ექსტრუზია
ექსტრუზია (< ლათ. extrudo – ვაძევებ) — დედამიწის ზედაპირზე ბლანტი ლავის ამონთხევის შედეგად წარმოქმნილი მაგმური სხეული. ექსტრუზია ეწოდება აგრეთვე ბლანტი ლავის მქონე ვულკანების ამონთხევის ტიპს.
ამონთხეული ბლანტი ლავა გუმბათივით გროვდება ვულკანის ყელზე, საიდანაც დრო და დრო ძლიერი აფეთქების დროს გამოიყოფა აირები.
- მათთვის დამახასიათებელია ერთფეროვანი ლავური აგებულება;
- მძლავი შლეიფის ძირში უხეში ნატეხების არსებობა;
- ლავის მსხვილი პორფირული სტრუქტურა და სხვ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 256.