[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

კარმინა ბურანა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„კარმინა ბურანა“
კარლ ორფის კანტატა

პარტიტურის ყდა, რომელზეც გამოსახულია ბედის ბორბალი (Rota Fortunae)
მშობ. სახელი ლათ. Carmina Burana
სახელი ლათ. Carmina Burana: Cantiones profanae cantoribus et choris cantandae comitantibus instrumentis atque imaginibus magicis
ქართულად „ბოირენის სიმღერები: სეკულარული სიმღერები მომღერლებისა და გუნდებისათვის, ინსტრუმენტებთან და ჯადოსნურ სურათებთან ერთად შესასრულებლად“
ჟანრი კანტატა
დაწერილი 1935 - 1936
ენა სეკულარული ლათინური
საშუალო ზემოგერმანული
ძველი ფრანგული
დაფუძნებული შუასაკუნეების პოეტურ კრებულზე Carmina Burana
გამოქვეყნებული 1937
გამომცემელი Schott Music
ნაწილები 25
ინსტრუმენტული შემადგენლობა სიმფონიური ორკესტრი (გაფართოებული)
სოლისტები (სოპრანო, ტენორი, ბარიტონი)
2 შერეული გუნდი, 1 ბიჭუნათა გუნდი
პრემიერა
თარიღი 8 ივნისი, 1937
ადგილი ფრანკფურტის ოპერა, ფრანკფურტი, გერმანია
დირიჟორი ბერტილ ვეტცელსბერგერი
შემსრულებლები ფრანკფურტის ოპერის ორკესტრი
Cäcilienchor Frankfurt

„კარმინა ბურანა“ (ლათ. Carmina Burana) — კარლ ორფის კანტატა, შექმნილი 1935-1936 წლებში. ტექსტის სახით იყენებს 24 ლექსს შუასაუკუნეების იმავე სახელწოდების პოეტური კრებულიდან. კრებულის სრული სახელწოდებაა ლათ. Carmina Burana: Cantiones profanae cantoribus et choris cantandae comitantibus instrumentis atque imaginibus magicis („ბოირენის სიმღერები: სეკულარული სიმღერები მომღერლებისა და გუნდებისათვის, ინსტრუმენტებთან და ჯადოსნურ სურათებთან ერთად შესასრულებლად“). მისი პრემიერა 1937 წლის 8 ივნისს, ფრანკფურტის ოპერაში შედგა. იგი ნაწილია ორფის მუსიკალური ტრიპტიქისა „ტრიუმფები“ (Trionfi), რომელშიც, აგრეთვე, შედის „კატული კარმინა“ (Catulli Carmina) და „აფროდიტეს ტრიუმფი“ (Trionfo di Afrodite). „კარმინა ბურანას“ პირველი და ბოლო სექცია ერთი და იგივე პიესაა, სახელწოდებით ლათ. Fortuna Imperatrix Mundi („ბედი, სამყაროს მბრძანებელი“) და იწყება ცნობილი ფრაზით „O Fortuna“.

„ბედის ბორბალი“ (Rota Fortunae) მანუსკრიპტიდან Codex Buranus

1934 წელს ორფს ხელში ჩაუვარდა ლექსების კრებული Carmina Burana, იოჰან ანდრეას შმელერის 1847 წლის რედაქცია, რომლის ორიგინალი ტექსტების უმეტესობა XI-XII საუკუნით, ზოგიერთი კი XIII საუკუნით თარიღდებოდა. იურისპრუდენციის ახალგაზრდა სტუდენტის, ლათინური და ბერძნული ენების ენთუზიასტის, მიშელ ჰოფმანის დახმარებით ორფმა კრებულიდან 24 ლექსი შეარჩია და ლიბრეტოს სახით დაალაგა. მათი უმეტესობა სეკულარულ ლათინურ ენაზეა, ზოგიერთი მათგანი საშუალო ზემოგერმანულზე (უფრო დაზუსტებით, საშუალო ზემოგერმანულის ბავარიულ ვარიანტზე)[1][2] და ძველ ფრანგულზე. ლექსებში ბევრი თემაა განხილული, რომელთა უმეტესობაც ისეთივე ნაცნობი იყო XIII საუკუნეში, როგორც XXI-ში: იღბლის და სიმდიდრის წარმავალობა, სიცოცხლის ეფემერული ბუნება, გაზაფხულის დაბრუნებასთან დაკავშირებული სიხარული, ასევე, სიამოვნება და მწუხარება, რომელიც დალევას, სიხარბეს, აზარტს და ვნებას მოჰყვება.

„კარმინა ბურანა“ მთლიანობაში 25 ნაწილისგან შედგება, რომლებიც ხუთ დიდ სექციადაა დაყოფილი. თითოეული ნაწილის დასაწყისში ორფს attacca-ს აღნიშვნა აქვს მითითებული.

Fortuna Imperatrix Mundi ბედი, სამყაროს მბრძანებელი
1 O Fortuna ლათინური ო, ბედო გუნდი
2 Fortune plango vulnera ლათინური დავტირი ბედისგან მოყენებულ ჭრილობებს გუნდი
I. Primo vere I. გაზაფხულზე
3 Veris leta facies ლათინური გაზაფხულის მხიარული სახე მცირე გუნდი
4 Omnia Sol temperat ლათინური მზე ყველაფერს ათბობს ბარიტონი
5 Ecce gratum ლათინური შეხედე მისალმებას გუნდი
Uf dem anger მდელოზე
6 Tanz   ცეკვა ინსტრუმენტული
7 Floret silva nobilis ლათინური / საშუალო ზემოგერმანული დიდებული ტყე გუნდი
8 Chramer, gip die varwe mir საშუალო ზემოგერმანული ვაჭარო, მომეცი ფერადი საღებავი გუნდი (მცირე და დიდი)
9 (a) Reie   ფერხული ინსტრუმენტული
(b) Swaz hie gat umbe საშუალო ზემოგერმანული ისინი, ვინც აქ წრეში ცეკვავენ გუნდი
(c) Chume, chum, geselle min საშუალო ზემოგერმანული მოდი, მოდი ჩემო მეგობარო მცირე გუნდი
(d) Swaz hie gat umbe საშუალო ზემოგერმანული ისინი, ვინც აქ წრეზე ცეკვავენ (რეპრიზა) გუნდი
10 Were diu werlt alle min საშუალო ზემოგერმანული მთელი სამყარო რომ მხოლოდ ჩემი იყოს გუნდი
II. In Taberna II. ტავერნაში
11 Estuans interius ლათინური შიგნიდან ვიწვი ბარიტონი
12 Olim lacus colueram ლათინური ადრე ტბებში დავცურავდი ტენორი, გუნდი (მამაკაცთა)
13 Ego sum abbas ლათინური მე აბატი ვარ ბარიტონი, გუნდი (მამაკაცთა)
14 In taberna quando sumus ლათინური როცა ტავერნაში ვართ გუნდი (მამაკაცთა)
III. Cour d'amours III. სიყვარულის თამაშები
15 Amor volat undique ლათინური სიყვერული ყველგან დაფრინავს სოპრანო, ბიჭუნათა გუნდი
16 Dies, nox et omnia ლათინური / ძველი ფრანგული დღე, ღამე და ყველაფერი ბარიტონი
17 Stetit puella ლათინური გოგონა იდგა სოპრანო
18 Circa mea pectora ლათნური / საშუალო ზემოგერმანული ჩემს მკერდში ბარიტონი, გუნდი
19 Si puer cum puellula ლათინური თუ ბიჭი გოგოსთან 3 ტენორი, ბარიტონი, 2 ბანი
20 Veni, veni, venias ლათინურ მოდი, მოდი, გთხოვ, მოდი ორმაგი გუნდი
21 In trutina ლათინური სასწორზე სოპრანო
22 Tempus est iocundum ლათინური სიხარულის დროა სოპრანო, ბარიტონი, ბიჭუნათა გუნდი
23 Dulcissime ლათინური უტკბესი ბიჭი სოპრანო
Blanziflor et Helena ბლანშეფლორი და ჰელენე
24 Ave formosissima ლათინური დიდება უსაყვარლესს გუნდი
Fortuna Imperatrix Mundi ბედი, სამყაროს მბრძანებელი
25 O Fortuna ლათინური ო, ბედო (რეპრიზა) გუნდი

კომპოზიციური სტრუქტურა მეტწილად მბრუნავი ბედის ბორბლის იდეას ეფუძნება. „ბურანას კოდექსის“ პირველ გვერდზე გამოსახულ ბედის ბორბალზე შემდეგი ლათინური წარწერაა:

Regnabo, Regno, Regnavi, Sum sine regno.
(ვიმეფებ, ვმეფობ, ვმეფობდი; მე სამეფო არ მაქვს).

თითოეულ სცენაში, ზოგჯერ კი ცალკეულ ნაწილებშიც, ბედის ბორბალი ტრიალებს, სახარული სიმწარედ იქცევა, ხოლო იმედი მწუხარებად. „O Fortuna“, პირველი ლექსი შმელერის რედაქციაში, ამ წრეს ასრულებს, იგი მთლიანი ნაწარმოების თავში და ბოლოში გვხვდება, რითიც ზოგად კომპოზიციურ ჩარჩოს კრავს.

სცენის დიზაინი მიუნხენის დადგმისთვის, ავტორი ჰელმუტ იურგენსი, 1959

ორფი ემხრობოდა დრამატულ კონცეფციას „სამყაროს თეატრი“ (Theatrum Mundi), სადაც მუსიკა, მოძრაობა და საუბარი ერთმანეთისგან განუყოფელია. ბებკოკი წერს, რომ „ორფის არტისტული ფორმულა მუსიკას ზღუდავდა იმით, რომ ყოველი მუსიკალური მომენტი კავშირში უნდა ყოდილიყო სცენაზე მიმდინარე მოქმედებასთან. სწორედ აქ სცდება „კარმინა ბურანას“ თანამედროვე პერფორმანსები ორფის განზრახვებს“. ორფმა ნაწარმოებს მიაწერა ქვესათაური „სასცენო კანტატა“, რაშიც გულისხმობდა, რომ იგი სცენაზე, ცეკვის, ქორეოგრაფიის, ვიზუალური დიზაინის და სხვა სასცენო ელემენტების თანხლებით უნდა შესრულებულიყო. მიუხედავად ამისა, იგი დღეს, უმეტესწილად, საკონცერტო დარბაზებში, კანტატის სახით სრულდება ხოლმე.

1978 წელს მინესოტას ცეკვის თეატრმა კანტატის ქორეოგრაფიული ვერსია დადგა, რომლის ავტორიც ლოის ჰოლტონი იყო.[3] ორფის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გერმანულ ტელეარხ ZDF-ის დაკვეთით „კარმინა ბურანას“ ქორეოგრაფიული ვერსია ფილმის სახით გადაიღეს. რეჟისორი ჟან-პიერ პონელი იყო და მის მომზადებაში თავად კომპოზიტორიც იყო ჩართული.[4]

ორფის სტილი პირდაპირობისა და იოლად აღქმადობის განზრახვას ამჟღავნებს. „კარმინა ბურანა“ თითქმის არ შეიცავს მუსიკალური მასალის განვითარებას კლასიკური გაგებით, საგულისხმოა პოლიფონიის არარსებობაც. კომპოზიტორი, აგრეთვე, ერიდება ღია ჰარმონიულ სირთულესაც, რაც ბევრმა კრიტიკოსმა აღნიშნა კიდეც, მათ შორის, The New York Times-ის ალან პაუერსმა.[5]

მელოდიურად ორფის მუსიკა რენესანსის და ადრეული ბაროკოს ოსტატების, მათ შორის, უილიამ ბერდის და კლაუდიო მონტევერდის გავლენებს ამჟღავნებს.[6] არსებობს გავრცელებული არასწორი შეხედულება, რომ ორფმა მელოდიები ნევმურ მელოდიებზე დააფუძნა. მიუხედავად იმისა, რომ „ბურანას კოდექსის“ ბევრ ტექსტს ნევმები მართლაც ახლავს, მათი უდიდესი ნაწილი ორფის დროს გაშიფრული არ იყო და არცერთი მათგანი ორფს მოდელის სახით არ გამოუყენებია.[7][8] მისი ბრწყინვალე გაორკესტრება იგორ სტრავინსკისთან კავშირს ამჟღავნებს, კერძოდ, იგი საკმაოდ ჰგავს სტრავინსკის შედარებით ადრეული ნაწარმოების, „ქორწილის“ (Les noces) გაორკესტრებას.

რიტმი, სტრავინსკის მსგავსად, ორფისთვისაც ხშირად უმთავრესი მუსიკალური ელემენტია. მთლიანობაში, ნაწარმოები რიტმულად მარტივისა და პირდაპირის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა, რიტმი ხშირად იცვლება ტაქტიდან ტაქტში. თუ მთლიანი სექციების რიტმული სტრუქტურას განვიხილავთ, ხუთწლილად ტაქტს ხშირად მოსდევს შვიდწილადი, ოთხწილადი და ასე შემდეგ, რაც, ხშირად, ცეზურის ნიშნითაა გამოყოფილი. რიტმულ ცვლილებები იმდენად ხშირია, რომ იქმნება „საუბრის“ მსგავსი ეფექტი, იმდენად, რომ ნაწარმოების რეალური რიტმული კომპლექსურობა ხშირად მხედველობიდან გამორჩებათ ხოლმე.

ზოგიერთი სოლო არია მომღერლებისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს: ტენორის ერთადერთი სოლო არია, Olim lacus colueram, თითქმის მთლიანად ფალცეტის რეგისტრში იმღერება, რაც კარგად აჩვენებს პერსონაჟის ტანჯვას (ამ შემთხვევაში, გედის, რომელიც იწვება). ბარიტონის არიებიც ხშირად ითხოვს ისეთ მაღალ ნოტებს, რომლებიც ბარიტონის რეპერტუარში ცოტაა, ასევე, ნაწილი არიისა Dies nox et omnia ხშირად ფალცეტით იმღერება, რაც ამ ხმის რეპერტუარისთვის უნიკალური შემთხვევაა. აღსანიშნავია სოპრანოს არია Dulcissime, რომელიც უკიდურესად მაღალ ნოტებს ითხოვს. ორფის განზრახვა იყო, ეს არია ჩვეულებრივ ლირიკულ სოპრანოს შეესრულებინა და არა კოლორატურას, რათა დაძაბულობა უფრო აშკარა ყოფილიყო.

ინსტრუმენტული შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„კარმინა ბურანა“ განსაზღვრულია დიდი ორკესტრისათვის შემდეგი შემადგენლობით:

ხის ჩასაბერი ინსტრუმენტები ლითონის ჩასაბერი ინსტრუმენტები სიმებიანი ინსტრუმენტები კლავიშიანი ინსტრუმენტები დასარტყამი ინსტრუმენტები
  • 3 ფლეიტა (მე-2 და მე-3 ასრულებს პიკოლოს პარტიასაც)
  • 3 ჰობოი (მე-3 ასრულებს ინგლისური ქარახსას პარტიასაც)
  • 3 კლარნეტი (სი და ლა; მე-2 ასრულებს ბანის კლარნეტის, ხოლო მე-3 მი პიკოლო კლარნეტის პარტიასაც)
  • 2 ფაგოტი
  • 1 კონტრფაგოტი
  • 4 ვალტორნა (ფა)
  • 3 საყვირი (სი და დო)
  • 2 ტრომბონი
  • 1 ბანის ტრომბონი
  • 1 ტუბა
  • I ვიოლინოები
  • II ვიოლინოები
  • ალტები
  • ჩელოები
  • კონტრაბასები
  • 2 ფორტეპიანო
  • 1 ჩელესტა
  • 5 ლიტავრა
  • 2 დოლი
  • დიდი დაფდაფი
  • სამკუთხედი
  • ჩემბალო
  • სადგარიანი ჩემბალო
  • კროტალები
  • რაჩეტი
  • კასტანეტები
  • ტამბურინი
  • ზარები
  • ტამ-ტამი
  • მილისებური ზარები
  • 3 საეკლესიო ზარი
  • 3 გლოკენშპილი
  • გონგი
  • ქსილოფონი
Voices
  • 2 შერეული გუნდი (SATB)
    • (ერთი დიდი და ერთი მცირე ზომის; თუმცა, მცირე ზომის გუნდის ნაცვლად დიდი გუნდის სექციის გამოყენებაც შეიძლება)
  • 1 ბიჭუნათა გუნდი
  • სოლო სოპრანო
  • სოლო ტენორი
  • სოლო ბარიტონი

„კარმინა ბურანა“ პირველად ფრანკფურტის ოპერაში, 1937 წლის 8 ივნისს დაიდგა. დირიჟორი იყო ბერტილ ვეტცელსბერგერი (1892-1967), დამდმელი რეჟისორი ოსკარ ველტერლინი, ხოლო სცენისა და კოსტიუმების დიზაინი ლუდვიგ ზივერტს ეკუთვნოდა. პრემიერას უდიდესი წარმატება ხვდა წილად, რის შემდეგაც ორფი თავის გამომცემელს, Schott Music-ს სწერდა:

ყველაფერი, რაც აქამდე დამიწერია და რაც თქვენ, საუბედუროდ, დაგიბეჭდავთ, შეიძლება, განადგურდეს. „კარმინა ბურანათი“ ჩემი ნაწარმოებების კატალოგი იწყება.[9]

პერფორმანსები გერმანიის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. ნაცისტური რეჟიმი ნაწარმოებს ტექსტის ეროტიული ბუნების გამო თავიდან ეჭვის თვალით უყურებდა, თუმცა, საბოლოო ჯამში იგი მიიღეს.[10] გერმანიაში იმ პერიოდში შექმნილი ნაწარმოებებიდან იგი ყველაზე ცნობილი გახდა.[11] მისი პოპულარობა ომის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა 1960-იანი წლებისთვის იგი საერთაშორისო კლასიკური რეპერტუარის ნაწილი იყო.

ალექს როსის სიტყვებით, ნაწარმოები, თავისთავად, „არავითარ ცოდვას არ სჩადის იმით, რომ პოპულარული რჩება. ის, რომ „კარმინა ბურანა“ ასობით ფილმსა თუ სატელევიზიო რეკლამაში გამოჩნდა, ადასტურებს, რომ იგი არავითარ ეშმაკეულ გზავნილ არ შეიცავს, მეტიც, იგი საერთოდ არ შეიცავს გზავნილს.“[12]

სურვილი, რომელიც ორფმა თავის გამომცემელთან გამოთქვა, პრინციპში, შესრულდა: მისი ვერცერთ ნაწარმოები პოპულარობით „კარმინა ბურანას“ ვერ უახლოვდება, რისი დასტურიცა „O Fortuna-ს“ ხშირი გამოყენება პოპ-კულტურაში და მთლიანი კანტატის მუდმივი ადგილი საკონცერტო რეპერტუარებში. შეერთებულ შტატებში „კარმინა ბურანა“ ერთ-ერთია XX საუკუნის იმ მცირერიცხოვანი კლასიკური ნაწარმოებებიდან, რომლებიც წარმატებით იყიდება.

ნაწარმოების პოპულარობის ერთ-ერთი შედეგი მისი არაერთი არანჟირებაა შემსრულებელთა სხვადასხვა კომბინაციისათვის. 1956 წელს ორფის მოსწავლემ, ვილჰეკმ კილმაიერმა შექმნა კანტატის ვერსია მცირე ძალებისათვის (სოლისტები, შერეული გუნდი, ბავშვთა გუნდი, ორი ფორტეპიანო და ექვსი დასარტყამი ინსტრუმენტი), რისი უფლებაც თავად ორფისგან მიიღო. მაში მოცემულია პატარა სოლო პარტიები სამი ტენორის, ბარიტონისა და ორი ბანისათვის. ეს ვერსია ნაწარმოების შესრულების საშუალებას შედარებით მცირე ანსამბლებსაც აძლევს.[13][14][15]

ხუან ვისენტე მას კილესმა (დ. 1921) მოამზადა არანჟირება სასულე ანსამბლისათვის. მისი მიზანი, იყო ნაწარმოების შესრულების საშუალება მიეცა, ერთის მხრივ, სასულე ანსამბლებისთვის, ხოლო მეორეს მხრივ, ისეთი ქალაქებისთვის, სადაც კარგი გუნდები და სასულე ბენდები იყო, მაგრამ არ იყო სიმფონიური ორკესტრები. ეს ვერსია ჩრდილოეთ ტეხასის სასულე სიმფონიურმა ორკესტრმა იუჯინ კორპორონის დირიჟორობით ჩაწერა. მას კილესმა სოლისტების, გუნდების, დასარტყამი ინსტრუმენტებისა და ფორტეპიანოს პარტიები ორიგინალური ვერსიიდან სრულად შეინარჩუნა.[16]

არსებობს კიდევ ერთ ვერსია საკონცერტო სასულე ანსამბლისათვის, რომლის ავტორია ჯონ კრენსი და იგი გუნდის პარტიას არ შეიცავს. არსებობს რამდენიმე არანჟირება ახალგაზრდული ანსსამბლებისთვისაც.

ავსტრალიელ კლასიკურ გიტარისტს, გარეთ კოხს ეკუთვნის „კარმინა ბურანას“ არანჟირება გიტარისათვის. ამ ვერსიის ჩანაწერი მან ABC Classics-ის ლეიბლით ჯერ 1998 წელს, შემდეგ კი, 2005 წელს გამოუშვა.

მნიშვნელოვანი ჩანაწერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დირიჟორი,

გუნდის ხელმძღვანელი

ორკესტრი,

გუნდები

წელი ლეიბლი სოლისტები

(სოპრანო, ტენორი, ბარიტონი)

შენიშვნა
ჰერბერტ ბლომშტედტი

ვენს ჯორჯი

სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრი

სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის გუნდი

1991 Decca გადაეცა გრემის ჯილდო

საუკეთესო საგუნდო პერფორმანსისთვის, 1992

რაფაელ ფრიუბეკ დე ბურგოსი

ვილჰელმ პიტცი

New Philharmonia Orchestra

New Philharmonia Chorus

1966 EMI ლუსია პოპი

რეიმონდ ვოლანსკი

ჯონ ნობლი

შარლ დიუტუა მონრეალის სიმფონიური ორკესტრი

სენ-ლორანსის გუნდი

1997 Decca (028945529028) ბევერლი ჰოხი

სტენფორდ ოლსენი

მარკ ოსვალდი

მაღალი ტექნიკური ხარისხის ჩანაწერი
კურტ ეიხჰორნი მიუნხენის რადიოს ორკესტრი

ბავარიის რადიოს გუნდი

ტელცერის ბიჭუნათა გუნდი

1973-1974 Eurodisc (1974)

BMG (1985, 1995)

ლუსია პოპი

ჯონ ვან კესტერენი

ჰერმან პრეი

ფილმის რეჟისორი ჟან-პიერ პონელი (ტელეარხი ZDF).

როგორც ფილმმა, ისე ჩანაწერმა კარლ ორფის დიდი მოწონება დაიმსახურა (ისინი მის 80 წლის იუბილეს ეძღვნებოდა და ფილმის მომზადებაში თავადაც მონაწილეობდა).

ოიგენ იოხუმი

იოზეფ კუგლერი

ბავარიის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი 1952

2012

Major Classics (M2CD016, 5 060294 540168)[17][18] ელფრიდე ტრეტშელი პაულ კუენი

ჰანს ბრაუნი[19][20]

ჩაიწერა მთლიანი ტრიპტიქის ფარგლებში 1952 წელს (Trionfi: Carmina Burana).[21]
ოიგენ იოხუმი ბერლინის დოიჩე ოპერის ორკესტრი და გუნდი 1968 Deutsche Grammophon გუნდულა იანოვიცი გერჰარდ შტოლცე დიტრიხ ფიშერ-დისკაუ ჩაიწერა 1967 წლის ოქტომბერში ბერლინის Ufa-Studio-ში. ამ ვერსიას მაღალი შეფასება მისცა თავად კარლ ორფმა და იგი პირველი არჩევანი იყო 1995 წელს BBC Radio 3-ს კომპაქტ დისკების მიმოხილვაში.[22]
ჰერბერტ კეგელი

ჰანს-იოახიმ როცში

შუაგერმანიის ლაიფციგის რადიოს ორკესტრი

შუაგერმანიის რადიოს გუნდი

1960 VEB Deutsche Schallplatten იუტა ვოლპიუსი

კურტ რემი კურტ ჰიუბენტალი

ვერსიამ ორფის მოწონებაც დაიმსახურა.[23]
ფერდინანდ ლაიტნერი

ჰერბერტ შერნუსი

გერჰარდ შმიდტ-გადენი

კელნის რადიოს სიმფონიური ორკესტრი

კელნის რადიოს გუნდი

ტელცერის ბიჭუნათა გუნდი

1973 Acanta რუთ-მარგარეტ პიუტცი

მიხაელ კუზენსი

ბარი მაკ-დენიელი

როლანდ ჰერმანი (ბანი)

კარლ ორფის მიერ „ავტორიზებული“ ჩანაწერი.[24] ნაწილია „კარლ ორფის კოლექციისა“, რომელიც შვიდი დისკისგან შედგება (Acanta, 1992; Arts Archives, 2003).
ჯეიმზ ლივაინი ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი 1984 Deutsche Grammophon ჯუნ ანდერსონი

ფილიპ კრიჩი

ბერნდ ვაიკლი

მოიპოვა გრემის ჯილდო საუკეთესო საგუნდო პერფორმანსისთვის (1987)
რიკარდო მუტი Philharmonia Orchestra and Chorus 1979 EMI არლინ აუგერი

ჯონ ვან კესტერენი

ჯონათან სამერსი

BBC Radio 3-ის მიმომხილველმა სამეულში დაასახელა. რეკომენდაცია გაუწია ჟურნალმა Classics Today.[25]
იუჯინ ორმანდი ფილადელფიის ორკესტრი

რუტგერსის უნივერსიტეტის გუნდი

1960

1987

CBS Masterworks Records
სეიჯი ოზავა ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი

შინ-იუ კაის გუნდი

1990 Philips DVD video კეთლინ ბეტლი

ფრენკ ლოპარდო

ტომას ალენი

საიმონ რეტლი ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი

ბერლინის რადიოს გუნდი

2005 EMI სალი მეთიუსი

ლორენს ბრაუნლი

კრისტიან გერჰაერი

სწრაფი ტემპები, აქცენტი დასარტყამ ინსტრუმენტებზე.[26]
რობერ შოუ ატლანტას სიმფონიური ორკესტრი და გუნდი

ატლანტას ბიჭუნათა გუნდი

1981-1983 Telarc ჯუდით ბლეგენი

უილიამ ბრაუნი

ჰეკენ ჰაგეგერდი

ლეონარდ სლატკინი სენტ-ლუისის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი 1994 RCA

(09026 61673-2)

სილვია მაკნეარი

ჯონ ეილერი

ჰეკენ ჰაგეგარდი

ლეოპოლდ სტოკოვსკი ჰიუსტონის სიმფონიური ორკესტრი

Houston Chorale

ჰიუსტონის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის ბიჭუნათა გუნდი

1959 Capitol Records ვირჯინია ბაბიკიანი

გაი გარდნერი

კლაიდ ჰაგერი

კრისტიან ტილემანი ბერლინის დოიჩე ოპერის ორკესტრი და გუნდი

ბერლინის ბიჭუნათა გუნდი

1999 Deutsche Grammophon კრისტიანე ელცე

დავიდ კიუბლერი

საიმონ კინლისაიდი

ჟურნალმა Gramophone რედაქტორის რჩეულად დაასახელა.[27]
მაიკლ ტილსონ ტომასი კლივლენდის ორკესტრი, გუნდი და ბიჭუნათა გუნდი 1974-1975;

1990

CBS Records ჯუდით ბლეგენი

კენეთ რიგელი

პიტერ ბაინდერი

ეს ჩანაწეი გამოიყენა მაიკლ სმუინმა 1997 წლის ბალეტისთვის Carmina Burana.[28]
იოს ვან იმერსეელი Anima Eterna Brugge

Collegium Vocale Gent

Cantate Domino

2014 Zigzag იერი სუ

ივ სელენსი

ტომას ბაუერი

ჩაწერილია შუასაკუნეების პერიოდის ინსტრუმენტებით

არაკლასიკური (არასაორკესტრო) ტიპის ჩანაწერებიდან აღსანიშნავია:

რეკომენდებული ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Abrantes, Miguel Carvalho (2020). რედ. KDP: The Carmina Burana of Carl Orff: Translated from Latin to English. 
  • Babcock, Jonathan. "Carl Orff's Carmina Burana: A Fresh Approach to the Work's Performance Practice". Choral Journal 45, no. 11 (May 2006): 26–40.
  • Fassone, Alberto: "Carl Orff", in: The New Grove Dictionary of Music and Musicians, London: Macmillan 2001.
  • Lo, Kii-Ming, "Sehen, Hören und Begreifen: Jean-Pierre Ponnelles Verfilmung der Carmina Burana von Carl Orff", in: Thomas Rösch (ed.), Text, Musik, Szene – Das Musiktheater von Carl Orff, Mainz etc. (Schott) 2015, pp. 147–173.
  • Steinberg, Michael. "Carl Orff: Carmina Burana". Choral Masterworks: A Listener's Guide. Oxford: Oxford University Press, 2005, 230–242.
  • Werner Thomas: Das Rad der Fortuna – Ausgewählte Aufsätze zu Werk und Wirkung Carl Orffs, Schott, Mainz 1990, ISBN 3-7957-0209-7.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „კარმინა ბურანას“ საშუალო ზემოგერმანული ტექსტების პრონონსის რეკონსტრუქცია ეკუთვნის ჯონ ოსტინს (1995). "Pronunciation of the Middle High German Sections of Carl Orff's 'Carmina Burana'." The Choral Journal, ტომი 36, N2, გვ. 15–18
  2. Guy A.J. Tops (2005). "De uitspraak van de middelhoogduitse teksten in Carl Orffs Carmina Burana." Stemband, ტომი. 3, no. 1, გვ. 8–9. (ჰოლანდიურ ენაზე, შეიცავს საშუალო ზემოგერმანული ტექსტების ტრანსკრიპციებს საერთაშორისო ფონეტიკური ანბანით)
  3. Minnesota Dance Theatre celebrates 50 years with 'Carmina Burana'
  4. Carmina Burana by Carl Orff , Jean Pierre Ponnelle (1975)
  5. "Not Medieval but Eternal; In Its Sixth Decade, Carmina Burana Still Echoes" by Ann Powers, The New York Times (14 June 1999)
  6. Helm, Everett (July 1955). „Carl Orff“. The Musical Quarterly. Oxford. 41 (3): 292.
  7. Liess, Andreas (1980). Orff. Idee und Werk (de). Munich: Goldmann, გვ. 82–83. ISBN 978-3-442-33038-6. „Orff waren also zur Zeit der Schöpfung der Carmina originale Melodien nicht bekannt. (At the time of writing the Carmina, Orff had no knowledge of the original melodies.)“ 
  8. Bernt, Günter (1979). Carmina Burana (de). Munich: dtv, გვ. 862. ISBN 978-3-7608-0361-6. „Die Carmina Burana Carl Orffs versuchen nicht, die überlieferten Melodien zu verwenden. (Carl Orff's Carmina Burana do not attempt to utilise the traditional melodies.)“ 
  9. Various, vol. IV, 66.
  10. Kater 2000, p. 123.
  11. Taruskin 2005, p. 764.
  12. "In Music, Though, There Were No Victories" by Alex Ross, The New York Times (20 August 1995)
  13. Chamber version of Orff’s Carmina burana. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-08. ციტირების თარიღი: 2021-01-29.
  14. Tucson Chamber Carmina Burana
  15. CARMINA BURANA (Edition for voices, two pianos and percussion)
  16. "Juan Vicente Mas Quiles – Carmina Burana, published by Schott Music
  17. www.cdandlp.com – Orff, Carl - Trionfi: Carmina Burana; Catulli Carmina; Trionfo di Afrodite / Eugen Jochum
  18. m.exlibris.ch – Carmina Burana / C. Orff. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-02. ციტირების თარიღი: 2021-01-29.
  19. Deutsche Grammophon – Carl Orff: Carmina Burana / Catulli Carmina / Trionfo di Afrodite. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-28. ციტირების თარიღი: 2021-01-29.
  20. www.classicstoday.com – Trionfi / Review by Victor Carr Jr
  21. "Carmina Burana de Carl Orff" by Betrand Dermoncourt, radioclassique.fr 1 October 2014 (in French)
  22. CD Review "Building a Library": Carmina Burana, BBC
  23. "Herbert Kegel – portrait by Rainer Aschemeier, 17 July 2006 (in German)
  24. LP cover (back), BASF-Musikproduktion 2022050-8 (in German); Leitner: Carmina Burana საიტზე Discogs
  25. https://web.archive.org/web/20110718164755/http://www.classicstoday.com/features/100cds.asp
  26. "Orff: Carmina Burana / Rattle", David Hurwitz, ClassicsToday.com, at ArkivMusic
  27. “Orff: Carmina Burana - Christian Thielemann”. Barnesandnoble.com. Retrieved 20 July 2018
  28. Roca, Octavio; Critic, Chronicle Dance. (1997-11-07) Smuin's `Carmina' Hits the Heart / Double bill at Fort Mason. ციტირების თარიღი: 2019-10-04
  29. Jeffrey Reid Baker's Website. jeffreyreidbaker.com.