ბილი მილიგანი
ბილი სტენლი მილიგანი, ცნობილი, როგორც ბილი მილიგანი (დ. 14 თებერვალი, 1955 — გ. 12 დეკემბერი, 2014) — ჯონი მორისონის და დოროთი მილიგანის მეორე ვაჟი. ცნობილი ამერიკელი მოქალაქე, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში. გარკვეული დროის შემდეგ ის მოხვდა თითქმის ყველა სასწავლო ფსიქიატრიულ წიგნში, როგორ უიშვიათესი ფსიქოლოგიის მქონე. ის არის ადამიანი, რომლის სხეულში 24 პიროვნება ცოცხლობდა. ყველაფერი გაირკვა მას შემდეგ, რაც 23 წლის ასაკში ბილი ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სამი ქალის გაუპატიურების და შეიარაღებული ძარცვის ბრალდებით დააკავეს. ფსიქოლოგებმა ღრმად შესწავლის შემდეგ მას იდენტურობის დისოციაციური აშლილობა დაუდგინეს. 24 პიროვნებიდან მთავარი მხოლოდ ათი იყო, ხოლო დანარჩენი მეორეხარისხოვანი. პიროვნებები იყვნენ:
- თვითონ ბილი,
- არტური (განათლებული ინგლისელი, „ოჯახში“ წესრიგზე პასუხისმგებელი),
- რეიგენი (იუგოსლავიელი კომუნისტი, ფლობდა კარატესა და ცეცხლსასროლ იარაღებს),
- ალენი (ქურდბაცაცა),
- ტომი (ელექტრო ტექნიკის ოსტატი),
- დენი (14 წლის შეშინებული ბიჭი),
- დევიდი,
- კრისტინი (3 წლის გოგონა),
- კრისტოფერი და ადალანა (19 წლის ლესბოსელი, ხელოვანი).
ბილის ფსიქიკური აშლილობა მიეწერება მის მძძიმე ბავშვობას. მას შემდეგ რაც ჯიმ მორისონმა თავი მოიკლა მისმა მეუღლემ, დოროთი მილინგმა ხელახლა იქორწინა. ბილის მამინაცვალი ბილიზე, როგორც ფსიქიკურად ასევე ფიზიკურად და სექსუალურადაც ძალადობდა. მას შემდეგ, რაც ბილი დააკავეს, ფსიქოლოგებმა მისი ფსიკური მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე სასამართლო დაარწმუნეს ბილის ავადმყოფობაში და ფსიქიტრიულ საავადმყოფოში გაამწესეს. ფსიქოლოგებმა დასკვნეს, რომ ნამდვილ ბილს უკვე ათეული წელი ეძინა და მის გასაღვვიძებლად თავს არ ზოგავდნენ. საბოლოოდ მათ შეძლეს ბილის გაღვიძება და პირველი რაც ბილიმ თქვა იყო ის, რომ თუ ილაპარაკებდა მამამისი მოკლავდა. ბილი გარდაიცვალა 59 წლის ასაკში, 2014 წლის 12 დეკემბერს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დენიელ კიზი (1981). The Minds of Billy Milligan. ISBN 0-394-51943-4 (first ed., Random House), ISBN 0-553-26381-1 (reprint, Bantam)