ბრენდა სტრონგი
ბრენდა სტრონგი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
25 მარტი, 1960 პორტლენდი, ორეგონი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი, იოგას ინსტრუქტორი |
აქტიური | 1985-დღემდე |
ბრენდა სტრონგი (ინგლ. Brenda Strong; დ. 25 მარტი, 1960, პორტლენდი, ორეგონი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი. სახელი გაითქვა სერიალში „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ შესრულებული მერი ელის იანგისა და სერიალ „დალასში“ შესრულებული ენ ივინგის როლებით. სტრონგი ორჯერ იყო ნომინირებული ემის ჯილდოზე[1][2].
ბავშვობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრენდა სტრონგი დაიბადა 1960 წლის 25 მარტს პორტლენდში, ორეგონის შტატში[3]. იგი არის ჯეკ და ჯეინ სტრონგების (ქალიშვილობის გვარია უეთერფორდი) შვილი. იგი ბრიჯთაუნში იზრდებოდა, სადაც 1978 წელს დაამთავრა სენდის საშუალო სკოლა. ამის შემდეგ იგი არიზონაში გადასახლდა და სწავლა არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო მუსიკალური მიმართულებით. 1980 წელს ბრენდა სტრონგი „მის არიზონა“ გახდა[4].
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრენდა სტრონგის სამსახიობო დებიუტი სერიალში St. Elsewhere-ში შესრულებული ნადინა აურორას ეპიზოდური როლით. ამის შემდეგ მას კიდევ რამდენიმე პატარა როლის შესრულება მოუხდა, 1988 წელს კი ფილმში „ვარკსვლავური გზა: შემდეგი თაობა“ დაამტკიცეს რაშელას როლზე.
1992 წელს ფილმში „მესამე მამინაცვალი“ დაამტკიცეს ლორენ სატლიფის როლზე. 1993 წელს სერიალში „ახალგაზრდა ინდიანა ჯონსის ქრონიკები“ შეასრულა ბეატრის კოფმენის როლი. 2000-2002 წლებში სერიალში „მეშვიდე სამოთხე“ თამაშობდა მისის კარმენ მაკულის როლს.
2004 წელს სერიალში „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ დაამტკიცეს ერთ-ერთ მთავარ, მერი ელის იანგის როლზე. სერიალში მისი პერსონაჟი პირველივე სერიაში იკლავს თავს, რასაც მოჰყვება სერიალის მთელი სიუჟეტის განვითარება, რის გამოც ბრენდაა სერიალის მთხრობელი და ამასთან, მერი ელისის როლში იშვიათად, მაგრამ მთელი სერიალის განმავლობაში მაინც ჩანდა ხოლმე. იგი ამ სერიალში თამაშობდა ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგოებიც არიან: ფელისიტი ჰაფმენი, ევა ლონგორია, ნიკოლეტ შერიდანი, მარშა კროსი, ტერი ჰატჩერი და ა.შ. სერიალის გადაღებები 2012 წელს დასრულდა. მერი ელისის როლისათვის იგი ორჯერ წარადგინეს ემის ჯილდოზე[4].
2012 წელს სერიალში „დალასი“ დაამტკიცეს მთავარ, ენ ივინგის როლზე. იგი ამ სერიალში 2014 წლამდე, თითქმის ყველა სერიაში მონაწილეობდა და გადაიღეს სულ 40 ეპიზოდში.
2015 წელს სენატორ ჰეილი უინტერსის ეპიზოდური როლი შეასრულა სერიალში „ძვლები“. 2016-2019 წლებში სერიალში „სუპერგოგონა“ თამაშობდა ლილიან ლუთორის როლს. 2018 წელს სერიალში „13 მიზეზი რატომ“ დაამტკიცეს ნორა უოლკერის როლზე, რომლის გადაღებებიც დღემდე გრძელდება[5].
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრენდა სტრონგი იოგისა და ფერტილურობის ექსპერტია[6], რის გამოც იგი UCLA-ს „სხეულისა და გონების ინსტიტუტში“ ინსტრუქტორად მუშაობს.
1989 წლის ივლისში იგი ცოლად გაჰყვა ტომ ჰენრის, რომელთანაც ერთი ვაჟი გაუჩნდა, ზაკერი ჰენრის სახით. წყვილი 2011 წლის 14 იანვარს განქორწინდა[7]. 2015 წლის მაისში იგი მეორედ დაქორწინდა მსახიობ ჯონ ფარმანეშ-ბოკაზე[8].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Brenda Strong". Television Academy. Retrieved October 2, 2019.
- ↑ "Brenda Strong". IMDb. Retrieved October 2, 2019.
- ↑ "Brenda Strong". TV Guide. Retrieved February 13, 2017.
- ↑ 4.0 4.1 http://www.tvguide.com/celebrities/brenda-strong/bio/142657
- ↑ Petski, Denise (August 10, 2017). "'13 Reasons Why': Jake Weber, Brenda Strong, Meredith Monroe & RJ Brown Join Season 2 Cast". Retrieved March 15, 2018.
- ↑ Brenda's Bio, yoga4fertility.com
- ↑ Desperate Housewives' Brenda Strong Files for Divorce, Us Weekly, January 15, 2011. By Us Weekly Staff
- ↑ "Brenda Strong Marries John Farmanesh-Bocca, Honeymoons in Mexico—See the Pic!". E! Online. June 1, 2015. Retrieved September 8, 2015.