Offers every month
ხშირად დასმული კითხვები
როდესაც Play Pass-ს გამოიწერთ, თქვენ ყოველთვიურად მიიღებთ ექსკლუზიურ შეთავაზებებს საუკეთესო თამაშებზე და ცალკეულ კატალოგს, რომელიც 1 000-ზე მეტ თამაშსა და აპს შეიცავს. კატალოგში ყველა რეკლამა ამოშლილია და ყველა აპს-შიდა შესყიდვა და ფასიანი სათაური განბლოკილია.
კატალოგში 1 000-ზე მეტი თამაში და აპია. ფასიანი თამაშები და აპები ჩართულია დამატებითი საფასურის გარეშე. Play Pass-ის კატალოგის ყველა თამაშისა და აპის რეკლამა ამოშლილია, ხოლო აპს-შიდა შესყიდვები – განბლოკილი. გამომწერებს ამ თამაშებისა და აპების პოვნა Play Store აპის Play Pass-ის განყოფილებაში შეუძლიათ ან, შეუძლიათ, მოძებნონ Play Pass-ის ბეჯი სათაურებზე Google Play-ში.
გამომწერები იღებენ ექსკლუზიურ შეთავაზებებს შეჩეულ პოპულარულ თამაშებზე Play Pass-ის კატალოგს მიღმა. აღნიშნული შეთავაზებები შეიძლება იყოს თამაშს-შიდა კრედიტები ან აქციები კონკრეტულ თამაშს-შიდა ერთეულებზე, ხოლო გამომწერები შეთავაზებების ახალ ნაკრებს ყოველთვიურად იღებენ. შეთავაზებები არ არის ხელმისაწვდომი საცდელ პერიოდში ან იმ თამაშებისთვის, რომლებიც Play Pass-ის კატალოგშია. შეთავაზებების გამოყენება Google Play ბილინგის გადახდის მეთოდების საშუალებით შეიძლება.
თუ ისეთი თამაშები და აპები გაქვთ, რომლებიც Play Pass-ის კატალოგში შედის, ყველა რეკლამა ამოიშლება, ხოლო ყველა აპს-შიდა შესყიდვა განიბლოკება.
საოჯახო ბიბლიოთეკის საშუალებით ოჯახის მმართველს Play Pass-ის გაზიარება საფასურის გარეშე ოჯახის მაქსიმუმ 5 წევრთან შეუძლია. ამისთვის ოჯახის წევრებმა უნდა გაააქტიურონ Play Pass საკუთარ ანგარიშში. ყოველთვიური შეთავაზებები და სხვა უპირატესობები მხოლოდ ოჯახის მმართველისთვის არის ხელმისაწვდომი.