუნძულები. ლიფუს კუნძული. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-24. ციტირების თარიღი: 2014-11-21. Jane’s New Caledonia Home Page. ლუაიოტეს კუნძულები. ლიფუს კუნძული. (ინგლისური)]
  3. 3.0 3.1 ინფორმაცია კუნძულ ლიფუზე ლუაიოტეს კუნძულების ტურისტულ საიტზე. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-10. ციტირების თარიღი: 2014-11-21.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლიფუ&oldid=4516101“-დან