Victoria II
Victoria II | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Paradox Development Studio |
გამომცემელი | Paradox Interactive |
დისტრიბუტორი | Steam |
ძრავა | Clausewitz Engine |
პლატფორმ(ებ)ი |
Microsoft Windows Mac OS X |
გამოსვლის თარიღი | 13 აგვისტო, 2013 |
ჟანრ(ებ)ი | გრანდ სტრატეგია |
რეჟიმ(ებ)ი |
ერთმოთამაშიანი მრავალმოთმაშიანი |
რეჟისორ(ებ)ი | თომას იოჰანსონი |
პროდიუსერ(ებ)ი | იოჰან ანდერსონი |
დიზაინერ(ებ)ი | იოჰან ანდერსონი |
მხატვარი |
ჯონას იაკობსონი ფრედრიკ ტოლი |
კომპოზიტორი | ანდრეას ვალდეტოფტი |
Victoria II — ვიდეო თამაში გრანდ სტრატეგიის ჟანრში, რომელიც შექმნა კომპანია Paradox Development Studio-მ და გამოსცა Paradox Interactive-მა. იგი არის რიგით მეორე ნაწილი სერიიდან და 2003 წლის თამაშის Victoria: An Empire Under the Sun-ის გაგრძელება. რელიზი შედგა 2010 წლის აგვისტოს Microsoft Windows-ისთვის, ხოლო Mac OS X-ის ვერსია გამოვიდა იმავე წლის 17 სექტემბერს[1].
თამაშში მოთამაშე მართავს 200 სახელმწიფოდან ერთ-ერთს და პერიოდი მოიცავს 1836-1936 წლებს. მოთამაშის განკარგულებაში იმყოფება რიგი ინსტრუმენტები ეკონომიკის, მეცნიერების, შიდა პოლიტიკის, დიპლომატიის, არმიისა და ფლოტის სამართავად. იგი სხვა არსებული გრანდ სტრატეგიებისგან განსხვავდება იმით, რომ მნიშვნელოვანი აქცენტი გამახვილებული არის შიდა პროცესების დეტალიზაციაზე, რომელიც მიმდინარეობს სახელმწიფოში და ასევე დიპლომატიის სისტემის განვითარებაზე. პირველი ნაწილისგან განსხვავებით Victoria II ნაკლებად დამოკიდებული არის რეალურ ისტორიულ მოვლენებზე და სიუჟეტი არის არასწორხაზოვანი. თუმცა თამაშს ასევე აქვს მრავალი ისტორიული ასპექტი, როგორიცაა ისეთი ადგილების კოლონიზაცია, სადაც იმ დროისთვის არ იყო არანაირი ევროპული ძალაუფლება, როგორიცაა სუბ-საჰარული აფრიკა და ჩრდილოეთ კანადა. Victoria II-ს გააჩნია მრავალმოთამაშიანი რეჟიმის მხარდაჭერა, სადაც მოთამაშეთა მაქსიმალური რაოდენობა 32-ს არ აღემატება[2].
სათამაშო პრესამ საკმაოდ დადებითად მიიღო იგი. საერთო განხილვების საიტებზე, GameRankings-სა და Metacritic-ზე ფლობს 76.17 %-სა[3] და 100-დან 75 ქულას[4] შესაბამისად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი (ინგლისური)
- ოფიციალური რუსული საიტი დაარქივებული 2012-02-04 საიტზე Wayback Machine.
- თამაშის ოფიციალური ფორუმი (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Виктория 2 (Victoria 2). Absolute Games. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-31. ციტირების თარიღი: 2011-07-26.
- ↑ Виктория II. Snowball Studios. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-31. ციტირების თარიღი: 2011-07-26.
- ↑ Victoria II for PC Reviews, Ratings, Credits, and More. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-31. ციტირების თარიღი: 2011-07-26.
- ↑ Victoria II for PC. Game Rankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-31. ციტირების თარიღი: 2011-07-26.
|
- 2010 წლის ვიდეო თამაშები
- ვიდეო თამაშები ამერიკის სამოქალაქო ომის შესახებ
- ეკონომიკური სიმულატორი
- მმართველობის სიმულატორები
- გრანდ სტრატეგიის თამაშები
- Mac OS X-ის თამაშები
- Paradox Interactive-ის თამაშები
- რეალური დროის სტრატეგიის თამაშები
- ვიქტორიანული ეპოქა პუპულარულ კულტურაში
- ვიდეო თამაშების გაგრძელებები
- ვიდეო თამაშები დამატებებით
- Windows-ის თამაშები
- XIX საუკუნეში მიმდინარე ვიდეო თამაშები
- XX საუკუნეში მიმდინარე ვიდეო თამაშები