კორტალდის გალერეა
კორტალდის გალერეა | |
---|---|
51°30′39″ ჩ. გ. 0°07′02″ დ. გ. / 51.51083° ჩ. გ. 0.11722° დ. გ. | |
დაარსდა | 1932 წელს |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
მდებარეობა | უესტმინსტერი (ლონდონის ბორო) |
კლასიფიკაცია | სამხატვრო კოლექციები |
ოფიციალური საიტი | https://courtauld.ac.uk/gallery და https://courtauld.ac.uk/gallery/[1] |
კორტალდის გალერეა (UK /ˈkɔərtoʊld/) — ხელოვნების მუზეუმი სომერსეტის სახლში, ცენტრალურ ლონდონში. მასში განთავსებულია კურტალდის ხელოვნების ინსტიტუტის ხელოვნების კოლექცია და ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯი, რომელიც სპეციალიზებულია ხელოვნების ისტორიის შესწავლაში.
კურტალდის კოლექცია ძირითადად შემოწირულობებითა და ანდერძებით შეიქმნა და მოიცავს ნახატებს, ფერწერებს, ქანდაკებებს და სხვა ნამუშევრებს რომლებიც შექმნილია შუა საუკუნეების ეპოქიდან თანამედროვე დღემდე; ის განსაკუთრებით ცნობილია ფრანგული იმპრესიონისტული და პოსტ-იმპრესიონისტული ნახატებით. კოლექცია შეიცავს დაახლოებით 530 ფერწერას და 26000-ზე მეტ ნახატს და ანაბეჭდს. კორტალდის გალერეის ხელმძღვანელია ერნსტ ვეგელინი. გალერეა დაიხურა 2018 წლის 3 სექტემბერს და ის უნდა გაიხსნას 2021 წელს. [2] [3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კორტალდის ინსტიტუტი დაარსდა 1932 წელს ინდუსტრიალისტი და ხელოვნების კოლექციონერის სამუელ კურტაულდის, დიპლომატისა და კოლექციონერის ლორდ ლი ფარჰემის და ხელოვნების ისტორიკოსის სერ რობერტ ვიტის ქველმოქმედების შედეგად.
კურტალდში ხელოვნების კოლექციის შეგროვრბა დაიწყო სამუელ კორტაულმა, რომელმაც იმავე წელს წარმოადგინა ნახატების ვრცელი კოლექცია, ძირითადად ფრანგული იმპრესიონისტული და პოსტ-იმპრესიონისტული ნამუშევრებით.
მის კოლექციაში შედიოდა ედუარდ მანეს ბარი Folies-Bergère-ში პიერ ოგიუსტ რენუარის La Loge , კლოდ მონესა და კამილ პისაროს პეიზაჟები, ედგარ დეგას საბალეტო სცენა და რვა კაციანი ჯგუფი. მის კოლექციაში ასევე შედიოდა პოლ სეზანის მთავარი ნამუშევრები. ასევე ვინსენტ ვან გოგის ატმის ყვავილებით კრაუსში, პოლ გოგენის Nevermore და Te Rerioa. კოლექციაში დაცულია ჟორჟ სერას, ანრი რუსოს, ანრი დე ტულუზ-ლოტრეკის და ამედეო მოდილიანის მნიშვნელოვანი ნამუშევრები.
სხვა კოლექცია დაემატა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ , ძირითადად შეადგენდა ძველი ოსტატების მიერ დახატულ ნამუშევრებს. არსებული კოლექცია შეაგროვა ინსტიტუტის დამფუძნებელმა, ლორდ ლიმ. კოლექციაში შედიოდა ლუკას კრანახის ადამი და ევა და პიტერ პოლ რუბენსის ესკიზს ზეთებში.
1952 წელს, სერ რობერტ ვიტიმ, რომელიც ასევე კორტალდის ინსტიტუტის დამფუძნებელი იყო, მუზეუმს უანდერძა თავისი მნიშვნელოვანი კოლექცია, რომელშიც შედიოდა ძველი ოსტატების ნამუშევრები და ბრიტანული ნახატები. მის ანდერძში შედიოდა 20,000 ნაბეჭდი და 3000 -ზე მეტი ნახატი. მისმა ვაჟმა, სერ ჯონ ვიტმა, მოგვიანებით გალერეას გადასცა ინგლისური აკვარელი და ნახატები.
1958 წელს პამელა დიამანდმა, როჯერ ფრაის ასულმა (1866–1934), გამოჩენილმა ხელოვნებათმცოდნემ და ომეგა სემინარების დამფუძნებელმა, მუზეუმს გადასცა მე –20 საუკუნის ხელოვნების კოლექცია, მათ შორის Bloomsbury Group–ის მხატვრების ვანესა ბელისა და დუნკან გრანტის ნამუშევრები.
1966 წელს მარკ გამბიერ-პარიმ, მაიორ ერნესტ გამბიერ-პერის ძემ, მუზეუმს უანდერძა მისი ბაბუის, თომას გამბიერ პერის მიერ შექმნილი ხელოვნების მრავალფეროვანი კოლექცია, რომელიც ადრეული იტალიური რენესანს, შუასაუკუნეების მინანქრისა და სპილოს ძვლის ჩუქურთმებსა და სხვა სახის ქანდაკებებს მოიცავდა.
1967 წელს, დოქტორმა უილიამ უიკლიფ სპუნერმა (1882–1967) და მისმა მეუღლემ მერსიმ დაამატეს გალერეის ინგლისური კოლექცია, კოლექციის ნაწილია ჯონ კონსტებლის, ჯონ სელ კოტმენის, ალექსანდრე და ჯონ რობერტ კოზენების, ტომას გეინსბოროს, თომას გირტინის, სამუელ პალმერის, ტომას როულენდსონი, პოლ სენდბი, ფრენსის ტაუნი, უილიამ ტერნერის და სხვათა ნახატები.
1978 წელს კურტაულდის ინსტიტუტმა მიიღო გრაფი ანტუან სეილერნის მიერ შექმნილი ძველი ოსტატის ნახატებისა და ფერწერების კოლექცია. კოლექცია მოიცავს ბერნანდო დადის, რობერტ კამპინის, პრიტერ ბეიგელის, ვან დიკს და სხვა მხატვრების კოლექციას. ანდერძში ასევე შედიოდა კამილ პისაროს, ედგარ დეგას, პიერ-ოგიუსტ რენუარისა და ოსკარ კოკოშკას მე-19 და მე-20 საუკუნის მხატვრული ნამუშევრები.
სულ ახლახან ლილიან და ალასტერ ჰანტერის ნაჩუქარმა კოლექციებმა კურტაულდის მუზეუმს მიანიჭა მე-19 და მე-20 საუკუნის გვიანდელი ნახატები, ფერწერები და ქანდაკებები.
2004 წელს, დოროთი შარფმა მუზეუმს დაუტოვა 50-ზე მეტი ბრიტანული აკვარელით მიერ შესრულებული ნახატების კოლექცია.
გალერეა დაიხურა 2018 წლის 3 სექტემბერს, სულ მცირე, ორი წლით.
კორტალდის გალერეა არის ქალთა და მამაკაცთა ძეგლების მუზეუმების ქსელის ნაწილი, რომელიც შეიქმნა 2021 წელს ხელოვნების დაცვის ძეგლთა კაცთა ფონდის მიერ. [4]
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1958 წლიდან 1989 წლამდე კორტალდის ინსტიტუტის კოლექცია განთავსებული იყო ვორბუნის მოედანზე, ვარბურგის ინსტიტუტის შენობის ნაწილში;
1989 წლიდან კოლექცია კორტალდის ინსტიტუტთან ერთად განთავსებული იყო სომერსეტის სახლის ჩრდილოეთ ბლოკში. რომელიც სერ უილიამ ჩამბერსის მიერ, მიზანმიამრთულად შეიქმნა სწავლული საზოგადოებისთვის, და სამეფო და სიძველეების საზოგადოებისთვის.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კორტალდის გალერეა
- კორტალდის ხელოვნების ინსტიტუტი
- კორტალდის გალერეის ვირტუალური ტური
- გალერეის კოლექცია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://vocaleyes.co.uk/research/heritage-access-2022/benchmark/
- ↑ After the National Gallery, the Courtauld is the latest London institution to send masterpieces to Japan.
- ↑ Courtauld Gallery to close for two years for £50m revamp.
- ↑ Monuments Men Foundation I World War II I Art Preservation I Museum Network Connections en.