მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აშტარაკი (სომხ. Աշտարակ, ითარგმნება როგორც კოშკი) — სამრეწველო ქალაქი სომხეთში, არაგაწოტნის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ქასაღის ხეობაში, ერევნიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კილომეტრზე, ერევნის გიუმრისა და ვანაძორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზების გადაკვეთაზე. ქალაქიდან 2 კილომეტრში მდებარეობს სამეცნიერო ქალაქი გიტავანი. აშტარაკში დაცულია რამდენიმე ძველი ნაგებობა:
- ტირანავორის ეკლესიები (V საუკუნე), კარმარავორი (VII საუკუნე), სპიტაკავორი (XII-XIV საუკუნე)
- წმინდა სარქისის ტაძარი (XII საუკუნე)
- წმინდა მარინეს ტაძარი (1281 წელი)
- ხიდი მდინარე კასახზე (1664 წელი)