ზურაბ სარჯველაძე
იერსახე
ზურაბ სარჯველაძე (დ. 12 მარტი, 1939, სოფელი ჯუნეწერი, ლანჩხუთის რაიონი — გ. 2002) — ქართველი ფილოლოგი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1997 წლიდან იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრის გამგე. იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში.
მისი სადისერტაციო თემა იყო „ქართული ენის ისტორიული ფონეტიკისა და გრამატიკის ძირითადი საკითხები“.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2000 — გეორგ როზენის სახელობის პრემია
- 2000 — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია
- 1994 — ალექსანდრე ჰუმბოლდტის სახელობის პრემია
- 1993 — აკაკი შანიძის სახელობის პრემია
- 1987 — საქართველოს განათლების სამინისტროს პირველი პრემია