[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

დიდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნელსონ დიდა
დიდა 2012 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ნელსონ დე ჟეზუს და სილვა
დაბადების
თარიღი
7 ოქტომბერი, 1973 (1973-10-07) (51 წლის)
დაბადების
ადგილი
ირარა, ბრაზილია
სიმაღლე 196 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
1990 კრუზეირო დე არაპირაკა
1991–1992 ვიტორია
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1992–1993 ვიტორია 24 (0)
1994–1998 კრუზეირო 120 (0)
1998–1999 ლუგანო 0 (0)
1999–2000 კორინთიანსი 24 (0)
2000–2010 მილანი 206 (0)
2001–2002   კორინთიანსი 8 (0)
2012 პორტუგეზა 32 (0)
2013 გრემიო 37 (0)
2014–2015 ინტერნასიონალი 27 (0)
ეროვნული ნაკრები
1992–1993 ბრაზილია U20 12 (0)
1996 ბრაზილია U23 17 (0)
1995–2006 ბრაზილია 91 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ნელსონ დე ჟეზუს და სილვა (პორტ. Nelson de Jesus da Silva; დ. 7 ოქტომბერი, 1973, ირარა, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, მეკარე. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც — დიდა. სხვადასხვა დროს იცავდა „ვიტორიას“, „კრუზეიროს“, „ლუგანოს“, „კორინთიანსის“, „მილანის“, „პორტუგეზას“, „გრემიოს“ „ინტერნასიონალისა“ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ღირსებას. Copa de Oro-ს (1995), ბრაზილიის თასისა (1996) და ლიბერტადორესის თასის მფლობელი (1997) „კრუზეიროს“ შემადგენლობაში. ბრაზილიის ჩემპიონი (1999) და თასის მფლობელი (2002), მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისა და რიო–სან-პაულუს ტურნირის გამარჯვებული (2002) „კორინთიანსის“ შემადგენლობაში. იტალიის ჩემპიონი (2004), იტალიის თასისა (2003) და იტალიის სუპერთასის მფლობელი (2004), ჩემპიონთა ლიგის ორგზის (2003, 2007) და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული (2007), უეფა-ს სუპერთასის ორგზის მფლობელი (2003, 2007) „მილანის“ შემადგენლობაში. რიუ-გრანდი-დუ-სულის ორგზის ჩემპიონი (2014, 2015) „ინტერნასიონალის“ შემადგენლობაში.[1][2][3][4]

ფიფა-ს კონფედერაციის თასის ორგზის მფლობელი (1997, 2005) და ფინალისტი (1999), 1998 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი (1999) და ვიცე-ჩემპიონი (1995), 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[5][6][7][8][9][10]

კოპა ამერიკის (2001), ფიფა-ს კონფედერაციის თასის (2001, 2003) და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ.[11]

1995–2006 წლებში ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[12] რომლის შემადგენლობაში 91 შეხვედრას ატარებს.

მსოფლიო ჩემპიონატებზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდამ მსოფლიო ჩემპიონატების 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[13]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1998 დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი ბრაზილიის დროშა 22 მეკარე 0 0 0 0 0
ვიცე-ჩემპიონი
2002 სამხრეთ კორეის დროშა კორეა იაპონიის დროშა იაპონია ბრაზილიის დროშა 12 მეკარე 0 0 0 0 0
ჩემპიონი
2006 დროშა: გერმანია გერმანია ბრაზილიის დროშა 1 მეკარე 5 0 4 0 1
მეოთხედფინალი
ბრაზილიის დროშა კრუზეირო
ბრაზილიის დროშა კორინთიანსი
იტალიის დროშა მილანი
ბრაზილიის დროშა ინტერნასიონალი
ბრაზილიის დროშა ბრაზილია
მსოფლიო ჩემპიონატი
  • ვიცე-ჩემპიონი: 1998
  • ჩემპიონი: 2002
კოპა ამერიკა
  • ჩემპიონი: 1997, 1999
  • ვიცე-ჩემპიონი: 1995
კონფედერაციის თასი
  • ჩემპიონი: 1997, 2005
  • ვიცე-ჩემპიონი: 1999

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
პროფილი • სტატისტიკა • ბიოგრაფიული მონაცემები
მედია არქივი • პრესა • სტატიები
ვიდეოარქივი
  1. Saxenal, Siddharth. (14 აგვისტო, 2016) Rio 2016: Brazil's goalkeeper Barbara helps bury Barbosa's ghost. Times of India. ციტირების თარიღი: 30 ივლისი, 2018.
  2. Chowdhury, Amlan. (21 ნოემბერი, 2012) Uncovering Brazil: 'There Were 11 of Us'. thehardtackle.com. ციტირების თარიღი: 30 ივლისი, 2018.
  3. Tozzi, Daniel; Medice, João Henrique. Primeiro negro após 50, Dida reclama reconhecimento a Barbosa Portuguese. esporte.uol.com.br (27 მაისი, 2006). ციტირების თარიღი: 30 ივლისი, 2018.
  4. Vickery, Tim. (6 ნოემბერი, 2007) BBC Sport: Tim Vickery column. BBC Sport. ციტირების თარიღი: 30 ივლისი, 2018.
  5. Quinton-Navarro, Daniel. (25 ოქტომბერი, 2013) Dida: Winning the World Cup in 2002 with Brazil was a huge thrill ინგლისური. goal.com. ციტატა: „Former AC Milan goalkeeper Dida has explained that it was a "unique experience" to be in the Brazil squad during a World Cup and that it was disappointing not to have won the prestigious trophy in 2006.“ ციტირების თარიღი: 30 ივლისი, 2018.
  6. Nelson de Jesus Silva "Dida" – International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 30 ივლისი, 2018.
  7. Dida, a muralha azul. guerreirodosgramados.com.br (17 აპრილი, 2009). ციტირების თარიღი: 30 ივლისი, 2018.
  8. I soprannomi di Carlo Pellegatti Italian. tuttomilan.net. ციტირების თარიღი: 30 ივლისი, 2018.
  9. Da DIDASTRO a eroe di Verona... sentite Di Carlo: "Dida a Verona si esalta sempre" Italian. Goal.com (25 ოქტომბერი, 2009). ციტირების თარიღი: 30 ივლისი, 2018.
  10. Agave, Claudio. (23 ოქტომბერი, 2015) Nelson Dida: tra papere, miracoli e petardi, storia del Dottor Jekyll & Mister Hyde del Milan იტალიური. contra-ataque.it. ციტირების თარიღი: 30 ივლისი, 2018.
  11. Dida Best Goalkeeper In World – Dunga ინგლისური. goal.com. ციტატა: „Dida’s 2007/08 season with the Rossoneri was nothing short of disastrous, with a whole host of errors which led to him losing his first team place to Zeljko Kalac in January. The Italian press firmly believes that Dida will be sold this summer, however the 34-year-old has received words of support from Selecao coach Dunga. “Nelson is a champion and, if he is well, is still the number one goalkeeper in the world,” Dunga told the Gazzetta dello Sport.“ ციტირების თარიღი: 30 ივლისი, 2018.
  12. Roberto Mamrud (12 ივლისი, 2018). Brazil – Record International Players. Nelson De Jesus Silva "Dida". Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 30 ივლისი, 2018.
  13. Player Profile for Dida in the Soccer World Cups. Dida in the World Cups. Information about Dida and his performace in the FIFA Soccer World Cup. Profile with general and detailed stats and data that include National Team, total games, goals and cards and full list of matches played. The Soccer World Cups.com. წაკითხვის თარიღი: 30 ივლისი, 2018.
  14. Pierrend, José Luis. (31 იანვარი, 2007) IFFHS' World's Best Goalkeeper of the Year 2005. ციტირების თარიღი: 30 ივლისი, 2018.
  15. Pierrend, José Luis. (29 იანვარი, 2006) IFFHS' World's Best Goalkeeper of the Year 2004. ციტირების თარიღი: 30 ივლისი, 2018.
  16. Etherington, Tom. (6 იანვარი, 2013) Grêmio’s Dida ranked best Brazilian goalkeeper of 21st century. ციტირების თარიღი: 30 ივლისი, 2018.
  17. Hall of fame: Nelson Dida Italian. forzamilanonline.com (21 სექტემბერი, 2014). ციტირების თარიღი: 30 ივლისი, 2018.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დიდა&oldid=4684836“-დან