[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

დევიდ ჯულიუსი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დევიდ ჯულიუსი
ინგლ. David Jay Julius
დაბ. თარიღი 4 ნოემბერი, 1955(1955-11-04) (69 წლის)
დაბ. ადგილი ბრაიტონ-ბიჩი[1]
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიოლოგი და ბიოქიმიკოსი
მუშაობის ადგილი კალიფორნიის უნივერსიტეტი, UCSF Medical Center[2] და კოლუმბიის უნივერსიტეტი[3]
ალმა-მატერი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი და აბრაამ ლინკოლნის უმაღლესი სკოლა
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
მეუღლე Holly Ingraham[1]
ჯილდოები ასტურიის პრინცესის პრემია სამეცნიერო და ტექნიკური აღმოჩენებისათვის[4] , Perl-UNC Prize, ვ. ოლდენ სპენსერის პრემია, დოქტორ პოლ იანსენის პრემია ბიომედიცინის კვლევისთვის[5] , გაირდნერის ფონდის საერთაშორისო პრემია, The Shaw Prize in Life Science and Medicine, კავლის პრემია ნეირომეცნიერებებში, ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[6] , როზენშტილის პრემია[7] , Clarivate Citation Laureates[8] და honorary doctor of the University of Bordeaux[9]

დევიდ ლეი ჯულიუსი (ინგლ. David Jay Julius; დ. 4 ნოემბერი, 1955, ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი ფიზიოლოგი. ცნობილია თავისი შრომებით ტკივილისა და ტემპერატურის შეგრძნებების მოლეკულური მექანიზმების შესახებ. ჯულიუსის მიერ TRPV1-ის სახელწოდებით ცნობილი რეცეპტორის აღმოჩენამ, ასევე მისმა შემდგომა კვლევებმა ტემპერატურის აღქმის მოლეკულური საფუძვლების შესახებ, ნათელი მოჰფინა ადამიანის ნერვული სისტემის მიერ სითბოს, სიცივისა და ტკივილის მგრძნობელობის ბევრ ფუნდამენტურ საკითხს. 2021 წელს, ლიბანელ-ამერიკელ მეცნიერ არდემ პატაპუტიანთან ერთად, ჯულიუსი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში.[10]

2021 წლის ნობელია პრემია: ტემპერატურის და შეხების მგრძნობელობის მოლეკულური საფუძვლები.

დევიდ ჯულიუსი წარმოშობით რუსეთიდან ემიგრირებული აშკენაზი ებრაელების ოჯახიდანაა.[11] ის 1955 წელს დაიბადა ბრუკლინში (ბრაიტონ-ბიჩის რაიონი) და 1977 წელს დაამთავრა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი. 1984 წელს მან დოქტორის წოდება მოიპოვა ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში, სადაც ჯულიუსი საფუარის სოკოებში ცილების (პეპტიდების) გამომუშავების საკითხებზე მუშაობდა. ჯულიუსმა შემდგომი სამეცნიერო მოღვაწეობა კოლუმბიის უნივერსიტეტში განაგრძო. თავის კვლევებში ის იყენება გენური კლონირების ტექნოლოგიებს და გამოავლინა სეროტონინის რეცეპტორების ოჯახის გენები. 1989 წელს ჯულიუსი კალიფორნიის უნივერსიტეტის (სან-ფრანცისკო) გუნდს შეუერთდა.[12]

კალიფორნიის უნივერსიტეტში მუშაობისას ჯულიუსის ძირითადი სამეცნიერო ინტერესი იონური არხები და სომატური მგრძნობელობის, განსაკუთრებით, ტკივილის აღქმის მოლეკულური მექანიზმები იყო. ამ დროისთვის უკვე აღმოჩენილი იყო კაპსაიცინი — ნივთიერება, რომელიც წითელი წიწაკის შემადგებლობაში შედის და იწვევს დამახასიათებელ წვის შეგრძნებას, თუმცა უცნობი იყო ის ნერვული დაბოლოება (რეცეპტორი), რომელთანაც კაპსაიცინი ურთიერთქმედებს. გენური კლონირების სტრატეგიის გამოყენებით, ჯულიუსმა გამოავლინა კანის რეცეპტორი, რომელიც პასუხობს სითბურ გამღიზიანებელს. შემდეგ მან მოახერხა ამ რეცეპტორთან დაკავშირებული მოლეკულის იზოლირება; დაადასტურა, რომ ის იონურ არხს წარმოადგენდა და მას TRPV1 (ინგლ. transient receptor potential cation channel subfamily V member 1, „გარდამავალი რეცეპტორული პოტენციალის კათიონური არხი, ქვეოჯახი V, წევრი 1“) უწოდა.[12]

ჯულიუსის შემდგომდროინდელმა კვლევებმა წვლილი შეიტანა სხვა თბომგრძნობიარე იონური არხების აღმოჩენაში. მათ გარდამავალი რეცეპტორული პოტენციალის (TRP) არხების ოჯახი ეწოდა. მათ შორისაა ჯულიუსის მიერ აღწერილი TRPM8, პირველი რეცეპტორი, რომელიც აღმოჩნდა, რომ პასუხისმგებელი იყოს სიცივის შეგრძნებაზე. ამ კვლევებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმის გააზრებას, თუ როგორ წარმოიქმნება ტემპერატურის აღქმის ელექტრული სიგნალები ადამიანის ნერვულ სისტემაში. 2021 წელს ჯულიუსმა და არდემ პატაპუტიანმა ნობელის პრემია მიიღეს. გარდა ამისა, ჯულიუსი დაჯილდოებულია ბუნებისმეტყველებასა და მედიცინაში შოუს პრიზით (2010), კანადის გერდნერის საერთაშორისო ჯილდოთი (2017), ნეირომეცნიერებაში კავლის პრიზით (2020, პატაპუტიანთან ერთად) და ბუნებისმეტყველებაში „გარღვევის პრიზით“ (2020). ის ასევე არჩეულია აშშ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრად (2004) და ჰოვარდ ჰიუს სამედიცინო ინსტიტუტის მზრუნველთა საბჭოს წევრად (2021).[12]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]