ბრაიდსჰედში დაბრუნება
იერსახე
„ბრაიდსჰედში დაბრუნება“ | |
---|---|
| |
ავტორი | ივლინ ვო |
ენა | ინგლისური ენა |
გამომცემელი | Chapman and Hall |
გამოცემის თარიღი | 1945 |
წინამორბედი | Put Out More Flags |
მომდევნო | Scott-King's Modern Europe |
„ბრაიდსჰედში დაბრუნება“ — ინგლისელი მწერლის, ივლინ ვოს, რომანი, პირველად გამოქვეყნდა 1945 წელს.
ნაწარმოებში მოქმედება 1920-იანი წლებიდან 1940-იანი წლების დასაწყისამდე მიმდინარეობს. რომანი მოგვითხრობს საშუალო კლასის წარმომადგელი ჩარლზ რაიდერის ცხოვრების შესახებ, რომელიც ოქსფორდში სწავლისას სებასტიან ფლაიტს და მის ოჯახს უმეგობრდება. ფლაიტები, მდიდარ ინგლისელი კათოლიკეები, ბრაიდსჰედის სასახლეში ცხოვრობენ. რომანში აღწერილია ჩარლზის სასიყვარულო ურთიერთობები სებასტიანთან და მის დასთან, ჯულიასთან.
„ბრაიდსჰედში დაბრუნება“ ინგლისური არიტოკატიისა და კათოლიციზმის ხანისადმი ნოსტალგიითა განმსჭვალული. 1981 წელს რომანის სატელევიზიო ადაპტაცია შედგა.