ინდური გაზელი
ინდური გაზელი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Gazella bennettii (Sykes, 1831) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 8978 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
ინდური გაზელი, ინდური ქურციკი ან ჩინკარა (ლათ. Gazella bennettii) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ნამდვილი ანტილოპების ქვეოჯახისა.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი სხეულის სიგრძეა 1 მ, სიმაღლე მინდაოში 65 სმ, მასა 25 კგ. სხეულის ზედა ნაწილი და გვერდები შეფერილია მოწითალო-ყავისფრად, ქვედა ნაწილი შედარებით ღიაა, თითქმის თეთრი. თვალიდან პირადე გასდევს ორი მუქი ყავისფერი ზოლი. მამლების რქების სიგრძეა 20 სმ, უდიდესი სიგრძე რაც დაფიქსირებულა 39 სმ-ია.
გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გავრცელებულია ირანის სამხრეთ ნაწილში, პაკისტანში, აგრეთვე ჩრდილოეთ ინდოეთში. ბინადრობს მშრალ და გაშლილ ადგილებში, როგორიცაა სტეპი და უდაბნო.
ქცევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდური გაზელები ჯოგებად ცხოვრობენ, რომელშიც 3-დან 30-მდე ცხოველია გაერთიანებული, თუმცა იშვიათად თითო-თითოს სახითაც გვხვდება. ეს წყვილჩლიქოსნები ძირითადად აქტიურები არიან დილით და საღამოს შებინდებისას. როგორც სხვა გაზელები, ინდური გაზელიც დიდხანს ძლებს უწყლოდ.
დაცვის სტატუსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნადირობის გამო ამ სახეობის პოპულაცია ირანსა და პაკისტანში მნიშვნელოვნად შემცირდა. მათი რაოდენობა ინდოეთში სტაბილურ დონეზეა და შეადგენს 100 000 ინდივიდს. ამის გამო ინდური გაზელი გადაშენების საფრთხის ქვეშ არ იმყოფება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ronald M. Nowak: Walker’s Mammals of the World. Johns Hopkins University Press, 1999 ISBN 0-8018-5789-9
- Vivek Menon: A Field Guide to Indian Mammals. Dorling Kindersley (India), 2003. ISBN 0-14-302998-3