კადიკჩანი
დაბა | |
---|---|
კადიკჩანი რუს. Кадыкчан | |
ქვეყანა | რუსეთი |
სუბიექტი | მაგადანის ოლქი |
მუნიციპალიტეტი | სუსუმანის რაიონი |
კოორდინატები | 63°05′18″ ჩ. გ. 147°02′54″ ა. გ. / 63.08833° ჩ. გ. 147.04833° ა. გ. |
დაარსდა | 1943 |
ამჟამინდელი სტატუსი | 1964 |
მოსახლეობა | 1 კაცი (2021) |
სასაათო სარტყელი | UTC+11 |
საფოსტო ინდექსი | 686350 |
ციფრული იდენტიფიკატორი | 44213563 |
ოფიციალური საიტი | kadykchan.ru |
კადიკჩანი (რუს. Кадыкчан) — მიტოვებული დაბა რუსეთში, მაგადანის ოლქის სუსუმანის რაიონში. 2021 წლის მონაცემების მიხედვით, დაბაში მხოლოდ 1 ადამიანი ცხოვრობს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაბა დიდი სამამულო ომის დროს დაარსდა ნახშირის მოპოვების მიზნით. მაღაროებსა და დაბას გულაგის პატიმრები აშენებდნენ, მათ შორის მწერალი ვარლამ შალამოვი.[1] კადიკჩანში მოპოვებულ ნახშირს უმეტესად არკაგალას გრესი იყენებდა. დასახლება ეტაპობრივად შენდებოდა, ამიტომაც ძველ, ახალ და უახლეს ნაწილებად იყო დაყოფილი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნახშირის მოპოვება კადიკჩანში შეჩერდა. 1992 წელს მიატოვეს ერთ-ერთი მაღარო, ხოლო 1996 წლის ნოემბერში მეორე მაღაროში აფეთქება მოხდა, რომელმაც 6 ადამიანი იმსხვერპლა.[2] აფეთქების შემდეგ მაღარო დახურეს, ხოლო ხალხი გადაასახლეს. 2001 წელს მოხდა სახლების კონსერვაცია, დაბაში შეჩერდა ელექტროენერგიის მიწოდება. 2010 წელს კადიკჩანი სრულიად დაიცალა, თუმცა 2021 დაბაში 1 ადამიანი დაბრუნდა.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | რაოდენობა |
---|---|
1970 | 3378 |
1989 | 5794 |
1996 | 3211 |
2001 | 1919 |
2010 | 0 |
2021 | 1 |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ В. Шаламов. О Колыме. Кадыкчан. Аркагала.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-28. ციტირების თარიღი: 2009-05-28.
- ↑ Norton, Jenny (December 18, 2017). „The town that disappeared“. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 July 2021. ციტირების თარიღი: 18 December 2017.