[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

გეორგ ჰენრიკ ფონ ვრიგტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გეორგ ჰენრიკ ფონ ვრიგტი

გეორგ ჰენრიკ ფონ ვრიგტი (გერმ. Georg Henrik von Wright; დ. 14 ივნისი 1916, ჰელსინკი, ფინეთის დიდი სამთავრო, ავტონომია რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში — გ. 16 ივნისი, 2003, ჰელსინკი) — ფინელი ფილოსოფოსი და ლოგიკოსი. 1968-1970 წლებში — ფინეთის აკადემიის პრეზიდენტი.

დაამთავრა ჰელსინკის უნივერსიტეტი (1937). იქვე დოცენტი 1943 წლიდან. სადოქტორო დისერტაცია „ინდუქციის ლოგიკური პრობლემები“ (1941). 1948 წელს მიწვეულ იქნა კემბრიჯში, სადაც ლუდვიგ ვიტგენშტაინის ხელმძღვანელობით მუშაობდა, გახდა მისი თანამდებობრივი მემკვიდრე. 1951 წლიდან კვლავ ფინეთშია, ჰელსინკის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი.

ფინეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1961), 1968-1970 წწ. მისი პრეზიდენტი, აგრეთვე მეცნიერული საზოგადოების პრეზიდენტი. 1975-78 წწ. ფილოსოფიის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტი.

ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას აშშ-სა და ევროპის უნივერსიტეტებში, მრავალი აკადემიისა და მეცნიერული საზოგადოების წევრი, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. ბრიტანეთის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1961).

1986 წელს მიიღო ალექსანდრე ჰუმბოლდტის პრემია და შვედეთის აკადემიის უმაღლესი პრემია, 1993 წელს — სელმა ლაგერლოფის ლიტერატურული პრემია, 1998 წელს კი ტაგ დანიელსონის პრემია.

მრავალი მეცნიერული შრომის ავტორი ფილოსოფისა და ლოგიკის დარგში. აგრეთვე ავტორი სტატიებისა და ესსეების მეცნიერებისა და კულტურის საკითხებზე.

მისი ფილოსოფიური შეხედულებები ყალიბდებოდნენ მურის, ჩ.დ. ბროუდის და ფინელი ფილოსოფოსის ე. კაილის ზეგავლენით, მაგრამ განსაკუთრებით ძლიერი იყო ვიტგენშტაინის გავლენა. ვრიგტი ანალიზური ფილოსოფიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგებელია. მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ვენის წრესთან. მისი ფილოსოფიური ინტერესები უპირატესად მოიცავენ მეცნიერების ფილოსოფიას, ეპისტემოლოგიას და არაკლასიკურ ლოგიკებს. იგი იკვლევდა დროისა და ცვლილებების პრობლემებს, მიზეზობრიობას, დეტერმინიზმსა და ალბათობას, აანალიზებდა დედუქციური მსჯელობების ფორმალიზაციის ხერხებს ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში და ინდუქციის პრობლემებს. ვრიგტის ლოგიკურ ნაშრომებში მოცემულმა იდეებმა საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე ლოგიკის მთელ რიგ ახალ განყოფილებებს, რომელთაც არსებითი ფილოსოფიური და გამოყენებითი მნიშვნელობა აქვთ. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან დეონტიური ლოგიკა, რელევანტური ლოგიკა, მოქმედებების ლოგიკა, შეფასებებისა და უპირატესობის მიცემის ლოგიკა, ცვლილების ლოგიკა და ლოგიკა ჭეშმარიტებისა. ვრიგტი არის ავტორი გამოკვლევებისა ანალიზურ და გამოყენებით ლოგიკაში, ესეებისა ლიტერატურის და მწერლების შესახებ, რომელთა შორის არიან ტოლსტოი და დოსტოევსკი, აგრეთვე პოპულარული ფილოსოფიური და მეცნიერული შრომებისა და სტატიებისა, სადაც იგი იცავს ჰუმანისტურ იდეებს დასავლურ კულტურასა და თანამედროვე საზოგადოებაში.

ძირითადი ნაწარმოებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1986 – Логико-философские исследования. Избранные труды. (Переводчик: Е. И. Тарусина, А. С. Карпенко и др. Издательство: «Прогресс», Москва Язык: Русский Количество страниц: 593 (+1 обл.) 2000 – Три мыслителя.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]