[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ბაკეტატონი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაკეტატონი
იეროგლიფებში
it
n
ra
G29
t
B1
მოქანდაკე ჰუია ამთავრებს ბაკეტატონის ქანდაკებას.

ბაკეტატონიძველი ეგვიპტის XVIII დინასტიის პრინცესა. ვარაუდობენ, რომ იგი არის ამენჰოტეპ III-ისა და მისი მთავარი ცოლის ტიიას უმცროსი ქალიშვილი. ამგვარად ის გამოდის ეხნატონის და. მისი სახელი ითარგმნება, როგორც „ატონის მოსამსახურე“. მისი სურათი ასევე აღმოჩენილია ორ საბანკეტო გამოსახულებაზე. ერთ-ერთ გამოსახულებაზე დედოფალი ტიია ზის ფარაონ ეხნატონისა და ნეფერტიტის წინაშე. ერთ-ერთ სცენაში ბაკეტატონი ზის დედამისთან ახლოს. ჩრდილოეთის კედელზე გამოსახულია სამეფო ოჯახი. მარჯვნივ ზის ამენჰოტეპ III, მის წინ ტიია და მასთან ახლოს ბაკეტატონი.

ბაკეტატონის ერთადერთი ტიტულია „მეფის საყვარელი შვილი“, სავარაუდოდ იგი გარდაიცვალა ახალგაზრდა. იგი არ მოიხსენიება არცერთ დოკუმენტში არც დედამისის ტიიას გარდაცვალების შემდეგაც. არსებობს ვარაუდიც, რომ ბაკეტატონი იგივე ნებეტაჰია, ამენჰოტეპ III-ის უმცროსი შვილი[1], მაგრამ ეს ვარაუდი არ დასტურდება.

სხვა ვარაუდით, შესაძლებელია ბაკეტატონი არის ეხნატონისა და მისი მეორე ცოლის კიიას შვილი[2].

  1. Joyce Tyldesley: Nefertiti — Egypt’s Sun Queen
  2. Dr. Marc Gabolde: The End of the Amarna Period