[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ბაგე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩვეულებრივი პომიდორის ბაგე; ელექტრონული მიკროსკოპი.

ბაგე — ნაპრალისებრი ხვრელი მცენარის ეპიდერმისში. გარშემორტყმულია ორი ნახევარმთვარისებრი მკეტავი უჯრედით. ბაგეების სიგრძე მკეტავ უჯრედებიანად 80 მკმ აღწევს, სიგანე 40 მკმ, ბაგის ხვრელის სიგრძე კი 38 მკმ, სიგანე 7 მკმ. ხვრელის სიდიდის შეცვლით ბაგე არეგულირებს ტრანსპირაციასა და აირცვლას.

ბაგეების ხვრელის სიდიდის ცვლა ანუ ბაგეების მოძრაობა დამოკიდებულია მკეტავი უჯრედების გარსის არათანაბარ სისქესა და ტურგორზე. ტურგორული წნევის ცვლა, თავის მხრივ დამოკიდებულია უჯრედის წყლით მაძღრობის ხარისხზე, რომელსაც ძირითადად ხსნადი შაქრების შემცველობა განაპირობებს. მკეტავი უჯრედების მოცულობის და ფორმის შეცვლა ბაგის ხვრელის ჩაკეტვას ან გაღებას იწვევს. ბაგე ჩვეულებრივ იხურება ღამით და დღის იმ მონაკკვეთში, როდესაც წყლის აორთქლება მნიშვნელოვნად სჭარბობს შეწოვას. ბაგე დამახასიათებელია გვიმრანაირების, თესლოვანი მცენარეებისა და ზოგიერთი ხავსნაირისათვის. ფოთლის ზედაპირის 1 მმ²-ზე არის 100-300-მდე ბაგე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბაგე&oldid=3737112“-დან