1010-იანები
იერსახე
ათასწლეული: | II |
საუკუნე: | X – XI – XII |
ათწლეული: | 980-იანები 990-იანები 1000-იანები
– 1010-იანები – |
წლები: | 1010 · 1011 · 1012 · 1013 · 1014 1015 · 1016 · 1017 · 1018 · 1019 |
1010-იანი (ათას ათიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 1010-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 1010 წლის 1 იანვარს და დასრულდა 1019 წლის 31 დეკემბერს.
მოვლენები
სარჩევი: 1010 1011 1012 1013 1014 1015 1016 1017 1018 1019
- დაიწყო სვეტიცხოვლის “მესამე აღმშენებლობა”. ხუროთმოძღვარი არსუკისძე
- ბაგრატ III საქართველოს უერთებს კახეთ-ჰერეთს
- სალერნოში დაარსდა სამკურნალო სასწავლებელი
- ფუჯივარა მურასაკიმ შექმნა "გენჯი მონოგატარი"
- სპარსელმა პოეტმა ფირდოუსიმ დაასრულს "შაჰნამეს" წერა
- ბაგრატ III ლაშქრობს და მოხარკედ იხდის განძის საამიროს
- გრიგოლ VI გახდა ანტიპაპი
- ინდოეთის იმპერატორმა რაჯენდრამ დაიპყრო შრი-ლანკა
- გრანადელმა ზაირიდებმა დაიპყრეს კორდოვა
- ერეტიკოსების პირველი ხსენება მაინცში
- ბენედიქტე XVIII 18 მაისს აირჩიეს რომის პაპად
- დანიელთა მეფემ სვენ 1-მა დაიპყრო ინგლისი და გახდა ნორთუმბრიის მეფე
- კიევის მთავრების პირველი ლაშქრობა კავკასიაზე
- ერთიან საქართველოს გამოეყო ჰერეთ-კახეთი
- ირლანდიის მეფე ბრიანმა გაანადგურა აქ შემოჭრილი ნორმანები (დანიელები)
- ბიზანტიელებმა ბელასიცასთან სძლიეს დასავლეთ ბულგარელებს
- 14 თებერვალი : რომის პაპმა ბენედიქტე VIII-მ გერმანიის მეფედ აკურთხა ჰაინრიხ II ბავარიელი (1002-1024)
- საქართველოს ბრძოლები ბიზანტიასთან (1014-1016). გიორგი I-მა დაიბრუნა ტაო-ბასიანი
- ჰამადიდების სახელმწიფო (1014-1152) ჩრდილოეთ აფრიკაში
- ინგლისში დაიწყო დანიური დინასტიის მმართველობა
- მიწისძვრამ ნაწილობრივ დაანგრია ”კლდის გუმბათი” იერუსალიმში
- დაიწყო სოფიის ტაძრის მშენებლობა კიევში (დასრულდა 1037 წელს)
- ქალაქ ბრესტის (ბელარუსი) პირველი ხსენება წყაროებში
- ინგლისი დაიყო საგრაფოებად: უესექსი, მერსია, აღმოსავლეთ ინგლისი და ნორთუმბრია
- ბულგარეთის პირველი სამეფოს განადგურება, შეერთება ბიზანტიასთან
- პოლონეთის მეფე ბოლესლავმა აიღო კიევი
- კნუდ I დიდი გახდა დანიის მეფე
- პოლონეთსა და გერმანიას შორის დაიდო ბაუცენის ზავი
- იაროსლავ ბრძენი კიევის მთავრად გამოცხადდა