კანელონესის დეპარტამენტი
კანელონესის დეპარტამენტი (ესპ. Departamento de Canelones) — დეპარტამენტი სამხრეთ ურუგვაიში. ფართობი 4 536 კმ², მოსახლეობა 518 154 ადამიანი (2011 წ). დედაქალაქია კანელონესი.
აღმოსავლეთით ესაზღვრება მალდონადოსა და ლავალიეხას დეპარტამენტები, ჩრდილოეთით — ფლორიდის დეპარტამენტი, დასავლეთით — სან-ხოსეს, სამხრეთით კი მონტევიდეოს დეპარტამენტები. სამხრეთ საზღვარი მიუყვება რიო-დე-ლა-პლატას. წარმოადგენს ურუგვაის მეორე ყველაზე პატარა დეპარტამენტს მონტევიდეოს შემდეგ, თუმცა მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით, სიდიდით მეორეა.
შეიქმნა 1830 წელს და ერთ-ერთი იყო ურუგვაის თავდაპირველ 9 დეპარტამენტს შორის. დროთა განმავლობაში მისი საზღვრები მცირედით შეიცვალა.
ეკონომიკის ძირითადი საყრდენია სოფლის მეურნეობა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- Enciclopedia Geografica del Uruguay - Canelones (Spanish)
- INE map of Canelones დაარქივებული 2012-10-10 საიტზე Wayback Machine.
- Official map of the municipalities of Canelones. დაარქივებული 2013-05-30 საიტზე Wayback Machine.
|
- ↑ არტიგასის არქივი — ტ. 21. — გვ. 190–191.