ბორტე
ბორტე-უჯინი (მონღ. Бөртэ үжин) — ჩინგიზ-ყაენის უფროსი ცოლი. უნგირატის ტომის წარმომადგენლების დეი-სეჩენისა და ცოტანის შვილი.
„საიდუმლო ისტორიის“ თანახმად ბორტე 11 წლისა იყო, როდესაც დანიშნეს 9 წლის ჩინგიზ-ყაენზე. ჩინგიზ-ყაენის მამამ იესუგეიმ შვილი ბორტეს ოჯახში დატოვა, მანამ სანამ სრულწლოვნები გახდებოდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ თემუჩინმა ბორტე ცოლად შეირთო. ბორტეს დედამ, ცოტანმა შვილს აჩუქა სიასამურის ბეწვის ქურქი, რომელიც მოგვიანებით კერეიტების ტომის ბელადს ვან-ხანს მიართვა მერკიდების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების პირობისათვის.
მერკიდების თავდახმის შემდეგ ბორტე ტყვედ ჩავარდა. დაახლოებით 1184 წელს თემუჩინმა ვან-ხანისა და მისი კერეიტების ტომის დახმარებით მერკიდები გაანადგურა. ბრძოლა მოხდა მდინარე სელენგასთან დღევანდელი ბურიატეთის ტერიტორიაზე. ბრძოლის შედეგად თემუჩინმა ბორტე დაიბრუნა[1].
ბორტეს და ჩინგიზ-ყაენს ოთხი ბიჭი (ჯუჩი, ჩაღათა, უგედეი, ტოლუი) და ხუთი გოგო (ფუჯინ-ბეგი, ჩიჩიგანი, ალაგაი-ბეგი, ტუმალუნი, ალტალუნი) შეეძინათ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯეკ უეზერფორდი, ჩინგიზ ყაენი და ახალი სამყაროს დაბადება, თბ., 2012
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჯეკ უეზერფორდი, ჩინგიზ ყაენი და ახალი სამყაროს დაბადება, თბ., 2012, გვ., 68