9 მაისი
თარიღი
9 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 129-ე დღე (ნაკიან წლებში - 130-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 236 დღე.
<< | მაისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 | ||
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- 1502 : ქრისტეფორე კოლუმბი ამერიკის მიმართულებით თავის მეოთხე მოგზაურობას იწყებს.
- 1944 : ყირიმის ოპერაციის შედეგად საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს სევასტოპოლი.
- 1945 : საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს ქალაქი პრაღა.
- 1946 : ტახტიდან გადადგა იტალიის მეფე ვიქტორ ემანუელ III.
- 1950 : პარიზში გამოცხადდა „შუმანის დეკლარაცია“ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ქვანახშირის, სამთო და მეტალურგიული მრეწველობების გაერთიანების შესახებ.
- 1975 : თბილისში გამარჯვების პარკში გაიხსნა ძეგლი „უცნობი ჯარისკაცის საფლავი“.
- 1994 : სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს ნელსონ მანდელა.
- 2010 : ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა €750-მილიარდიანი დახმარების პაკეტი მიიღეს, რომლის მიზანიც ევროპის საფინანსო ბაზრის სტაბილიზებაა.
- 2011 : ბელგიელი ველოსიპედისტი ვაუტერ ვეილანდტი „ჯირო დიტალიას“ მესამე ეტაპზე მომხდარ ავარიაში დაიღუპა, რაც „გრანდ ტურში“ 1995 წლიდან მოყოლებული ველოსიპედისტის დაღუპვის პირველი შემთხვევაა.
- 2015 : ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაქს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
- 2022 : ბონგბონგ მარკოსი ფილიპინების პრეზიდენტად, ხოლო სარა დუტერტე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 1924 : ბულატ ოკუჯავა — საბჭოთა პოეტი და შემსრულებელი.
- 1949 : ჯოელი, ბილი — ამერიკელი მუსიკოსი და მომღერალი.
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 1707 : ბუქსტეჰუდე, დიტრიხ — დანიელ-გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი.
- 1805 : შილერი, ფრიდრიხ — გერმანელი პოეტი და ისტორიკოსი.
- 1950 : ბლეიკი, რობერტ პირპონტ — ამერიკელი ორიენტალისტი.
- 1965 : ბერიშვილი, ზაქარია — ქართველი რეჟისორი და მსახიობი.
- 1974 : პიპკოვი, ლიუბომირ — ბულგარელი კომპოზიტორი.
- 1977 : ჯოუნზი, ჯეიმზ — ამერიკელი მწერალი.
- 1983 : ნინო ალექსი-მესხიშვილი — ქართველი მსახიობი.
- 2004 : კადიროვი, აჰმად — ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრორუსული პრეზიდენტი.
- 2011 : ლიდია გეილერ ტეხადა — ბოლივიის ქალი პრეზიდენტი.
- 2013 : ოთარ მეღვინეთუხუცესი — ქართველი მსახიობი.
დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- აგრეთვე:
- გამარჯვების დღე – დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე, აღინიშნება რუსეთში, საქართველოში და ყოფილი სსრ კავშირის სხვა ქვეყნებში.
- ევროპის დღე
- იუდაიზმი - ლაგ ბა-ომერი.
- აშშ, დიდი ბრიტანეთი - დედის დღე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასხვა თვეები