ანდერს ბერინგ ბრეივიკი
ანდერს ბრეივიკი | |
---|---|
ნამდვილი სახელი | ანდერს ბერინგ ბრეივიკი |
დაბ. თარიღი | 13 თებერვალი, 1979 |
დაბ. ადგილი | ოსლო, ნორვეგია[1] |
საცხოვრებელი | ოსლო, ნორვეგია |
ეროვნება | ნორვეგიელი |
მოქალაქეობა | ნორვეგია |
სიმაღლე | 183 სმ [2] |
მამა | იენს ბრეივიკი |
დედა | ვენკე ბერინგი |
დაპატიმრების თარიღი | 22 ივლისი 2011 |
განაჩენი | თავისუფლების აღკვეთა 21 წლით, ვადის შესაძლო გაგრძელებით |
მსხვერპლის რაოდენობა | 77 |
დაჭრილთა რაოდენობა | 151 |
იარაღი | Ruger Mini-14, Glock-34, დანაღმული მანქანა |
მკვლელობის მეთოდი | ბომბის აფეთქება, დახვრეტა |
მკვლელობების არეალი | უტოია, ოსლო, ნორვეგია |
ანდერს ბერინგ ბრეივიკი (ნორვ. Anders Behring Breivik; დ. 13 თებერვალი, 1979)[3] — ნორვეგიელი ტერორისტი, [4] ფუნდამენტალისტი პროტესტანტი [5], 2011 წლის 22 ივლისს ოსლოს სამთავრობო კვარტალში [6]მოწყობილი აფეთქებისა და ნორვეგიის შრომის პარტიის ახალგაზრდულ ბანაკზე განხორციელებული თავდასხმის მთავარი ორგანიზატორი და შემსრულებელი[7]. მის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად დაიჭრა 151, ხოლო გარდაიცვალა 77 ადამიანი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე.[8]ნორვეგიის სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით ანდერს ბერინგ ბრეივიკს მიესაჯა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვადის გაზრდის შესაძლებლობით.[9]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანდერს ბერინგ ბრეივიკი დაიბადა 1979 წლის 13 თებერვალს დიპლომატის, კერძოდ ლონდონში ნორვეგიის საელჩოს ეკონომისტის, იენს ბრეივიკისა და მედდის, ვენკე ბერინგის ოჯახში[10].ახლადშეუღლებული წყვილი მალევე,1980 წელს დაშორდა ერთმანეთს, როცა ანდერსი ერთი წლის იყო. განქორწინების შემდეგ ვენკე ბერინგი შვილთან ერთად საცხოვრებლად ნორვეგიაში გადავიდა. ანდერს ბრეივიკს, მამის მხრიდან, ჰყავს ორი ნახევარძმა და ერთი ნახევარდა, ხოლო დედის მხრიდან ნახევარდა. იგი იზრდებოდა დედასთან, ოსლოს დასავლეთით, მდიდარ რაიონში, სკოიენში. მოგვიანებით ვენკე ბერინგი ცოლად გაჰყვა ნორვეგიის არმიის მაიორს, ტურე ლარსენს.
მამას, ბრეივიკ უმცროსი ზაფხულობით პარიზში ნახულობდა, სადაც იენს ბრეივიკი დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა. 1994 წელს, 15 წლის ყმაწვილ ანდერს ბრეივიკს მამასთან დაპირისპირება მოუვიდა და მას შემდეგ ისინი აღარ შეხვედრილან. როგორც ცნობილია,ანდერს ბრეივიკის დედ-მამა იმავე პარტიის, ნორვეგიის შრომის პარტიის, მხარდამჭერები იყვნენ, რომლის ახალგაზრდულ ბანაკზე მან თავდასხმა განახორციელა.
მამამ, იენს ბრეივიკმა როცა ინტერნეტით შეიტყო მის ნამოქმედარზე, შვილზე უარი თქვა და ანდერს ბრეივიკს ურჩია სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს.ამჟამად ბრეივიკის სამი და და დედა ცხოვრობენ კონსპირაციულ ბინებში, სპეციალური დაცვის სამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ძალზედ დიდია ტერაქტის შედეგად დაზარალებული ოჯახების მხრიდან აგრესიის საფრთხე.
სწავლობდა სმესტადის დაწყებით სკოლაში (ნორვ. Smestad skole), რისის საშუალო სკოლაში (ნორვ. Ris skole), სრული ზოგადი განათლება კი ჰართვიგ ნისენის (ნორვ. Hartvig Nissen skole) სკოლაში მიიღო. უმაღლეს განათლებას ინტერნეტით ეუფლებოდა, ნორვეგიის მენეჯმენტის სკოლაში.1999-2003 წლებში ანდერს ბრეივიკი მუშაობდა საკომუნიკაციო კომპანია Telia-ს ქოლ ცენტრში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Dagens navn [დღევანდელი სახელები] (15 თებერვალი, 1979), გვ. 10. «Aker hospital, Oslo, 13. February 1979. A boy. Name of parents. ნორვ. : (Aker sykehus, 13. ds.: En gutt. Wenche og Jens Breivik)».
- ↑ Norway shooting: Anders Behring Breivik's CV and biography. Telegraph Media Group. ციტირების თარიღი: 17 January 2020
- ↑ Rayment, Sean (24 ივლისი, 2011). „Modest boy who became a mass murderer“. The Sydney Morning Herald (ინგლისური). ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ ანდერს ბრეივიკის მოკლე ბიოგრაფია[მკვდარი ბმული]
- ↑ Posed as policeman
- ↑ Norway attacks
- ↑ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ვინმე ანდრეს ბერინგ ბრეივიკია
- ↑ ბრეივიკის გამო, პოლიციის კომისარმა ბოდიში მოიხადა[მკვდარი ბმული]
- ↑ ბრეივიკს 21 წელი მიუსაჯეს
- ↑ .Anders Behring Breivik biography