[go: up one dir, main page]

ჰარი ტრუმენი

(გადამისამართდა გვერდიდან ტრუმენი, ჰარი)

ჰარი ტრუმენი (ინგლ. Harry S. Truman; დ. 8 მაისი, 1884 ― გ. 26 დეკემბერი, 1972) — აშშ-ის 33-ე პრეზიდენტი (1945–1953), დემოკრატიული პარტიიდან;

ჰარი ტრუმენი
Harry S. Truman
ჰარი ტრუმენი Harry S. Truman
აშშ-ის 33-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 აპრილი, 1945 – 20 იანვარი, 1953
ვიცე-პრეზიდენტი  არა (1945-49),
ალბენ ბარკლი (1949-53)
წინამორბედიფრანკლინ რუზველტი
მემკვიდრედუაიტ ეიზენჰაუერი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 იანვარი, 1945 – 12 აპრილი, 1945
პრეზიდენტიფრანკლინ რუზველტი
წინამორბედიჰენრი უოლესი
მემკვიდრეალბენ ბარკლი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 1935 – 17 იანვარი, 1945

დაბადებული8 მაისი, 1884
ლამარი, მისური
გარდაცვლილი26 დეკემბერი, 1972 (88 წლის)
კანზას-სიტი, მისური
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლებეს ტრუმენი
რელიგიაბაპტისტი
ხელმოწერა

1945 წლის იანვარში აირჩეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად. 1945 წლის 12 აპრილს ფრანკლინ რუზველტის გარდაცვალების შემდეგ, აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა და 1948 წელს მეორე ვადით აირჩიეს.

ჰარი ტრუმენი პოტსდამის კონფერენციაზე

1945 წელს მან გასცა ბრძანება ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომურ დაბომბვაზე. ტრუმენი იყო ნატოს შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მისი მოღვაწეობისას შეიქმნა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი და მიიღეს კანონი ნაციონალური უსაფრთხოების შესახებ, დაარსდა გაერო, დაიწყო ცივი ომი და გაჩაღდა ბრძოლა კომუნისტებთან (მაკარტიზმი), დაიწყო კორეის ომი 1950–1953, ევროპაში დაინერგა მარშალის გეგმა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრუმენის საგარეო პოლიტიკა რადიკალური მეთოდებით გამოირჩეოდა, აშშ-ში მას მაინც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრეზიდენტად მიიჩნევენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება