მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ათგო (ინგლ. Athgoe; ირლ. Áth Gó) — გარეუბანი ირლანდიაში, მდებარეობს სამხრეთ დუბლინის საგრაფოში (ლენსტერის პროვინცია). გარეუბანი მდებარეობს ნიუკასლსა და N-7 ავტოტრასას (დუბლინი-ლიმერიკი) შორის.
ათგო — დასახლება, იწყება ათგოს ბორცვზე და იჭიმება კილდერის საზღვრამდე. ძირითადი საქმიანობაა ცხვრისა და მსხვილი რქოსანი საქონლის მოშენება. დასახელება ამ გარეუბანს მისცა ერთ-ერთმა დინებამ, რომელიც ზღვისკენ მიდის. ამჟამად ეს დინება წარმოადგენს პატარა წყაროს, რომელიც ათგოს მთიდან ჩაედინება მდინარე კამაკში (მდინარე ლიფის შენაკადი) აღმოსავლეთით.
გარეუბნის ძირითადი ღირსშესანიშნაობა არის კარგად შემონახული ორსართულიანი შენობა ათგო-პარკი, რომელიც 1800 წელს ააგეს. ჩრდილო-დასავლეთით პარკთან მდებარეობს ნანგრევები ათგოს ციხე-სიმაგრისა[1], რომელიც XVI საუკუნეში ააგეს.
|
---|
| (აღწერითი) დასახლებები | |
---|
| სოფლები | |
---|
| გარეუბნები და დუბლინის საქალაქო რაიონები | |
---|
| გეოგრაფიული ობიექტები |
|
---|
|
South Dublin — ირლ. Áth Cliath Theas ხაზგასმით გამოყოფილია საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი |
|