[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

არაუკის დეპარტამენტი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეპარტამენტი
არაუკის დეპარტამენტი
Arauca department
დროშა გერბი


Hoy busco libertad para tí
ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
ადმ. ცენტრი არაუკა
კოორდინატები 6°37′00″ ჩ. გ. 70°59′00″ დ. გ. / 6.61667° ჩ. გ. 70.98333° დ. გ. / 6.61667; -70.98333
მმართველი Ricardo Alvarado Bestene
დაარსდა 1991
ფართობი 23 818 კმ²
ოფიციალური ენა ესპანური ენა
მოსახლეობა 256 527[1] კაცი (2013)
სიმჭიდროვე 11 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
ოფიციალური საიტი arauca.gov.co

არაუკა (ესპ. Departamento de Arauca) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს მდინარე ორინოკოს აუზის კოლუმბიაში მდებარე ნაწილის უკიდურეს ჩრდილოეთში, ვენესუელის საზღვართან. სამხრეთით ესაზღვრება მდინარე კასანარე და მეტა, რომლებიც მას კასანარესა და ვიჩადის დეპარტამენტებისგან გამოჰყოფს. დასავლეთით ესაზღვრება ბოიაკის დეპარტამენტი. არაუკის ტერიტორიაზე მდებარეობს კანიო-ლიმონის ნავთობის საბადო, რომელიც კოლომბიის ნავთობის მარაგის 30 %-ს შეიცავს. დედაქალაქია არაუკა. არაუკის დეპარტამენტი 2011 წლის მონაცემებით, კოლუმბიის შეიარაღებული კონფლიქტების დროს ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალაბულ რეგიონად მიიჩნევა.

არაუკის ტერიტორიაზე პირველი დამპყრობლები 1539 წელს გამოჩნდნენ. XVIII საუკუნეში გააქტიურდა იეზუიტთა მისიონერული საქმიანობა. 1810 წელს არაუკა ახლად შექმნილი კასანარეს პროვინციის ნაწილი გახდა, 1819 წელს კუნდინამარკის დეპარტამენტის შემადგენლობაში შევიდა. საბოლოოდ, კონსტიტუციით დეპარტამენტის სტატუსი არაუკას 1991 წლის 5 ივლისს მიენიჭა.

დეპარტამენტის ფართობი 23 818 კმ²-ია და ძირითადად ვაკეებისაგან შედგება.

არაუკის ეკონომიკა ნავთობის ინდუსტრიას ეფუძნება. რეგიონის ნიადაგი ხელსაყრელია კაკაოს, ბანანის, კასავას, ბრინჯის, ხორბლისა და ხილის მოსაყვანად. დეპარტამენტის ეკონომიკისთვის ასევე მნიშვნელოვანია მესაქონლეობა.

არაუკის დეპარტამენტის მუნიციპალიტეტების რუკა

არაუკა შედგება შვიდი მუნიციპალიტეტისგან:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. DANE. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 13, 2009. ციტირების თარიღი: February 13, 2013.