[go: up one dir, main page]

Musiikkituottajat, Musiikkituottajat – IFPI Finland ან The Finnish Group of IFPIფინური არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება მისი წევრების მიერ და წარმოადგენს მუსიკალურ ინდუსტრიას ფინეთში. ორგანიზაცია წარმოადგენს 23 ისეთი ლეიბლის ინტერესებს, რომლებიცაა, EMI, Sony Music, Universal Music Group და Warner Music Group.[1]

Musiikkituottajat – IFPI Finland-ის მიზანია ფინეთში ხმისჩამწერი ინდუსტრიის წარმოებისათვის ხელსაყრელი გარემო პირობების უზრუნველყოფა. მიზანი მიიღწევა ხმისჩამწერი ინდუსტრიის დაცვისათვის ეფექტიანი წესებისა და სამართლიანი და კონკურენტუნარიანი სავაჭრო გარემოს უზრუნველყოფის გზით.[1]

ორგანიზაცია დაკავებულია მუსიკალური ჩანაწერის გაყიდვების სერტიფიკაციის, ანუ ოქროს და პლატინის დისკების, მინიჭებით.[2]

Musiikkituottajat ფინეთის მუსიკალური ინდუსტრიის ადგილობრივი ასოციაციაა, რომელიც შედის ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციის შემადგენლობაში.[3]

Musiikkituottajat აქვეყნებს ჩარტებს: კერძოდ, Suomen virallinen lista – Albumit (ტოპ-50, ალბომები), Suomen virallinen lista – Singlet (ტოპ-20, სინგლები), Suomen virallinen lista – Mid–price (ტოპ-10) და Suomen virallinen lista – Musiikki DVD:t (ტოპ-10, ალბომები, ვიდეო).[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 IN ENGLISH en. ifpi.fi (2013-08-08).
  2. TILASTOT fi. ifpi.fi (2013-08-08).
  3. Local record industry associations en. ifpi.org (2013-08-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-29. ციტირების თარიღი: 2017-11-15.
  4. TILASTOT fi. ifpi.fi (2015-12-20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-21. ციტირების თარიღი: 2017-11-15.