[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

Hitmixes

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Hitmixes
EP
გამოცემის თარიღი 25 აგვისტო, 2009 (2009-08-25)
ჟანრი საცეკვაო პოპი
ხანგრძლივობა 30:23
ლეიბლი
პროდიუსერი
ლედი გაგა — ქრონოლოგია
The Cherrytree Sessions
(2009)
Hitmixes
(2009)
The Fame Monster
(2009)

Hitmixes — ამერიკელ პოპ მომღერალ და სიმღერების ავტორ ლედი გაგას მეორე EP, რომელიც გამოიცა 2009 წლის 25 აგვისტოს მხოლოდ კანადაში, ლეიბლზე Universal Music Canada. მასში შესულია 1980-იანი წლების ჰაუს მუსიკით შთაგონებული რემიქსები გაგას სადებიუტო ალბომიდან The Fame (2008). ალბომზე გაგამ ითანამშრომლა სხვადასხვა პროდიუსერებთან, მათ შორის RedOne-თან და Space Cowboy-სთან. ალბომმა კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა და დაიკავა მერვე პოზიცია ბილბორდის კანადის ალბომების ჩარტში.

2008 წლის აგვისტოში გამოვიდა გაგას სადებიუტო ალბომი The Fame.[1] რომლიდანაც გამოიცა ხუთი სინგლი — Just Dance, Poker Face, Eh, Eh (Nothing Else I Can Say), LoveGame და Paparazzi. იქიდან გამომდინარე, რომ Eh, Eh (Nothing Else I Can Say) არ გამოიცა როგორც სინგლი ჩრდილოეთ ამერიკაში, ამიტომ მისი რემიქსი არ არის ალბომში Hitmixes. დანარჩენი ოთხი სინგლი ყველა მოხდვა კანადის ცხელი ასეულის ტოპ სამში.[2] ალბომისათვის გაგამს მთავარმა პროდიუსერმა RedOne გაარემიქსა სიმღერა Just Dance. ასევე ალბომში წარმოდგენილია Robots to Mars-ის, Chew Fu-ს, Space Cowboy-ის, Moto Blanco-ს და Guéna LG-ს რემიქსები. Hitmixes გამოცა მხოლოდ კანადაში კომპაქტ დისკის და ციფრული ჩამონატვირთის ფორმატით ლეიბლზე Universal Music Canada.[3][4] ალბომში შესულია 1980-იანი წლების ჰაუს მუსიკით შთაგონებული რემიქსები. ამერიკელმა როკ მომღერალმა მერილინ მენსონმა მიიღო მონაწილეობა სიმღერა LoveGame-ის რემიქსში.[5]

Hitmixes[5]
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„LoveGame“ (Chew Fu Ghettohouse Fix) (მერილინ მენსონის მონაწილეობით)5:20
2.„Poker Face“ (Space Cowboy Remix)
  • გაგა
  • RedOne
4:53
3.„Just Dance“ (RedOne Remix) (Kardinal Offishall-ის მონაწილეობით)4:18
4.„Paparazzi“ (Moto Blanco Edit)4:06
5.„The Fame“ (Glam as You Remix)3:57
6.„Just Dance“ (Robots to Mars Remix)
  • გაგა
  • RedOne
  • ტიამი
4:37
7.„LoveGame“ (Robots to Mars Remix)
  • გაგა
  • RedOne
3:12
საერთო ხანგრძლივობა:30:23

ინფორმაცია პერსონალის შესახებ აღებულია საიტიდან Allmusic.[6]

ჩარტი (2009) პოზიცია
კანადის ალბომები (ბილბორდი)[7] 8

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Fame: Lady Gaga. Amazon.ca. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2011.
  2. Lady Gaga Album & Song Chart History: Canadian Hot 100. Billboard. ციტირების თარიღი: 20 ივლისი, 2010.
  3. „Giveaway“. Times-Colonist. Postmedia Network. 27 აგვისტო, 2009. p. C3. ციტატა: „Lady Gaga's new release, Hitmixes, is only available in Canada, and includes Just Dance, Poker Face, LoveGame, and Paparazzi“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. Hitmixes: Lady Gaga. Amazon.ca Inc. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2011.
  5. 5.0 5.1 Hitmixes (CD liner). Lady Gaga. Canada: Universal Music. 2009.CS1-ის მხარდაჭერა: others (link)
  6. Hit Mixes – Lady Gaga > Credits. 'Allmusic'. Rovi Corporation. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2011.
  7. „Lady Gaga ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Canadian Albums)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 27 ივლისი, 2016.
მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Hitmixes&oldid=4589625“-დან