[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

BBC News

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
BBC News
ტიპი BBC-ის დეპარტამენტი
დარგი ტელერადიომაუწყებლობა
სათავო ოფისი ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მმართველი
ჯეიმზ ჰარდინგი
მფლობელი BBC
თანამშრომელი 3,500 (2,000 არის ჟურნალისტი)
საიტი ოფიციალური საიტი

BBC NewsBBC-ის მოქმედი ფილიალი[1], რომელიც პასუხისმგებელია ახალი ამბების და მიმდინარე თავმოყრასა და ტრანსლირებაზე. იგი არის მსოფლიოში ახალი ამბების უდიდესი სამაუწყებლო ორგანიზაცია.[2][3] მსოფლიოში მუშაობს მისი 50 წარმომადგენლობითი ოფისი და 250 კორესპონდენტი.[4] 2013 წლიდან ორგანიზაციის დირექტორია ჯეიმზ ჰარდინგი.[5]

დეპარტამენტის ყოველწლიური ბიუჯეტი 350 მილიონ გირვანქა სტერლინგს აღემატება. მას სულ 3500 თანამშრომელი ჰყავს, აქედან 2000 ჟურნალისტია.[2] BBC News-ის ეროვნული, მსოფლიო და ონლაინ სიახლეებზე პასუხისმგებელი ოფისები მდებარეობს ცენტრალურ ლონდონში მდებარე დიდ შენობაში, Broadcasting House-ში. საპარლამენტო საქმიანობის გაშუქება მიმდინარეობს ლონდონში, მილბენკში მდებარე სტუდიიდან. BBC English Regions-ის მეშვეობით ორგანიზაცია აგრეთვე მოქმედებს ინგლისში მდებარე ადგილობრივი ცენტრებით. ჩრდილოეთ ირლანდიაში, შოტლანდიაში და უელსში აგრეთვე მდებარეობს ადგილობრივ სიახლეებზე პასუხისმგებელი ფილიალები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. News Group Senior Management. BBC (December 2014). ციტირების თარიღი: 21 December 2014.
  2. 2.0 2.1 Boaden, Helen (18 November 2004). „NewsWatch – About BBC News – This is BBC News“. ციტირების თარიღი: 3 April 2007.
  3. Content. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 February 2007. ციტირების თარიღი: 3 April 2007.
  4. Herbert J, John. Practising Global Journalism: Exploring Reporting Issues Worldwide. CRC Press, Chapter 1, Page 24. ციტირების თარიღი: 6 March 2015.
  5. Former Times editor James Harding to be news boss at BBC, Gordon MacMillan, MediaWeek, London, 16 April 2013. Retrieved: 16 April 2013.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=BBC_News&oldid=4350202“-დან