FileStash
Categories: სისტემაThis app is still in development and isn't released yet by the KDE community.
ბევრი ფაილის მონიშვნა ფაილების მმართველში მათ დასაკოპირებლად სასიამოვნო პროცესი არასდროს ყოფილა, განსაკუთრებით, თუ ფაილები მიმდევრულად არაა დალაგებული. ძალიან ხშირად, როცა ფაილებს Ctrl+A-ით ან არჩევის პროგრამით ნიშნავთ, აღმოვაჩენთ, რომ ამ ფაილების მხოლოდ ნაწილი გვჭირდება. ეს კი არასაჭირო ფაილებიდან მონიშვნის მოხსნის საკმაოდ მოსაბეზრებელ ოპერაციას იწვევს . რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ახალი საქაღალდე შექმნათ და კოპირებამდე ფაილები შიგნით შეაგროვოთ, მაგრამ ეს ძალიან დამქანცველი და ნელი პროცესია, თუ ფაილები რომლებსაც აკოპირებთ, ზომაში დიდია. Ctrl+წკაპი კი ითხოვს დახვეწილ მოტორულ ფუნქციებს, რომ ფაილების სრული მონიშვნა არ დაკარგოთ.
ამ პროექტს პრობლემის გადაჭრის ორიგინალური საშუალება გააჩნია. ის ამატებს ვირტუალურ საქაღალდეს ყველა KIO აპლიკაციაში, სადაც ის დროებით ბმულებს ქმნის ფაილებისა და საქაღალდეებისათვის, რომლებზეც მუშაობს. ეს ფაილები "შეინახება" ამ ვირტუალურ საქაღალდეში. ამ საქაღალდეში ფაილებთან ჩვეულებრივ მუშაობთ, რაც ნიშნავს, რომ კოპირება, გადატანა და ჩასმა ჩვეულებრივ მუშაობს.